სოფიაში ახალგაზრდული გუნდითა და მოკლე სკამით წარვდგებით
ბულგარეთის დედაქალაქში 2-5 მაისს დევისის თასზე ევროაფრიკული მე-3 ზონის 13 წარმომადგენელი ჩაებმება მე-2 ზონის ორი საგზურისთვის ბრძოლაში.

ესენი არიან: ბულგარეთი, საქართველო, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ლიტვა, მალტა, მაკედონია, ჩერნოგორია, ნორვეგია და სან მარინო.

ისინი წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან და წრიული სისტემით იპაექრებენ ნახევარფინალში გასასვლელად. იქ კი მხოლოდ ჯგუფებში საუკეთესოები გაინაღდებენ ადგილს. წინა წელს მოპოვებული ქულებით ბულგარეთს, ჩერნოგორიას, ლიტვას და საბერძნეთს სხვადასხვა ჯგუფში განთესავენ.

- ეს ოთხი გუნდი სხვებზე აშკარად ძლიერია, - გვითხრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვიქტორ ბაკშიმ. - წარმატების ყველაზე მეტი შანსი მასპინძლებს აქვთ - საკუთარ კედლებთან ერთად მათი კოზირია ვაჟთა პირველი ასეულის მოთამაშე გრიგორ დიმიტროვი.

ლიტველთა ღირსებას დაიცავს, ასევე, ძლიერი ჩოგბურთელი რიჩარდის ბერანკისი. სომხებმა ისევ უხმეს წარმოშობით ესტონელ დანიილ პროსკურას, რომელიც ამერიკაში სწავლობს, იქვე ვარჯიშობს და საკმაოდ კარგ ტურნირებშიც მონაწილეობს.

- თქვენ ვის უხმეთ?

- გიორგი ცივაძეს, ალექსანდრე მეტრეველსა და მიხეილ ხმიადაშვილს. პირველი ორი 19 წლისაა, ხმიადაშვილი - ჩვიდმეტის.

მათ ეს-ეს არის ახალგაზრდული ასაკი დატოვეს, თუმცა უფროსებში ჯერ ვერ მოასწრეს ადაპტაცია. ირაკლი ლაბაძისა და ლადო ჩიხლაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს.

მართალია, სოფიაში ახალგაზრდული გუნდითა და მოკლე სკამით წარვდგებით, მაგრამ უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ. მესამე წელიწადია, მესამე ზონაში გამოვდივართ. შარშანწინ დაწინაურების რეალური შანსი გვქონდა - პლეი ოფში გავედით, მაგრამ ათენში, როცა ჩიხლაძე ბერძნებთან გადამწყვეტ ხელს 4:2-ით იგებდა, თამამად შემიძლია ვთქვა, საქმეში არბიტრები ჩაერივნენ და ის სეტი ქართველ ჩოგბურთელს 5:7 დაათმობინეს.

ზედა ეშელონშიც ელინები გავიდნენ. იმედია, სოფიაში ასეთი რამ არ განმეორდება. წილისყრა პირველ მაისს გაიმართება და მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ. მთავარია, ჩვენს ჯგუფში ბულგარელები არ მოხვდნენ. დანარჩენი კი ვნახოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა