ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სუპერლიგა. XXII ტური:თსუ-მ "დინამო" ოვერტაიმში დაამარცხა

სუპერლიგა. XXII ტური:თსუ-მ "დინამო" ოვერტაიმში დაამარცხა

თსუ-სა და "დინამოს" შორის მატჩი დაძაბული გამოდგა, სადაც თსუ-მ მეტოქეს საბოლოოდ 98:95 სძლია
დაძაბული გამოდგა სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მე-11 ტურის შეხვედრა თსუ-სა და "დინამოს" შორის, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დამატებით დროში მეტოქეს 98:95 სძლია.

მატჩის პირველი ნახევარი "სტუდენტთა" სასარგებლოდ წარიმართა, რომლებიც პირველ ნახევარში 44:32 დაწინაურდნენ.

მესამე მეოთხედში "დინამომ" შეძლო მობილიზება და პერიოდის ბოლოს წინ გასვლაც მოახერხა - 62:58. ძალიან საინტერესო გამოდგა მეოთხე მეოთხედი, რომელიც გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დაძაბულობამ პიკს აღნიშნული პერიოდის მიწურულს მიაღწია, სადაც თსუ-მ მცირე უპირატესობა მოიპოვა, "დინამო" კი მდევრის როლში აღმოჩნდა.

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე წამით დინამოლებმა შეძლეს მეტოქის დაწევა (86:86) და შეხვედრა ფრედ - 86:86 დაასრულეს. ოვერტაიმი კიდევ უფრო დრამატული გამოდგა და თამაში ქულა ქულაში წარიმართა. დამატებითი დროის მე-4 წუთზე დინამოელებმა კვლავ მოახერხეს დაწინაურება და 95:91 გავიდნენ წინ, თუმცა მიუხედავად ამისა, "სტუდენტებმა" არ დაუთმეს მეტოქეს და კვლავ საყაიმო ანგრიში დააფიქსირეს - 95:95. დარჩენილ დროში თსუ-ს გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა, მეტოქეს 3 ქულით აჯობა და რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა.

"დინამოს" შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ქიენ კარტერისა (32 ქ. 15მ) და მილან ოლუიჩის (18ქ.13მ) ანგარიშზეა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა, რომელმაც 43 ქულა დააგროვა და შსს აკადემიის მოთამაშის ლარი ბლერის რეკორდი (41 ქულა) 2 ქულით გააუმჯობესა.

მატჩისშემდგომ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): ჩვენი და "დინამოს" გეგმები სრულიად განსხვავებულია. "დინამო" ბრწყინვალე გუნდია და რომ არა ამ გუნდის ახალწვეულის ტრავმა შესაძლოა ეს თამაში სხვაგვარად დასრულებულიყო.

ჩვენი ძირითადი მიზანი იყო ცხრილში გაგვესწრო უნივერსიტეტების გუნდებისთვის, რასაც მივაღწიეთ კიდეც. სხვა მხრივ კი მოხარული ვარ რომ პლეიოფში "არმიასთან" არ მოგვიწევს თამაში, სადაც ჩვენი შანსები მინიმალური იქნებოდა.

ახლა "ქუთაისს" დავუპირისპირდებით და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 20 პროცენტი გვაქვს შანსებისა, მაინც ვიბრძოლებთ და ვეცდებით კარგი თამაშის ჩვენებას.

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): მივულოცავ თსუ-ს ამ გმარჯვებას, რაც შეეხება თამაშს ახალს ვერაფერს გეტყვით. რა რესურსიც გვქონდა იმით ვითამაშეთ. ახალმა ლეგიონერმა ალექსანდრე გრუევმა ტრავმა მიიღო და დღეს გაირკვა ითამაშებს თუ არა შემდეგ მატჩებში. არ გვყავდა დუდა სანაძე, გუნდი დატოვა გიორგი მარხვაშვილმა.

ალექსანდრე ზესევიჩმა კი 5 პერსონალური ფოლი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შესაბამისად დავრჩით ახალგაზრდა კალათბურთელების ხარჯზე - გიგა მეხრიშვილი, სოსო ლეჟავა რომლის შემცვლელიც ფიზიკურად არ მყავდა და ვერ დავასვენე. რაც შეეხება მოთამაშეების დამატებას, განაცხადში ადგილი უკვე აღარ გვაქვს. მიუხედავად ამ ყველაფერისა, იმედია მწყობრში ჩავდგებით და პლეიოფში ჩვეენს მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ.

ბექა ჩიკვილაძე: კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. ვემზადებოდით მაქსიმალური დატვირთვით და 100 პროცენტით მოვინდომეთ, რათა არმია აგვეცილებინა პლეიოფში და "სტუდენტებზე" წინ გავსულიყავით. "ქუთაისთან" კი ვეცდები ღირსეული თამაში ვაჩვენოთ და მეტოქეს იოლად არ დავნებდეთ.

სოსო ლეჟავა: სამი წამყვანი მოთამაშე არ გვყავდა, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი წაგების მიზეზი. "ოვერტაიმში" ძალიან ცუდად ვითამაშეთ, თსუ-ს კი მოედანზე ყველაფერი გამოუვიდა. სწორედ ეს იყო ჩვენი წაგების მიზეზი.

superleague.ge

ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა

ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო

იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო

[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ

"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე

ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს