30 წლის კიპერს, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, "ვერდერთან" კონტრაქტი უმთავრდება, ახლის გაფორმებაზე კი უარი თქვა
როგორც იცით, "ვერდერის" მეკარე ტიმ ვიზემ, რომელიც ბრემენულ კლუბს 7 წლის მანძილზე ემსახურა, ამას წინათ თქვა, ზაფხულში კლუბს გამოვიცვლიო.

30 წლის კიპერს, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, "ვერდერთან" კონტრაქტი უმთავრდება, ახლის გაფორმებაზე კი უარი თქვა. მას მერე საფეხბურთო გერმანიაში ვიზეს მოსალოდნელ ტრანსფერზე საუბრები არ წყდება.

"ბილდის" ინფორმაციით, ტიმს სამი რეალური ვარიანტი აქვს. მისი გადაბირება ყველაზე მეტად "ჰოფენჰაიმს" უნდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, "სოფლელების" დამრიგებელი მარკუს ბაბელი ვიზეს თითქმის ყოველდღე ურეკავს და "ჰოფეში" გადასვლას ეხვეწებაო.

ეს ცნობა თავად ბაბელმაც დაადასტურა – ტიმთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მისი გადმობირება ძალიან გვინდაო. არის მადრიდის "რეალში" გადასვლის ალბათობაც: ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "სამეფო გუნდს" გამოცდილი გერმანელი სათადარიგო მეკარედ უნდა. და არსებობს "ტოტენჰემის" ვარიანტიც.

"კონტრაქტი არსად გამიფორმებია და არც სიტყვა მიმიცია რომელიმე კლუბისთვის. ზაფხულამდე დრო საკმარისი მაქვს, გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებას არ ვაპირებ," - აცხადებს ტიმი.

მარინი ტოტენჰემში?

"ვერდერის" ახალგაზრდა გამთამაშებელი მარკო მარინი შესაძლოა, "ტოტენჰემში" გადავიდეს. "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, ამ უკანასკნელის შეძენით "სპურზის" მთავარი მწვრთნელი, ჰარი რედნაპია დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემს" მარინის გადაბირება წინა ზაფხულშიც უნდოდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერზე უარი თვითონ ფეხბურთელმა თქვა. ახლა კი დიდი შანსია, რომ თანახმა იყოს, რადგან "ვერდერი" ევროპალიგის მიღმა რჩება, მარკოს კი ევროტურნირებზე თამაში უნდა. ბრემენული კლუბის ბოსის, კლაუს ალოფსის თქმით, მარინის აბარგება გამორიცხული არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე