26 მაისისთვის გორელთა გუნდს ზურაბ არზიანი, ირაკლი ლექვთაძე და გიორგი ილურიძე დაუბრუნდებიან
გორის "დილა", თავისი არსებობის ისტორიაში, თასის ფინალში პირველად გავიდა და 26 მაისს "ზესტაფონს" შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "მეტალურგი" დაამარცხა.

რომელი უფრო სასურველი მეტოქე იყო გორელებისთვის? კომენტარი გუნდის მთავარ მწვრთნელს, თემურ შალამბერიძეს ვთხოვეთ:

"გულწრფელად ვამბობ, ფინალში სასურველი მეტოქე აღარ არსებობს. "ზესტაფონი" და "მეტალურგი" საქართველოს ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან და ფინალში ვინც უნდა გასულიყო, ნებისმიერ შემთხვევაში უმძიმესი შეხვედრა გველოდა.

ის, რომ ჩემპიონატში "ზესტაფონს" ორჯერ მოვუგეთ, საქმეს კიდევ უფრო გვირთულებს, რადგან საქართველოს ჩემპიონს თასის მოგებაც სურს და, წმინდა სპორტული ფაქტორიდან გამომდინარე, მისთვის "დილასთან" გამარჯვება უფრო სასურველი ხდება.

ასე რომ, მძიმე დაპირისპირების მოლოდინში ვართ. თუმცა, იმედია, რომ მანამდე კიდევ უფრო შევთამაშდებით და 26 მაისს მაყურებელს ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ", - ამბობს შალამბერიძე.

აპრილის შეხვედრებში "დილას" სამი საკვანძო მოთამაშე გამოაკლდა: ცენტრალური ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, ფლანგის ნახევარმცველი ირაკლი ლექვთაძე და პლეიმეიკერი გიორგი ილურიძე.

არზიანს ფოთში "კოლხეთთან" შეხვედრის დროს კუნთი დაეჭიმა. მან ვარჯიში ახლახან განაახლა და დიდი ალბათობაა, მოედანს 26 მაისამდე დაუბრუნდეს. ის გუნდის ლიდერი იყო, თამაშს წარმართავდა და მისი დაბრუნება გორელებისთვის სასიხარულო ამბავია.

სამაგიეროდ, ორი ან სამი კვირა დაისვენებს ირაკლი ლექვთაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩისწინა მოთელვაზე დაშავდა - 20 წლის შემტევი ნახევარმცველიც, ალბათ, ფინალისთვის მომჯობინდება.

საქართველოს თასის ნახევარფინალურ მატჩებს გიორგი ილურიძეც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. გიორგი ზუგდიდში "ბაიასთან" მატჩისას ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშის დროს დაშავდა. მასაც კუნთი აწუხებს და დღემდე მკურნალობს.

"ახლაც ნემსებს ვიკეთებ და ჯერ ზუსტად არც ვიცი, ვარჯიშს როდის დავიწყებ, მაგრამ, იმედია, რომ მკურნალობას უახლოეს დღეებში მოვრჩები, თამაშს შევძლებ და თასის ფინალისთვის აბსოლუტურად ჯანმრთელად ვიქნები", - გვითხრა ილურიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა