მსაჯობა ისეთი თემაა, ეჭვი ყოველთვის არის, თუმცა მხოლოდ ეჭვით მიღებული გადაწყვეტილება მყარი ვერ იქნება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - უფლებამოსილება დროებით შეუწყვიტა მსაჯთა განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილსა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების უფროსს მერაბ მალაღურაძეს (იხილეთ ვრცლად).

შეიქმნა საგანგებო კომიტეტი, რომელიც ამ განყოფილებათა ფუნქციებს შეითავსებს და რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა უხელმძღვანელებს.

მანამდე მხოლოდ ის გვახსოვდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა რომ შეითავსა. ახლა კი პრეზიდენტის ახალ შეთავსებასთან გვაქვს საქმე.

ამ კიდევ ერთი ნოვაციური შეთავსების საფუძველი ერთია - ეჭვი. მსაჯობა ისეთი თემაა, ეჭვი ყოველთვის რომ არის, ოღონდაც მხოლოდ ეჭვით მიღებული გადაწყვეტილება დიდად მყარი და დამაჯერებელი ვერ იქნება.

ბატონმა პრეზიდენტმა კლუბებისკენ გაიშვირა ხელი, უკმაყოფილონი არიან და საჩივრებიც მომრავლდაო. ძალიან კარგია, როცა ფედერაციის პრეზიდენტი ყურადღებით ეკიდება კლუბების გულისწუხილსა თუ პრეტენზიებს, ეს მისი მოვალეობაც არის.

თუ მსაჯები და მათი ხელმძღვანელები კორუმპირებულები არიან, შესაბამისად, ზეგავლენას ახდენენ ჩემპიონატის და თასის მატჩების შედეგებზე.

ახლა ისეთი დროა, სატელეფონო საუბრებს ცხოვლად რომ უსმენენ. დასმენის ინსტიტუტიც კარგად მუშაობს. შარშან ტოტალიზატორთან მანიპულაციაში ხუთი ფეხბურთელი გამოიჭირეს და თქმა რად უნდა, ეს კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო მათთვის, ქართულ ფეხბურთში უმსგავსოდ რომ საქმიანობენ.

მაშ, რაშია საქმე? მსაჯები ისეთი გულადები გახდნენ, რომ არაფრის და არავის აღარ ეშინიათ?

თუ კორუფციაზე მიდგა საქმე, არა მგონია, რომ ჩემპიონის, თასის მფლობელის და თასის ფინალისტის სვე მსაჯებზე იყოს დამოკიდებული. ქართულ ფეხბურთს მსაჯები არ მართავენ - ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის, იმ კლუბების ხელმძღვანელებმაც, საჩივრებს რომ წერენ ფეხბურთის ფედერაციაში.

ეჭვის საფუძველიც აქედან ჩნდება - შესაძლოა, ვიღაცას აწყობდეს მსაჯების დაბალ ღობედ გამოყენება.

თუ მსაჯებზეა ეჭვი, რატომ კლუბებზე არ არის? ბუნებრივია, რომ კორუმპირებული მსაჯის თანამოსაქმე კლუბია, ანუ ეჭვი ავტომატურად ორივე მხარეს გადადის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეჭვის საფუძველზე ფეხბურთის ფედერაციამ რომელიმე კლუბი დასაჯოს - ასეთი რამ ადრე მომხდარა, მაგრამ არა გვგონია, რომ ახლაც მოხდეს - დღეს თითქმის ყველა კლუბს ისეთი მფარველი ჰყავს, რომ ეს არავის აწყობს.

არის სხვა ვარიანტიც - კორუმპირებული მსაჯების თანამოსაქმე ტოტალიზატორია. ამის ალბათობას ისევ შარშან დაკავებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ისტორია ამცირებს.

ბევრჯერ ისე მომხდარა, რომ სკანდალური ამბავის თავი და ბოლო გვიან გარკვეულა. ფედერაციამ გადაწყვეტილება 24 აპრილს გამოამზეურა და ვგონებ, უფრო მსუყე ისტორიები წინ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

japaneze
დათო ძალიან სამართლიანი წერილია, ყოჩაღ!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა