არსენ ვენგერი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას დაცვასა და დახმარებას სთხოვს. "არსენალისა" და "ბოლტონთან" შეხვედრაში ჩრდილო ლონდონელებს მორიგი ფეხბურთელი დაუშავდათ...

არსენ ვენგერი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას დაცვასა და დახმარებას სთხოვს. "არსენალისა" და "ბოლტონთან" შეხვედრაში ჩრდილო ლონდონელებს მორიგი ფეხბურთელი დაუშავდათ: პოლ რობინსონთან ორთაბრძოლამ ფრანგ ნახევარმცველ აბუ დიაბის კოჭის მყესები დაუწყვიტა. მსაჯმა სტიუარტ ეტუელმა ამ ეპიზოდში არავინ დასაჯა, ფეხბურთის ასოციაციაში კი განაცხადეს, რომ რობინსონის უხეშობას ჩანაწერითაც არ განიხილავენ. ასე და ამგვარად, "მეთოფეებს" დაშავებულთა სია დაუგრძელთათ. თეო უოლკოტს, ნიკლას ბენდტნერს, დენილსონს, რობინ ვან პერსის, ტომას ვერმაელენსა და აარონ რემსის დიაბიც შეუერთდა. ვენგერმა განაცხადა:

"მე სათანადო ძალაუფლება არ გამაჩნია. აქ, ძალაუფლებას მსაჯები ფლობენ, ადამიანები, რომლებიც თამაშს უძღვებიან და გადაწყვეტილებებს იღებენ. მატჩი რომ დამთავრდა, დიაბისა და რობინსონის ორთაბრძოლა ათჯერ მაინც ვნახე და მინდა გითხრათ, რომ იმ ეპიზოდში წესების უხეში დარღვევა აშკარაა. მერედა, დიაბი გაბრაზდა, რის გამოც შეიქმნა საშიშროება, რომ მსაჯი ზედმეტი სიფიცხისთვის მას დასჯიდა. ვომეორებ, რობინსონის უხეშობა აშკარა და ზღვარგადასული იყო, მაგრამ მე ასეთი უხეშობისგან მოთამაშეებს ვერ დავიცავ. ეს ფეხბურთის ასოციაციის საქმეა. სამწუხაროდ, ისიც კი არ ვიცი მიიღებს ვინმე ჩემს სიტყვებს სერიოზულად თუ არა.

მე მიყვარს თავდადებული ფეხბურთელები. ვერ ვიტან, როდესაც ვხედავ როგორ ხტება ჰაერში ესა თუ ის მოთამაშე, რათა ორთაბრძოლას თავი აარიდოს, მაგრამ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა ეპიზოდში თავგამოდებით მიიღოს მონაწილეობა, მან უნდა იცოდეს, რომ მოწინააღმდეგეც ბურთისთვის იბრძვის და არა მის წყობიდან გამოსაყვანად. ხალხი შესაძლოა ფიქრობს, რომ მე ჩემს ფეხბურთელებს ვიცავ და კერძო ინტერესი მაინტერესებს, მაგრამ არა, მერწმუნეთ მე ზოგადად ფეხბურთის გამო ვღელავ. რასაკვირველია, ხანდახან ჩემი ფეხბურთელებიც ცდებიან და უხეშობენ. ერთი სიტყვით, მოთამაშეების დასაცავად რაიმე ხერხია მოსაფიქრებელი".

ლელო

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა