დუბაიში მიმდინარე მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის დასვენების დღეს ჩვენებურმა ძალა ბლიცტურნირში მოსინჯა
დუბაიში გრძელდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ოთხმა მათგანმა 21 აპრილს - ძირითად შეჯიბრებაზე დასვენების დღეს - ბლიცტურნირში იასპარეზა. განსაკუთრებით ბაადურ ჯობავამ იყოჩაღა - 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი.

გამარჯვებულს 0,5-0,5 ქულით ოთხი მოჭადრაკე ჩამორჩა. უკეთესი კოეფიციენტით მეორეზე მიხეილ მჭედლიშვილი გავიდა. III-V ადგილები ვლადიმირ ბაკლანმა (უკრაინა), ავეტიკ გრიგორიანმა (სომხეთი) და ალექსანდრ კოვჩანმა (უკრაინა) გაინაწილეს.

რაც შეეხება ძირითად ტურნირს, ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ჯობავა სომეხ რობერტ ჰოვანისიანს დაუზავდა.

ხუთოსანთაგან მხოლოდ ნორმუნდს მიეზისმა (ლატვია) გამოიჩინა თავი - თეთრი ფიგურებით ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა) დაამარცხა და შვიდი ტურის შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა. მეწინავეთაგან დაზავდნენ ევგენი მიროშნიჩენკო (უკრაინა) - აბჯით გუფთა (ინდოეთი), ვლადიმირ აკოფიანი (სომხეთი) - ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი), პარიმარჯან ნეგი (ინდოეთი) - ნი ჰუა (ჩინეთი).

მიხეილ მჭედლიშვილმა თეთრი ფიგურებით ბაბი ლალიდს (ინდოეთი) სძლია, ლევან ფანცულაიამ - ვაჰე ბაღდასარიანს. ყაიმზე შეთანხმდნენ: ბასემ ამინი (ეგვიპტე) - სოფიკო ხუხაშვილი, დავით არუთინიანი - ბაჩერ ალ ქუდაიმი (იემენი).

შვიდი ტურის შემდეგ, როგორც ვთქვით, 6 ქულით მიეზისი ლიდერობს. 9 მოჭადრაკემ, მათ შორის - მჭედლიშვილმა, 5,5-5,5 ქულა მოაგროვა, ჯობავას და ფანცულაიას 5-5, ხოლო არუთინიანსა და ხუხაშვილს 4,5-4,5 ქულა აქვთ.

...იყო არ ითვლება

მეცის 30-ე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ბოლო ორთაბრძოლების წინ ქართველი დიდოსტატი კონსტანტინე შანავა პირველ ადგილზე გასვლის შანსსაც ინარჩუნებდა. საამისოდ კი შავი ფიგურებით ფრანგი დიდოსტატი სებასტიან ფელერი, რომელიც რეიტინგში ჩვენებურს 58 პუნქტით უსწრებს, უნდა დაემარცხებინა.

შანავამ ეს ვერ შეძლო - მხოლოდ ყაიმს გამორჩა და 6 ქულით მეორე-მეშვიდე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 ადგილი ერგო.

მეორე-მესამე ადგილებზე ბელგიელი ვადიმ მალახატკო და ხორვატი ბოგდან ლალიჩი გავიდნენ, რომლებმაც ბოლო ტურში, შესაბამისად, ნიკიტა მაიოროვი (ბელარუსი) და მარიუს მანოლაჩე (რუმინეთი) დაამარცხეს. 6,5 ქულით მთავარი პრიზი მასპინძელმა ფელერმა დაიმსახურა.

საიუბილეო ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს ექსჩემპიონი თორნიკე სანიკიძეც. ბოლო ტურში იგი უკრაინელ ანდრეი სუმეტს დაუზავდა და 5,5 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა