ქართველმა ფორვარდმა "მონსთან" მატჩში 6 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა
თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" ბელგიის ჩემპიონატის მორიგ მატჩში სტუმრად "მონსი" 89:62 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავისი გუნდის წარმატებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა.

შენგელიამ მოედანზე 22 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 5-იდან 2 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

6 ქულასთან ერთად, შენგელიამ თავის გუნდში ყველაზე მეტი, 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. შარლერუელთაგან საუკეთესო ამერიკელი კრის ჰილი გახლდათ, რომელმაც თავი 18 ქულას მოუყარა.

შენგელიას გუნდს 20 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. მეორეადგილოსან "ანტვერპენს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული - 19 მოგება, 8 წაგება. მომდევნო მატჩს შარლერუელები ხვალ, 27 აპრილს შინ "ოკაპისთან" გამართავენ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა