ფეხბურთელი სფფ-ის დისციპლინარულმა კომისიამ 600-ლარიანი ჯარიმითა და ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით უკვე დასაჯა
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" შორის, 54-ე წუთზე მატჩის არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ მოედნიდან დინამოელი - გოგიტა გოგუა გააძევა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო სამსახურის კომისიის გადაწყვეტილებით, გოგიტა გოგუა დისკვალიფიცირებულია 2 მატჩით და დაჯარიმებულია 600 ლარით.

სფფ-ისგან დისკვალიფიკაციისა და ფულადი ჯარიმის გარდა, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველს თავად კლუბიც დაუწესებს სანქციებს. ამის შესახებ ცნობა კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დინამოს" წერილი სფფ-ს

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის, "დილა"-"დინამოს" შეხვედრის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა თბილისის "დინამომ" თავისი პოზიცია სფფ-ის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში დააფიქსირა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს

ბატონ დ. სიჭინავას

გაცნობებთ, რომ 22.04.12– ში ეროვნული ჩემპიონატის მატჩის (თბილისის "დინამო" - გორის "დილა") 53- ე წუთზე გაძევებულ იქნა ჩვენი კლუბის ფეხბურთელი გოგიტა გოგუა, მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

მიგვაჩნია, რომ არბიტრმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ყველანაირ ეთიკურ ნორმას და დასჯადია შესაბამისი ქმედებით.

აგრეთვე გაცნობებთ, რომ კლუბი თავისი მხრიდან აპირებს დამატებითი სანქციების განხორციელებას ფეხბურთელის მიმართ, რათა ამდაგვარი ქმედებები აღარ განმეორდეს ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან.

ამასთანავე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სავარაუდოდ, მეტოქე გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის მხრიდან მატჩის მსვლელობისას რამოდენიმეჯერ ადგილი ჰქონდა ანალოგიურ ქმედებას, რაც მსაჯის მიერ უყურადღებოდ იქნა დატოვებული.

გთხოვთ განიხილოთ აღნიშნული ინციდენტები და მათი დადასტურების შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

დირექტორი

ა. შახოვი

fcdinamo.ge

goris dila
სალუქვაძე მაგარი კაცია როგორ უყურებს იმედია საქართველოში დარჩება ლაშა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა