"მაჰრამის" ქართველმა კალათბურთელმა "აზადთან" მატჩში 20:54 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა
ნიკოლოზ ცქიტიშვილის გუნდი ირანის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა. ქართველი კალათბურთელის "მაჰრამმა" ნახევარფინალურ სერიაში თანაქალაქელ "აზად"-ს უკვე ორი მატჩი მოუგო და ფინალში გასვლამდე 1 გამარჯვება აშორებს. სერიის მესამე მატჩი 27 აპრილს გაიმართება.

პირველ შეხვედრაში მაჰრამელებმა მოწინააღმდეგე 113:95 დაამარცხეს. ცქიტიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 20:54 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ნიკოლოზმა 6-იდან 3 ორქულიანი, 5-იდან 2 სამქულიანი და 2-ივე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის გუნდს გამარჯვება არც სერიის მე-2 მატჩში გასჭირვებია. თეირანელებმა შინაურ "აზადი არენაზე" 97:81 მოიგეს, "სკიტას" მონაგარი კი 8 ქულა და 3 მოხსნა იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ცქიტიშვილმა 19:10 წუთში 5 პერსონალური ფოლი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება საკმაოდ მალე მოუხდა. მანამდე კი ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა – ორქულიანი და 2 სამქულიანი.

ფინალში ცქიტიშვილის გუნდი, სავარაუდოდ, ისპაჰანის "მაჰადს" შეხვდება, რომელიც ნახევარფინალურ სერიაში "პეტრუჩიმს" 2:0 უგებს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე