ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჭანტურიამ ჩელსისთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

ჭანტურიამ ჩელსისთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

არნემის "ვიტესი" ჰოლანდიის ერედივიზიონში კვლავ წარუმატებლად თამაშობს, თუმცა მერაბ ჟორდანია იმედოვნებს, რომ გუნდი ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს...

არნემის "ვიტესი" ჰოლანდიის ერედივიზიონში კვლავ წარუმატებლად თამაშობს, თუმცა მერაბ ჟორდანია იმედოვნებს, რომ გუნდი ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს. ამის თაობაზე "ლელოს" ლევან სულაბერიძემ განუცხადა, რომელიც არნემულ კლუბში ოფიციალური სტატუსით იმუშავებს. ქართველებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ გეგმებზე სწორედ სულაბერიძე გევლაპარაკება...

ლევან სულაბერიძე: ქართული ფეხბურთისთვის ვიტესი გახდება ფანჯარა ევროპაში

- ბატონო ლევან, როდის გაგიჩნდათ "ვიტესის" შეყიდვის იდეა?

- გემახსოვრებათ, შოტლანდიაში "ჰართსი" ლიტველმა ბიზნესმენმა ვლადიმირ რომანოვმა შეიძინა. მას ლიტველების კლუბს ეძახდნენ და რეალურად ასეც იყო. რომანოვმა ლიტვის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე წაიყვანა და იმ პერიოდში ამ ბალტიისპირული ქვეყნის ნაკრები, თავის არსებობის ისტორიაში, ყველაზე სოლიდურ გუნდად ჩამოყალიბდა. ეს იმიტომ, რომ ნიჭიერ ბიჭებს რომანოვმა შოტლანდიაში ზრდისა და თავის გამოჩენის მშვენიერი შანსი მიეცათ.

უნგრეთში არსებობს კლუბი "დიორი ეტო", სადაც პრეზიდენტის მრჩეველი ქართველი ლაშა ოდილაძეა და სწორედ მისი დამსახურებაა, რამდენიმე ქართველი რომ აიყვანეს და პროგრესის შანსი მიეცათ. ყოველთვის სადღაც იყო კლუბი, რომელსაც ჩვენი მოთამაშეების გამო ვქომაგობდით - "ფრაიბურგი", "სკონტო", "ალანია" და ა.შ. ყველა მათგანში ქართველები თამაშობდნენ, მაგრამ არც ერთი კლუბის მეპატრონე ქართველი არ გახლდათ, ანუ ჩვენი ფანჯარა ევროპაში მაინც არ გვქონდა.

კარგად გვესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც ყოველთვის სინანულით ახსენებდნენ "ჰართსს" - ნეტავ ასეთი კლუბი ქართველებსაც გვქონდესო. იმის თქმა მინდა, რომ "ვიტესში" მისვლამდე მერაბი და მისი მეგობრები ხშირად ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა ქართული ფეხბურთისთვის ევროპაში ფანჯრის გაჭრა. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელთაც უცხოეთში გასვლის შანსი არ აქვთ, აქ კი მოსამზადებლად შესაფერისი პირობები არ არის. ჩვენი ჩანაფიქრით, "ვიტესმა" სწორედ ეს ვაკუუმი უნდა ამოავსოს, თუნდაც ნაწილობრივ. არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ქართულ ფეხბურთში ერთადერთი და გამორჩეული როლი უნდა შევასრულოთ. ევროპაში რამდენიმე მოთამაშეც რომ წავიყვანოთ, რომლებიც შემდეგ ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან, ჩვენთვის ესეც დიდი ბედნიერება იქნება.

- მოდით, ყველა მოთამაშეზე ცალკე ვილაპარაკოთ. გურამ კაშიამ ვიზა მიიღო?

- მიიღო, ოთხშაბათს უკვე არნემში იქნება და იმედია, კვირას "უტრეხტის" წინააღმდეგ ითამაშებს კიდეც. სხვათა შორის, სამედიცინო შემოწმება რომ გაიარა, გუნდში ყველა გაოცებული დარჩა, რადგან აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო - ფიზიკური მომზადებისა და კონდიციების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. ჰოლანდიელებისთვის ეს დიდი მოულოდნელობა იყო.

- მართალია, თითქოს, გოგიტა გოგუას გადაყვანაც გსურთ?

- გოგუა ძალიან საინტერესო მოთამაშეა, თუმცა ზამთრამდე სხვა ქართველს ვეღარ დავიმატებთ. სამომავლოდ კი, ცხადია, ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტი ჩვენიანი წავიყვანოთ. დღეს ჩვენი ქვეყნის საზრუნავი ევროპასთან ინტეგრირებაა, რაც ქართულ ფეხბურთსაც არანაკლებ სჭირდება. კარგია რუსული, უკრაინული ლიგები, მაგრამ ჰოლანდია სულ სხვა განზომილებაა, ტოტალური ფეხბურთის სამშობლო ნიჭის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით სანიმუშო ქვეყანაა. საქართველოში პრობლემაა 14-15 წლის შემდეგ ბავშვების გაზრდა.

ბევრი ჩერდება და შესაძლებლობას ვერ ავლენს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე ფიქრი. 18-წლამდელი ბავშვი რომ ჩაიყვანო, საამისოდ მასზე პასუხისმგებლობა ჰოლანდიურმა ოჯახმა უნდა აიღოს. ახლა არნემში სწორედ ასეთ მოხალისე ოჯახებს ვეძებთ, რომლებიც ქართველ ბავშვებს მიიღებენ. სტაჟირებაზე წელიწადში 5-6 ბავშვიც რომ წავიყვანოთ, დიდი საქმე იქნება. ნახავენ, მათი თანატოლები როგორ ვარჯიშობენ, ცხოვრობენ და ყალიბდებიან პროფესიონალებად. ამას გარდა, ვფიქრობთ, ქართველი მწვრთნელებს სტაჟირებაზე წაყვანასა და ჩვენთან ჰოლანდიელი სპეციალისტები ჩამოყვანაზე, რათა საქართველოში სამწვრთნელო სემინარები ჩაატარონ.

მზადაა პარტნიორობის ხელშეკრულება საფეხბურთო აკადემია "საბურთალო-ოლიმპთან", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სკოლებს ხელს ვკრავთ და ურთიერთობა არ გვსურს. სხვათა შორის, არ შეიძლება არ ვთქვა - რაც ამ სკოლის მეპატრონეებმა გიორგი ჭანტურიას გზაზე დასაყენებლად გააკეთეს, მსგავსი არავის გაუკეთებია. გიორგი ნიჭიერია, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი ბავშვი გაფუჭებულა უყურადღებობით?

- შრომის ვიზა ჭანტურიამაც მიიღო?

- სამწუხაროდ, მას სამუშაო ვიზაც არ მისცეს, რადგან მხოლოდ სრულწლოვნებამდე სამი თვით ადრე შეუძლია კონტრაქტის გაფორმება. თუმცა მერაბის მცდელობის შედეგად, ვარჯიშის ნება დართეს და "ვიტესის" მთავარ გუნდში ვარჯიშობს კიდეც. ვფიქრობ, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის გიოგის ეს პერიოდი ძალიან წაადგება. მწვრთნელს ჭანტურია ძალიან მოეწონა, "სერკლ ბრიუგესთან" 10 წუთში იმდენი მომენტი შექმნა, გადაირია კაცი...

- ვიცით, რომ ჭანტურიას "ჩელსისთან" უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი...

- ასეც არის, გიორგიმ "ჩელსისთან" წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა და "ვიტესში" იჯარით ითამაშებს, საიჯარო ხელშეკრულებას კი იანვარში მოაწერს ხელს, ანუ 18 წლის შესრულებამდე სამი თვით ადრე. მთელი ევროპა და მათ შორის ჰოლანდიაც, სერბებითა და ხორვატებითაა სავსე. არადა, მათზე ნაკლები ტალანტები არ გვყავს. ჭანტურიასა და კაშიას დიდ იმედს ვუკავშირებთ, რომ ქართულ ფეხბურთს კარგად წარმოაჩენენ და ჩვენების წაყვანის სურვილი ჰოლანდიის სხვა გუნდებსაც გაუჩნდებათ.

- რომელიმე ქართულ კლუბთან პარტნიორობას თუ აპირებთ?

- მერაბის ჩანაფიქრია, ოთხთა ტურნირი გამართოს, სადაც რომელიმე ქართულ კლუბსა და "ჩელსის" მიიწვევს.

- ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჰოლანდიელებს ქართველთა სიმრავლე არ აღიზიანებთ?

- ჟორდანიას მისვლის შემდეგ არნემში სტადიონზე უფრო მეტი გულშემატკივარი დადის. ეს კეთილგანწყობა მერაბის ჟესტმა გამოიწვია - "ვიტესის" ფანკლუბის პრეზიდენტს დაურეკა და გულშემატკივრებთან შეხვედრა მოითხოვა. იმან კი 3000 ფანი მოიყვანა და შეხვედრა ძალიან თბილ ვითარებაში გაიმართა.

აქ კიდევ კარგად არ ვიცით, მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპა რა დღეში ჩააგდო, კლუბების, მათ შორის განსაკუთრებით "ვიტესის" მეპატრონეები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ამ დროს ჟორდანიას გამოჩენამ არნემელები ძალიან გაახარა, რადგან ფაქტობრივად გაკოტრებულ კლუბს პერსპექტივა გაუჩნდა. ცხადია, ეს ფანებს გაუხარდათ. მერე ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბის ყიდვის უფლება დართო და საქმე დაიძრა. არნემში მერაბის მიმართ გაღიზიანება კი არა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დიდი პატივისცემა იგრძნობა.

- ...თუმცა გუნდი ჯერჯერობით ზედიზედ აგებს თამაშებს.

- მერაბი კლუბში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე ხნით ადრე მივიდა და სასურველი მოთამაშეების დროულად მიყვანის საშუალება არ ჰქონია, ახლებს კი ძველებთან შეთამაშება სჭირდებათ. "უტრეხტთან" ახალწვეულების უმრავლესობა ითამაშებს და იმედია, ნავსი გატყდება. გულშემატკივარი გვერდში გვიდგას და სჯერა, რომ ადრე თუ გვიან მოგებაც დავიწყებთ. სეზონის ბოლოს, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ევროპის ლიგაზე გასვლას ვიმედოვნებთ, რადგან ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ჯერ დაკარგული არაფერია.

• david

საღოლ მერაბს, ქვეყანაც ისეთი შეარჩია არავინ ეტყვის რატო იკეთებო :D ფეხბურთი და ფულის კეთება აქაც კი უყვარდა და ვნახოთ ეგება ჩვენს მომაკვდავ ფეხბურთსაც წაადგეს რამეში, ვინ იცის???

• tazo13

ეს სულაბერიძე ნეტა ვიცოდე ვის დაკარგვია... რისი მაქნისია ან რა ფეხბურთის მცოდნეც ეგ გამომივიდა... მერაბა ჭკვიანი კაცია და ფეხბურთიც მაგრა ესმის... რაც შეეხება ვიტესს, ეს სულ ჟორდანიას დამსახურება მგონია და დარმაედები და მუქთამჭამელებიც სულ უკან დაყვებიან ამ კაცს....გაეშვით რა სირებო ამ კაცს და აცალეთ საქმის გაკეთება... მერაბ მიდი ძმაო მიაწექი შენს საქმეს

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს