ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სუპერლიგა. XXII ტური: "სოხუმმა" სტუ დიდი სხვაობით დაამარცხა

სუპერლიგა. XXII ტური: "სოხუმმა" სტუ დიდი სხვაობით დაამარცხა

"სოხუმისა" და სტუ-ს მატჩში გამარჯვება სოხუმელებს დარჩათ, რომლებმაც მეტოქე 93:54 დაამარცხეს
დასრულდა სუპერლიგის რეგულარული სეზონი, რომლის დასკვნით მატჩში "სოხუმისა" და სტუ-ს დაპირისპირება შედგა.

მატჩში სოხუმელებმა იმარჯვეს, რომლებმაც მეტოქე დიდი ანგარიშით, 93:54 დაამარცხეს. "ზღვისპირელებმა" თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმის ბოლოს 43:28 გავიდნენ წინ.

სტუ-მ ვერც მატჩის მეორე ნახევარში შეძლო მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სოხუმლებმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს და "ტექნიკოსებს" შანსიც არ დაუტოვეს.

გამარჯვეულებს 28 ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, ხოლო 17 ქულითა და ამდენივე მოხნით ორმაგი დუბლი სერგო ათუაშვილმა შეასრულა. სამმაგი დუბლი მიითვალა ლევან ფაცაციამ, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა, 17 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემაა. სტუს-ს გუნდში კი ყველაზე მეტი 17 ქულა ზვიად ანთაძემ დააგროვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას სოხუმის მთვარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და სტუ-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გია ტეტელაშვილი დაესწრენენ, რომლებმაც შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი): სტუ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ ბევრად მაღალი დონის და გამოცდილი მოთამაშეებით ვართ დაკომპლექტებულნი, ამიტომაც ჩვენი გამარჯვება სრულიად ლოგიკური იყო.

რაც შეეხება პლეიოფს, მსურდა თსუ-ს მოეგო "დინამოსთვის" და შარშანდელის მსგავსად კვლავ შსს აკადემიას შევხვედროდით. შანსებს 50/50 შევაფასებდი, მაგრამ იმედია ისტორია განმეორდება და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

ახალ ლეგიონერებთან დაკავშირებით კი იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი გუნდს უახლოეს პერიოდში შემოუერთდებიან.

ახალწვეულები უკვე თბილისში არიან და ორშაბათს გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. ერთი-ერთი ლეგიონერია 211 სანტიმეტრი სიმაღლის ნევან მილოშევიჩი, რომელიც ჯერ ესპანეთის ლიგაში ასპარეზობდა, შემდეგ კი - რუსეთში. მეორე კი უკანახაზელი ამერიკელი ჯეკსონი გახლავთ, რომელიც მალტის მოქალაქეა.

ვფიქრობ, ეს მოთამაშეც ძალიან წაადგება ჩვენს გუნდს, ვინაიდან უკანახაზის გაძლიერება განსაკუთრებით გვჭირდებოდა. სოხუმის გუნდში უკვე ყველაფერი დალაგდა და კლუბის ხელმძღვანლობა ყველანაირ პირობას გვიქმნის.

გია ტეტელაშვილი (სტუ-ს მთვარი მწვრთნელის ასისიტენტი): სტუ პირველ წრეში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მეორეში, რაც იმან განაპირობა რომ რამდენიმე მოთამაშე მოგვაკლდა. შემდგომ კი გარკვეული პრობლემები შეიქმნა გუნდში. სიცივის გამო გუნდი სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა და ეს ყველაფერი კლუბზე ცუდად აისახა. სოხუმს ჩვენზე გაცილებით გამოცდილი კალათბურთელები ჰყავს და შედეგიც სახეზეა.

დღევანდელ მატჩზე ჩვენს გუნდს არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა და წაგება ან მოგება არაფერს უწყვეტავდა. ამასთან ტრავმის გამო გუნდს აკლდა ორი მოთამაშე - ლუკა ნოზაძე და ზურაბ მაჩალაძე და ამ ყველაფერმა საბოლოოდ ჩვენი ასეთი მარცხი განაპიობა.

მიუხედავად ამისა, ბიჭების მადლობელი ვარ, რადგან მათ რაც შეეძლოთ გააკეთეს. ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო 8 უძლიერს გუნდში, პლეიოფში მოვხვედრილიყავით მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ჩვენ ვერ შევედრებით არმიის, ოლიმპის, სოხუმისა და შსს-ს გუნდებს. ჩვენი გუნდი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და მის ძირითად ბირთვს სტუდენტები შეადგენენ.

თსუ-სა და სამედიცინოს გუნდებისგან განსხვავებით ჩვენ სხვა მოწვეული კალათბურთელებიც არა გვყავს. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და "სოხუმის" კლუბის პრეზიდენტს მინდია გულუას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან შეიქმნა ძალიან კარგი გუნდი, რომელიც იბრძვის დიდი მიზნებისთვის.

ირაკლი ჩლაიძე: დღევანდელი გამარჯვება განაპირობა ჩვენმა გუნდურმა თამაშმა და ხისტმა დაცვამ. დარწმუნებული ვარ, რომ დღითიდღე მოვუმატებთ, პლეიოფში ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით და დავამტკიცებთ რომ ბევრად უკეთესად შეგვიძლია თამაში როგორც დაცვაში, ასევე თვდასხმაში.

ლუკა ჭოხონელიძე: წავაგეთ გუნდთან რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია. არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა ჩვენს გუნდს. პირველ წრეში ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებდით და ჩვენი სათქმელიც ვთქვით, თუმცა მეორე წრეში გუნდი აირია და დღევანდელ მატჩს აზრი დაეკარგა. სოხუმის გუნდს პლეიოფში წარმატებას ვუსურვებ.

superleague.ge

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა

მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა