ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფაელ ნადალმა, როჯერ ფედერერმა და ენდი მიურეიმ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს მადრიდის მასტერსის სათამაშო მოედნის გამო
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ლიდერებმა - სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და ბრიტანელმა ენდი მიურეიმ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს მადრიდის მასტერსის სათამაშო მოედნის გამო. კერძოდ, ისინი აპროტესტებენ კორტის ფერს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდში ჩოგბურთელებს ცისფერ გრუნტზე მოუწევთ თამაში. ტურნირი 6-13 მაისს გაიმართება.

თავის მხრივ, ორგანიზატორები არწმუნებენ ჩოგბურთელებს, რომ გრუნტის ფერი არ იმოქმედებს საფარის თვისებებსა და ხარისხზე.

"გრუნტის სეზონის ისტორია ყავისფერ და წითელ ფერებშია გადაწყვეტილი და აქ ცისფერი არაფერ შუაშია, - აღნიშნა ნადალმა. - მომწონს ცვლილებები, რომელიც ჩოგბურთის პროგრესს ემსახურება, მაგრამ ამ ტურნირს ძალიან დიდი ისტორია აქვს და მისი საფარის შეცვლა შეცდომად მიმაჩნია.

ჩოგბურთელები ამით ვერაფერს მოიგებენ და თამაშსაც ბევრს არაფერს შესძენს. მხოლოდ ერთი ადამიანი - ტურნირის მფლობელი დარჩება მოგებული".

"სამწუხაროა, როცა ჩოგბურთელებს უწევთ ისევ გრუნტზე თამაში, რომლის ფერი მათ არ აწყობთ, - შენიშნა ფედერერმა. - არც ის მომწონს, რომ რაფაელ ნადალი საკუთარ ქვეყანაში უნდა გავიდეს კორტზე, რომელზეც თამაში არ სურს".

"არსებობს წესი, როცა ATP-ის პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ცალმხრივად, მოთამაშეების დასტურის გარეშე, - აცხადებს ჯოკოვიჩი. - ეს წესი უნდა შეიცვალოს, რადგან ის არასამართლიანია. ხანდახან ცვლილებას უკეთესობისკენ მივყავართ, მაგრამ ხანდახან საჭიროა ჩოგბურთელების აზრის გათვალისწინება.

ამ შემთხვევაში ჩვენი აზრი არავის აინტერესებს. არ მინდა იმ ტურნირში მონაწილეობის მიღება, რომლის მფლობელი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს.

არც როჯერს, არც ენდის და არც მე არ გვითამაშია ასეთ გრუნტზე. მასზე არ გვივარჯიშია და მის თვისებებზე არაფერი ვიცით".

"წითელ გრუნტზე თამაში უკეთესი იქნებოდა, - მიიჩნევს მიურეი. - ყველაზე მეტად არ მომეწონა გადაწყვეტილების მიღების დრო. პირადად მე ასეთ კორტებზე არასოდეს მითამაშია და წარმოდგენა არ მაქვს, როგორი იმოქმედებს ეს გრუნტი ბურთის სისწრაფესა და ახტომის კუთხეზე".

"მე პატივს ვცემ მათ აზრს, მაგრამ ყველას მოსაზრებას ვერ გავითვალისწინებ, - მოჰყავს "ეკიპს" ტურნირის მფლობელის, წარსულში ცნობილი რუმინელი ჩოგბურთელის იონ ცირიაკის სიტყვები. - ცისფერ კორტზე ბურთი უკეთ ჩანს.

ის მოთამაშეები, რომლებმაც ეს კორტი შეამოწმეს, მოედანსა და ბურთს შორის კონტრასტს იდეალური უწოდეს. მადრიდის ტურნირი უნიკალური იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა