"ავჭალის" სარაგბო სტადიონის სათადარიგო მოედანზე არმიელებმა თბილისის "აკადემიას" 41:10 მოუგეს

არმია-აკადემია 41:10

არმია (15-9) კობახიძე, ი. ჩხიკვაძე (ლ. გოგოლაშვილი 60), მჭედლიძე, ჯიმშელაძე (გაგოშვილი 70), გაბროშვილი, ნინიძე, სამხარაძე. (1-8) კაკოვინი (ქორიძე 54), მამუკაშვილი, ხოსიტაშვილი (დონაძე 41), არჩუაშვილი, ჩიტიძე, თხილაიშვილი, თავართქილაძე, უდესიანი (დარასელია 70, ზაბახიძე 76).

5ლ: ჩხიკვაძე, მჭედლიძე (2), უდესიანი, ქორიძე. 5გ,2ს: კობახიძე.

სინბინი: კაკოვინი

აკადემია (15-9) დავითაშვილი, მარგიანი, წასიძე, მოლოდინაშვილი, ჭუაძე, აბდუშელიშვილი (მაკაროვი 41), ჯ. ღამბაშიძე. (1-8) ზაგაშვილი, მაღლაკელიძე (ფირცხალავა 79), გ. ღამბაშიძე, ნებულიშვილი (დ.გოგოლაშვილი 61), გაფრინდაშვილი, ნ. ჩხიკვაძე, გოგოლაძე, ლომიძე (ჩაჩუა 49).

2ლ: ჭუაძე, მაკაროვი.

მსაჯი: უჩა ნარიმანიძე

გაზაფხულის ტურნირის გათამაშების A ჯგუფის ფავორიტმა "არმიამ" მორიგი, დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. "ავჭალის" სარაგბო სტადიონის სათადარიგო მოედანზე არმიელებმა თბილისის "აკადემიას" მოუგეს - 41:10.

აკადემიელები ამ მატჩამდე მხოლოდ ერთი გამარჯვებით მივიდნენ და პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსის მისაღებად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ. საამისოდ არც ცდა დაუკლიათ, თუმცა ძლიერ მეტოქესთან საბოლოოდ მაინც ვერას გახდნენ.

თამაში "აკადემიამ" აქტიურად დაიწყო. არმიელებმა მეტოქის მიძალება მოიგერიეს და რამდენიმეფაზიანი, საკმაოდ ხანგრძლივი შეტევის ორგანიზებაც მოახერხეს.

მორკინალებმა და უკანახაზელებმა იერიშის მიმართულების ცვლით, მოკლე დარტყმებითა და ხელდახელ ბურთაობით "აკადემიის" დაცვის წინააღმდეგობა დაძლიეს და მე-8 წუთზე ლელო გარემარბმა ირაკლი ჩხიკვაძემ გაიტანა. ასე აღნიშნა მან თავისი დებიუტი "არმიის" შემადგენლობაში, სადაც სეზონის წინ ქუთაისის "აიადან" გადაბარგდა. გარდასახვა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ მიითვალა - 7:0.

"აკადემიას" ანგარიშის შემცირების შანსი მალევე მიეცა, მაგრამ მგეზავმა გიორგი აბდუშელიშვილმა საჯარიმო ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, არმიელთა მორიგ შეტევას კიდევ ერთი ლელო მოჰყვა. შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ მეტოქის ხაზი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან გაჭრა და ლელომდე დაუბრკოლებლად ირბინა. კობახიძე გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო - 14:0.

აკადემიელებმა ტემპს უმატეს. ცხადია, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება მათ ხელს არ აძლევდათ. შედეგად, 24-ე წუთზე სალელოვე იერიშის განხორციელება შეძლეს. მარცხენა ფრთაზე "არმიის" დაცვის ხაზი ფულბეკმა ივანე დავითაშვილმა გაჭრა და ბურთი ფეხით ჩათვლის მოედნისკენ გადაკიდა. იქ ყველას გარემარბმა გიორგი ჭუაძემ დაასწრო.

გარდასახვა დავითაშვილმა დაარტყა და ვერ გაიტანა - 5:14.

ტაიმის ბოლომდე დარჩენილ დროში მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თუმცა არმიელებმა მეტოქეს ორჯერ წესი დაარღვევინეს და კობახიძემ ორივე საჯარიმო ქულებად აქცია - 20:5. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "არმიამ" მალევე ეფექტური იერიში განახორციელა. 43-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ აიტაცა და ეფქტური, შებრუნებული გადაცემით მესამეხაზელ ბესო უდესიანს მორიგი ლელო გაატანინა. კობახიძემ გარდასახა - 27:5.

"აკადემიამ" ათ წუთში ლელოთივე უპასუხა, რაც მთლიანად შეცვლაზე შესული მგეზავის, დავით მაკაროვის ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა. "არმიას" 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან დანიშნული შერკინებიდან ცხრა ნომერმა ჯიმი ღამბაშიძემ ბურთი მაკაროვს გაუტანა. ამან ცრუ მანევრით აჩვენა, რომ შეტევის გრძელ ფრთაზე გაგრძელებას აპირებდა და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა. ლელო დავითაშვილმა ისევ ვერ გარდასახა - 10:27.

"არმიამ" მთელი სიმძლავრეები მატჩის მიწურულს ჩართო, რათა პრემიალური ქულა მოეპოვებინა და ბოლო ორ წუთში ორი ლელო გაიტანა. თავი მჭედლიძემ და შეცვლაზე შესულმა შერკინების ბურჯმა გიორგი ქორიძემ გამოიჩინეს. კობახიძემ ორივე გარდასახა - 41:10.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვებით"არმიამ" ნახევარფინალში თამაშის უფლება უკვე გაინაღდა. ჯგუფში დაუმარცხებელი მასთან ერთად თბილისის "ლელოა".

მართალია, დედაქალაქის კიდევ ერთ გუნდს, "არმაზს", პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი აქვს, მაგრამ საამისოდ მომდევნო ტურში ჯერ "ლელოს", მერე კი "აკადემიის" დამარცხებაც მართებს.

A ჯგუფი

III ტური

ბათუმი XV-ლელო 21:25, ბაგრატი-არმაზი 8:18.

სატურნირო მდგომარეობა

1. არმია - 14 ქულა, 2. ლელო - 14, 3. არმაზი - 8, 4 აკადემია - 4, 5. ბათუმი XV - 3, 6. ბაგრატი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა