სიდნეის ოლიმპიური ჩემპიონი და ათენის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ამერიკელი რულონ გარდნერი დიდ სპორტში ბრუნდება
სიდნეის ოლიმპიური ჩემპიონი (2000 წელი) და ათენის თამაშების (2004) ბრინჯაოს პრიზიორი, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ამერიკელი რულონ გარდნერი დიდ სპორტში ბრუნდება.

40 წლის გარდნერმა იმით გაითქვა სახელი, რომ ლეგენდარულ რუს მოჭიდავეს ალექსანდრ კარელინს კარიერაში ერთადერთი მარცხი აგემა. ეს მოხდა სიდნეის ოლიმპიადის ფინალში.

ახლა, ამერიკელმა აშშ-ის ოლიმპიურ ნაკრებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირში გამოსვლა გადაწყვიტა. ტურნირის გამარჯვებულები გაინაღდებენ ლონდონის ოლიმპიადის საგზურს.

ამერიკის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელის ინფორმაციით, გარდნერის გარდა ოლიმპიადაზე მოხვედრას ეცდებიან სხვადასხვა წელს თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონები - კაელ სანდერსონი, ჰენრი სეჰუდო და 42 წლის კურტ ენგლი, რომელმაც კარიერა 1996 წლის თამაშების მოგების შემდეგ დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონში გამარჯვებისთვის ამერიკელ მოჭიდავეებს 250 ათას დოლარს პირდებიან.

რაც შეეხება გარდნერს, მან დიდი სპორტი ათენის ოლიმპიადის შემდეგ დატოვა. 2010 წლის ბოლოსთვის ის 215 კილოგრამს იწონიდა, შემდეგ გამოჩნდა რეალითი-შოუში - The Biggest Loser, სადაც მონაწილეები ზედმეტ წონას ებრძვიან. გარდნერმა პროექტი ვერ მოიგო, მაგრამ 70 კლოგრამზე მეტი დაიკლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა