გერმანიის ბუნდესლიგა 3 ოქტომბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე კი "გიზენში" ჩასვლას აგვიანებდა. ამის მიზეზი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები იყო...

გერმანიის ბუნდესლიგა 3 ოქტომბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე კი "გიზენში" ჩასვლას აგვიანებდა. ამის მიზეზი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. ამან გერმანელები ცოტა ააღელვა, თუმცა გამყრელიძემ საბოლოოდ ყველა საბუთი მოაწესრიგა და გერმანიაში გაფრინდა. მის ჩასვლას იქაურ პრესაში ასეთი სათაურები მოჰყვა: "გიზენი" სრულად შეივსო", "გამყრელიძე უკვე გერმანიაშია"...

ლაშა გუნდთან ერთად ვარჯიშს უკვე შეუდგა და მწვრთნელის, ვლადიმირ ბოგოიევიჩის დადებითი შეფასებაც დაიმსახურა:

- ლაშა გამყრელიძემ ჩვენს გუნდს დაცვითი სიმტკიცე შესძინა. იგი აგრესიული მცველია და მეურვეზე დიდი ზეწოლის მოხდენა შეუძლია. მისი სისწრაფე შეტევისას ძალიან დაგვეხმარება. ქართველ გამთამაშებელს მოედნის კარგი ხედვა აქვს და ვიმედოვნებ, რომ მასთან ერთად "გიზენის" შეტევები მრავალფეროვანი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ გამყრელიძე ახალგაზრდაა, გამოცდილება საკმარისად აქვს. იგი ლიდერის თვისებებითაც ხასიათდება.

გამყრელიძის ჩასვლამდე "გიზენმა" გერმანულ გრანდ "არტლანდთან" 58:74 დათმო. ბუნდესლიგის პირველ ტურში, 3 ოქტომბერს ლაშა გამყრელიძის გუნდი ბონის "ტელეკომს" უმასპინძლებს. მანამდე ქართველი გამთამაშებელი (რომელიც, სავარაუდოდ, სასტარტო ხუთეულში იქნება) ადაპტაციას საკონტროლო მატჩებში გაივლის. როგორც ყველგან, ლაშა "გიზენშიც" მე-4 ნომრის პოზიციაზე ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე