კლუბმა ქართველების წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან უკან გაიტანა, ან გაატანინეს...
იანვარში რუსეთის პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მოთამაშეებმა, ლაშა სალუქვაძემ და გოგიტა გოგუამ რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების მოგვარების პალატას მიმართეს - მათ 7 თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული. სარჩელი დააკმაყოფილეს, კლუბმა კი დავალიანება ოპერატიულად დაფარა.

მაგრამ "ვოლგამ" გოგუასა და სალუქვაძეს ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლოში უჩივლა და გადასვლისას კლუბისგან მიღებული სათაო (საკონტრაქტო) თანხის ხარჯვის დოკუმენტალური მტკიცებულება მოსთხოვა(?!). ამ აბსურდულ პრეტენზიას ნიჟნელები ასე "ასაბუთებდნენ" - თქვენს დახარჯულ თანხებზეც საგადასახადო სამსახურებთან ანგარიშვალდებულები ისევ ჩვენ ვართო.

გარდა ამისა, ნიჟნინოვგოროდელები სამოქალაქო სასამართლოში გოგუასა და სალუქვაძის საკონტრაქტო თანხების დაბრუნებასაც ითხოვდნენ.

საოცრება ის იყო, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირის ზემოხსენებულმა ორგანომ "ვოლგას" სარჩელი დააკმაყოფილა, მოთამაშეებს კი საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს და მათ კუთვნილი თანხები ვერ აიღეს!

ქართველები არ გაჩერდნენ და განმარტებისთვის ისევ დავების პალატას მიმართეს. მომხდარმა თავად რუსები აღაშფოთა. რუსეთის საფეხბურთო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი გარამატიკოვმა "ვოლგას" საქციელს ამაზრზენი უწოდა და განაცხადა, რომ კლუბი რუსეთის საფეხბურთო კავშირის წესდებას არღვევდა, რადგან საფეხბურთო სუბიექტს საქმის სამოქალაქო სასამართლოში განხილვის უფლება არ აქვს. მან ისიც გაიხსენა, რომ მსგავსი ამბები ნიჟნი ნოვგოროდის "ტორპედოს" ჰოკეისტთა გუნდშიც მომხდარა.

ფეხბურთელები შვიდი თვე უხელფასოდ რომ თამაშობდნენ, ეს "ვოლგაში" ბუნებრივად მიაჩნდათ და იქით დაიწყეს დავა. არადა, ცხადია, თანხის დახარჯვა ფეხბურთელების პირადი საქმეა; ან როგორ უნდა წარედგინათ საბუთი, მაგალითად, სად იყიდეს ოჯახისთვის აუცილებელი პროდუქტები, მე შენ გეტყვი, იქაც ქვითრების გათამაშებაა. ნიჟნინოვგოროდული კლუბის ქმედება "გაზეტა.რუ"-მ ყველაზე ზუსტად შეაფასა - "ვოლგა" წესებით არ თამაშობსო.

როგორც ჩანს, "ვოლგას" თავკაცებს აუხსნეს, რომ ეს დაუფარავი ყაჩაღობა იყო და პოზიცია შეიცვალეს, თუ შეაცვლევინეს.

ინტერნეტ-გამოცემა "ჩემპიონატ.რუ"-ს ცნობით, "ვოლგამ" ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიტანა და სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა. მეტიც, უახლოეს დღეებში რუსეთის საფეხბურთო კავშირის დებულების დარღვევისა და საქმის სამოქალაქო სასამართლოში გადატანისთვის შესაძლოა, კლუბი მკაცრად დასაჯონ და შემდეგ სეზონში მოთამაშეთა რეგისტრაცია აუკრძალონ.

"დროა, "ვოლგას" ხელმძღვანელებმა გაიგონ, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც სამოქალაქო სასამართლოს მიმართეს და ეს უნდა აღიარონ. თუ რამე სადავო აქვთ, ლოზანის სპორტულ სასამართლოს უნდა მიმართონ", - განაცხადა გრამატიკოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა