შარშან ტურინში წყალმხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა - ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა სინქრონულ ხტომებში მე-9 ადგილი დაიკავეს...

შარშან ტურინში წყალმხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა - ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა სინქრონულ ხტომებში მე-9 ადგილი დაიკავეს - მცირედი დააკლდათ ფინალში შესასვლელად. მაშინ ნაკრების მწვრთნელმა, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ გვითხრა, რომ საკმაოდ ნიჭიერი ბიჭები გვყავს და მათ ამგვარი ასპარეზობის არა მარტო ფინალში მოხვედრა, არამედ ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებაც ხელეწიფებათო. ჭანტურიამ და კორახაშვილმა მწვრთნელის ვარაუდი ორიოდე დღის წინათ 2010 წლის გრან-პრის სერიების მე-5 ეტაპზე დაადასტურეს.

შეჯიბრებას იტალიელი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის - კლაუს დიბიასის მშობლიურმა ქალაქმა ბოლცანომ უმასპინძლა. საპრიზო ადგილებისთვის 19 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ. ჩვენმა დუეტმა გრან-პრის წინა ოთხი ეტაპი (გერმანია, რუსეთი, კანადა, ამერიკა) ჭანტურიას ტრავმის გამო გამოტოვა. აპენინური ბატალიებისთვის ბიჭები ვაკის საცურაო აუზში გულდაგულ მოემზადნენ. შედეგმაც არ დააყოვნა - სინქრონულ ხტომებში ჩვენებმა მე-6 ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილზე ჩინელები - ლუ იუტონი და ლინ ჯინი გავიდნენ. მეორე ადგილი ევროპის შარშანდელ ჩემპიონებს - ილია კვაშას და ალექსეი პროხოროვს (უკრაინა) ხვდათ. ფრანგები - მათეუს როსეტი და დამიან სელი მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ. ქართველებს, ასევე, იტალიელმა ძმებმა - ტომაზო და ნიკოლა მარკონებმა, მექსიკელმა იაჰელ კასტილიომ და ოსირის ორგოტემ გაუსწრეს.

- შეგირდების გამოსვლით კმაყოფილი ვარ, - მითხრა ირაკლი ბართაიამ. - იმის მიუხედავად, რომ თითქმის ორი თვე გაუცდათ, ბოლო ვარჯიშებსა და გრან-პრის გათამაშებაზე შესაშური მონდომება გამოიჩინეს. შარშან ევროპის ჩემპიონატზე სინქრონულ ხტომებში 353 ქულა მოაგროვეს, ბოლცანოში კი 365,2 ქულით გავიდნენ მეექვსე ადგილზე. გაუსწრეს ბერძნებს, შვედებს, პოლონელებს, რომლებმაც კონტინენტის პირველობაზე გვაჯობეს. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 6-14 აგვისტოს ბუდაპეშტი უმასპინძლებს, სავარაუდოდ, 370-დან 380-მდე ქულას მოვაგროვებთ და ფინალში მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. ერთიც მინდა დავძინო: ბოლცანოში ასპარეზობის შემდეგ ჩვენთან მოვიდა კლაუს დიბიასი და ბიჭები შეაქო - თქვენი ასპარეზობა წელიწადია, არ მინახავს, ამ ხნის განმავლობაში ოსტატობა დაგიხვეწიათ და წინ წასულხართო...

ჭანტურიამ და კორახაშვილმა სამმეტრიანი ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომებშიც იასპარეზეს. ჭოლამ მე-13, შოთამ კი მე-17 ადგილი დაიკავა. ჭანტურიას ბოლო ხტომა რომ არ გაეფუჭებინა, ფინალშიც მოსინჯავდა ძალებს.

გრან-პრის გათამაშებაზე არბიტრად იყო მიწვეული ირაკლი ბართაია, რომელმაც 10-დან 6 ფინალში იმსაჯა და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

ქართველი წყალმხტომელები 13-19 ივლისს მადრიში გრან-პრის VI ეტაპზე გამოვლენ, შემდეგ თბილისში გაივლიან ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას და ბუდაპეშტს გაემგზავრებიან.

უფრო ადრე ჩაებმებიან შეჯიბრებაში ახალგაზრდა წყალმხტომელები - 6 ივლისს ჰელსინკში ევროპის პირველობა დაიწყება. ქართველთაგან იქ 16-წლიანებში 15 წლის ალექსანდრე გუჯაბიძე გამოვა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან და 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში, ხოლო თანატოლ აკაკი ივანიშვილთან ერთად 19-წლიანებში მოსინჯავს ძალებს 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში. ამავე ასაკში იასპარეზებს თეონა ყაჭეიშვილიც.

ქართველი წყალმხტომელების გრან-პრის მე-5 ეტაპზე გასამგზავრებელი ხარჯები ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაიღო, ახალგაზრდა სპორტსმენებს კი ჰელსინკში საასპარეზოდ სპორტის დეპარტამენტი დააფინანსებს.

ვაჟა დანელია

მარიამი
მაგარია
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის