ქართველი ფორვარდის "კანადიან სოლარი" სტუმრად "მონტეგრანაროს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 80:77 იმარჯვა
იტალიის ჩემპიონატში ბრძოლა გამძაფრდა. პლეი ოფის დაწყებამდე გუნდები ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებას ცდილობენ.

ამ ორომტრიალშია ჩაბმული ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარიც", რომელმაც სერია "A"-ს მორიგ ტურში ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელები სტუმრად "მონტეგრანაროს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 80:77 იმარჯვეს.

ძირითადი დრო 69:69 დამთავრდა. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 10 ქულით აგებდნენ, თუმცა ჩამორჩენის გაბათილება მესამე მეოთხედის 20:10 მოგებით მოახერხეს. ბოლო ათწუთეული ფრედ - 15:15 დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ხუთწუთეული, რომელშიც "კანადიან სოლარმა" გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ქართველმა ფორვარდმა 40 წუთი ითამაშა და თავი ფარზე ბრძოლებში გამოიჩინა. სანიკიძემ 12-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. აი, ქულებში კი მოიკოჭლა და მხოლოდ 4-ს დასჯერდა.

ვიქტორმა 4-იდან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 სამიანი და 3 საჯარიმო ააცილა. ამას გარდა, ქართველ კალათბურთელს 3 დაფარება და 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.

სანიკიძის გუნდს 17 მოგება და 12 წაგება აქვს, ცხრილში კი მე-6 ადგილზეა. ამ ტურში ისვენებდა მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ", რითაც ისარგებლა "ემპორიო არმანიმ" და "რომას" დამარცხებით კანტუელებს გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 19 მოგება და 10 მარცხი აქვს.

"კანტუსა" და "კანადიან სოლარს" შორის, მე-4 ადგილზეა ნიკა მეტრეველის "სასარი", რომელმაც ამ ტურში "ბიელა" 107:94 დაამარცხა. მეტრეველმა 12 წუთი ითამაშა და პირად ანგარიშზე 4 ქულა ჩაიწერა. მომდევნო ტური 28-29 აპრილს გაიმართება.

"კანტუ" სტუმრად "ბიელას" შეხვდება, "კანადიან სოლარი" "სკავოლინის" უმასპინძლებს, ხოლო "სასარი" "სიენას" ესტუმრება.

gbf.ge

Tornike
საღოლ სანიკიძეს მაგარია!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა