"დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ომარ თეთრაძის კანდიდატურა გამოირიცხა
ვინ იქნება თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი? ინფორმაცია ყოველდღე იფილტრება და რეალური კონტურებიც იკვეთება. როგორც გაირკვა, ომარ თეთრაძის კანდიდატურა გამოირიცხა - მისი ვარიანტი განიხილეს, მაგრამ პირადად არავინ დალაპარაკებია.

საბოლოოდ, თეთრაძე რუსეთის პირველი ლიგის გუნდთან დაწყებულ მოლაპარაკებაზე გადაერთო, 21 აპრილს მოსკოვში გაფრინდა და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ერთ-ერთ ამბიციურ კლუბს ჩაიბარებს.

თუმცა ცდებით, თუ გგონიათ, რომ მას საქართველოში დაბრუნება არ სურს. თავისუფალ დროს სულ საქართველოშია და შვილებს ქართულ გარემოში ზრდის. სპეციალისტი, რომელსაც რუსეთში აფასებენ, აღიარებენ, ქართველების სიყვარულს გადააყოლეს. ომართან საუბრის შემდეგ კი დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში იგნორირების გაუგებარ მიზეზებს ძალიანაც განიცდის.

და ივო შუშაკი? ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წლების წინ თბილისის "დინამოს" და ორიოდე მატჩში საქართველოს ნაკრებსაც წვრთნიდა. მშვენიერი რეპუტაცია ჩამოუყალიბდა და უნდა ითქვას, რომ მისი კანდიდატურაც განიხილება.

შუშაკის გარდა, კიდევ ერთ უცხოელი სპეციალისტის კანდიდატურაც გამოიკვეთა: ლაპარაკია სლოვაკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზე.

ვაისი 1964 წლის 22 სექტემბერს ბრატისლავაში დაიბადა. იყო საკმაოდ წარმატებული მოთამაშე, თამაშობდა ჩეხეთ-სლოვაკეთის და სლოვაკეთის ნაკრებებში, მონაწილეობდა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ვლადიმირ ვაისმა მწვრთნელად სახელი 2005/06 წლების სეზონში გაითქვა, როდესაც სლოვაკური "არტმედია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ეტაპზე გაიყვანა. შემდეგი ორი სეზონი რუსეთში იმ დროისთვის ამბიციურ და მდიდარ მოსკოვის ოლქის "სატურნს" წვრთნიდა. 2007 წელს ისევ "არტმედიას" დაუბრუნდა, 2008 წლის ივნისში კი სლოვაკეთის ნაკრები ჩაიბარა.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯგუფში სლოვენიას, ჩეხეთს, ჩრდილოეთ ირლანდიასა და პოლონეთს აჯობა და პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. თავი არც იქ შეურცხვენია. ახალ ზელანდიასთან დაზავებისა (1:1) და პარაგვაისთან მარცხის შემდეგ (0:2) იტალიას სძლია (3:2), "სკუადრა აძურა" ჯგუფში ჩატოვა და მერვედფინალში გავიდა. თუმცა ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი ვაისისთვის კატასტროფული გამოდგა. სლოვაკებმა ტურნირი ჩინებულად დაიწყეს. შინ მაკედონიას, მოსკოვში კი რუსეთს 1:0 მოუგეს, მაგრამ ერევანში სომხებთან (1:3) წაგებამ გეგმები აურიათ. მდგომარეობა მაინც გამოასწორეს და მეორე ადგილზე გადავიდნენ, მაგრამ სომხებთან მეორე მარცხით (ჩვენმა მეზობლებმა ჟილინაში 4:0 მოიგეს) დაქვეითდნენ და საბოლოოდ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

წელს, 30 იანვარს, ვაისი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კომპენსაციის სახით სამი თვის ხელფასი მიიღო და საქმიანობა ბრატისლავის "სლოვანში" გააგრძელა, რომელსაც 2011 წლიდან შეთავსებით ავარჯიშებდა.

ვაისის ისტორია რაღაცით ჩვენი დავით მუჯირი-უმცროსის ისტორიას ჰგავს. ეტყობა, გვარში სხვა სახელს არ ცნობენ: ვაისის მამაც ფეხბურთელი იყო, მასაც ვლადიმირი ერქვა და 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე გახლავთ. მწვრთნელმა ვაისმა შვილსაც ვლადიმირი დაარქვა, რომელიც სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელია, გამოდიოდა "მანჩესტერ სიტიში", "ბოლტონში", "რეინჯერსში". ახლა კი 22 წლის ნახევარმცველი "ესპანიოლის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

47 წლის ვაისს თბილისის "დინამოს" გარდა, რუსეთში მოსკოვის "დინამო" იწვევს, რაც "უორლდ სპორტის" რუსულენოვან გამოცემასთან თავადაც დაადასტურა.

ვაისისა და შუშაკის გარდა, კვლავაც აქტუალურია კახა ცხადაძის კანდიდატურაც. მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ "დინამოს" ცხადაძეს ჩააბარებენ, ხოლო ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კი გიორგი ჩიხრაძე გახდება, რომელიც ამჟამად ზაქათალას "სიმურგის" დამრიგებელია.

ვლადიმირ ვაისი

მოთამაშის კარიერა

1984-86 "ხურბანოვო" 0 (0)

1986-93 "ინტერი" (ბრატისლავა) 126 (28)

1993 "სპარტა" (პრაღა) 4 (1)

1993-94 "პეტრა" დრნოვიცე 14 (2)

1994 "კოშიცე" 24 (1)

1995 "დუნაისკა სტრედა" 31 (4)

1996-2000 "არტმედია პეტრჟალკა" 59 (7)

ეროვნული ნაკრებები

1988-90 ჩეხეთ-სლოვაკეთი 19 (1)

1993-95 სლოვაკეთი 12 (1)

სამწვრთნელო კარიერა

1996-2000 "არტმედია პეტრჟალკა" მოთამაშე-მწვრთნელი

2000-06 "არტმედია პეტრჟალკა"

2006-07 "სატურნი" (მოსკოვის ოლქი)

2007-08 "არტმედია პეტრჟალკა"

2008-12 სლოვაკეთის ნაკრები

2011- "სლოვანი"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irina
შენ ეტყობა ყველაფერი არ იცი და ამიტომ წერ ამას, მოკლედ შენთან კამათს არ ვაპირებ და მაინც ჩემს აზრზე ვრჩები რომ ეხლა გარსია ჭირდება გუნდს,მათი აზრი არავის არ იანტერესებს და იმიტომაც არის ეხლა დინამოს საქმე კარგად... გარსია უნდა დაბრუნდეს !
negredo
უზროდ არ ვლანდძღავ რომ ვიცი იმიტომ ვამბობ მაგ ადამიანმა დაანგრია დინამოო,ნახერხრად პროფესიონალი ფეხბურთელები რომ ჩამოიყვანა ესპანეთიდან..და კიდევ უამრავი რამ.გარსიას ნებისმიერი ქართველი სპეციალისტი ჯობია
irina
არ დაუნგრევია და გეყოფათ უაზროდ ლანძღვა,გეყოფათ((((((( დრო რომელიც ქონდა უნდა მიეცათ ბოლომდე ,კი გარსია უშველის ეხლა დინამოს და სხვა არავინ. მაგას ფიფია უნდა მიხვდეს მთავარია (
negredo
ვლადიმერ ვაისი ძალიან კარგი სპეციალისტია და თუ დინამომ მოახერხა მისი გადმოყვანა,დინამოს მართლა ეშველება..მართლა ძალიან ძლიერი სპეციალისტია ყველას ჯობია ამ კანდიდატებიდან..კაი რაგა დროს გარსიააა ამ კაცმა დაანგრია დინამო..
irina
გარსია დააბრუნეთ,ვერავინ ვერ დაალაგებს ეხლა სიტუაციას დინამოში ალექს გარსიას გარდა,გუნდს ეს ადამიანი უნდა და იქნებ იმათაც მოუსმინოთ ,რა შეუგნებელი ხალხი ხართ (((((((((((((((
GIO
OLIMPIAKOSIS TREINERI GANTAVISUFLDA ....IQNEB GANIXILOS DINAMOM :)))))
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის