"ვირტუსის" ქართველმა ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატში მე-11 ორმაგი დუბლი შეასრულა
ვიქტორ სანიკიძემ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 26-ე მატჩი ჩაატარა და მე-11 ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა იყო. აქვე ვიქტორის სრულ სტატისტიკას გაგაცნობთ: 29 წუთი, 7/5 ორქულიანი, 4/1 სამიანი, 4/2 საჯარიმო, 1 პასი.

ქართველი ფორვარდის დამაჯერებელი თამაში "ვირტუსის" გამარჯვების საწინდარი გახდა. ბოლონიელებმა შინ "კასერტა" 84:66 დაამარცხეს. ვიქტორზე მეტი მხოლოდ მისმა ფინელმა თანაგუნდელმა პეტრი კოპონენმა ჩააგდო - 21.

ასევე 66 ქულას დააჯერა მეტოქე მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ", რომელმაც შინ "ვარეზეს" აჯობა (76:66). სტუმრებმა 16-ქულიანი ჩამორჩენა მეოთხე პერიოდის დასაწყისში 9-ამდე დაიყვანეს, თუმცა სწორედ ამ დროს გაისროლა სამქულიანი მანუმ და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

სხვათა შორის, 11-იდან 7 ქულა ქართველმა უკანახაზელმა მეოთხე რაუნდში ჩააგდო. ორმაგ დუბლამდე კი ორი მოხსნა დააკლდა. მარკოიშვილის გასწვრივ ოქმში ეწერა: 35 წუთი, 11 ქულა (8/3 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 3/2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 3 პასი. სხვათა შორის, 8 მოხსნა იტალიაში გადასვლის შემდეგ მანუჩარისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ნიკა მეტრეველის "სასარიმ" "პესაროსთან" სტუმრად 81:89 წააგო. ქართველ ფორვარდს არ უთამაშია.

"კანტუ" 19 მოგებით მეორე ადგილზეა, "დინამო" 17 გამარჯვებით - მეექვსეზე, ხოლო "ვირტუსი" 16 მოგებით - მეშვიდეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა