როგორც მოსალოდნელი იყო, საბერძნეთში მიღწეულმა ფრემ საქართველოს ნაკრების სარეიტინგო მდგომარეობაზე უაღრესად დადებითი გავლენა მოახდინა და...

როგორც მოსალოდნელი იყო, საბერძნეთში მიღწეულმა ფრემ საქართველოს ნაკრების სარეიტინგო მდგომარეობაზე უაღრესად დადებითი გავლენა მოახდინა და საკმაო პაუზის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო გუნდი ფიფასა და "კოკა-კოლას" ერთობლივი რეიტინგის პირველ ასეულს დაუბრუნდა. თემურ ქეცბაიას გუნდმა საბერძნეთსა და ისრაელთან მოპოვებული ქულებით ერთბაშად 21-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 110-დან 89-ე ადგილამდე აღზევდა.

აქვე ჩვენი შესარჩევი ჯგუფის სხვა ბინადართა მდგომარეობასაც გადავხედოთ. მათგან საუკეთესო პოზიცია ხორვატიას უპყრია, რომელიც სამი პოზიციით დაწინაურდა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. მას მოსდევს საბერძნეთი, რომელმაც მე-12 ადგილი შეინარჩუნა. ისრაელი ორი საფეხურით წინ წავიდა და 36-ეა, ლატვია მთელი 19 ადგილით ჩამოქვეითდა და 68-ეა, მალტა კი ერთი ადგილით აღზევდა და 150-ე პოზიციაზე იმყოფება.

ცნობისათვის, პოსტსაბჭოთა სივრციდან გვისწრებენ რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ბელარუსი, ლატვია და მოლდოვა.

რეიტინგში პირველი და მეორე ადგილები შეინარჩუნეს მსოფლიოს ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა, მუნდიალის ბრინჯაოსმედალოსანმა გერმანიამ კი მესამე პოზიცია ბრაზილიას წაართვა. საუკეთესო ათეულის კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ინგლისმა და ურუგვაიმ ერთმანეთს მეექვსე და მეშვიდე საფეხურები გაუცვალეს.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი

2. ჰოლანდია

3. გერმანია

4. ბრაზილია

5. არგენტინა

6. ინგლისი

7. ურუგვაი

8. პორტუგალია

9. ეგვიპტე

10. ჩილე

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა