ნელ-ნელა გამოიკვეთა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომელთაც მომდევნო სეზონში "ოლდ ტრეფორდზე" მომავალი არ აქვთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა ვებგვერდზე საინტერესო სტატიას გადავაწყდით. ავტორი აანალიზებს ალექს ფერგიუსონის პოლიტიკას, რომლის წყალობითაც ნელ-ნელა გამოიკვეთა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომელთაც მომდევნო სეზონში "ოლდ ტრეფორდზე" მომავალი არ აქვთ.

გულწრფელად რომ ვთქვათ, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ავნებენ თავიანთ კარიერას, თუკი "ოლდ ტრეფორდზე" კიდევ ერთ სეზონს გაატარებენ.

ყოველთვის გულდასაწყვეტია, როცა ფეხბურთელი მიდის - იქნება ეს ვეტერანი თუ აკადემიის აღზრდილი, რომელმაც შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. უკანასკნელთა სია საკმაოდ დიდია - იგლსი, გრინინგი, პიუ, შოუკროსი, ებანს-ბლეიკი, ჰიგინბოთემი, ობერტანი და სხვები.

ამ ფეხბურთელებმა ჯერ კიდევ პატარებმა გადაწყვიტეს "მანიუს" დატოვება და როგორც წესი, მათ კარიერაზე ეს ნაბიჯი დადებითად ისახებოდა. ფერგიუსონმა აღიარა, რომ შოუკროსის გაშვებისას შეცდა და მერე ცდილობდა კიდევაც "სტოკ სიტისთან" მოლაპარაკებას და ფეხბურთელის უკან დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. ნებისმიერ შემთხვევაში სასიხარულოა, რომ ეს ბიჭები თამაშობენ ბევრს და წარმატებით. გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, ვისთვისაც უკეთესი იქნება "იუნაიტედის" დატოვება.

ტომაშ კუშჩაკი

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ კუშჩაკი კარგი მეკარე იყო. მას შეეძლო სტაბილურად ეთამაშა 2-3 საფეხურით ქვემოთ მყოფ გუნდში. მისდა სამწუხაროდ, "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ნომერი ის ერთია რამდენიმეთაგან, ვინც მას ჯობია. ამჟამად პოლონელი "უოტფორდში" იჯარით თამაშობს, მაგრამ მისი გადასვლა პრემიერლიგის რომელიმე გუნდში შორეული პერსპექტივა არ არის.

მას მერე, რაც "იუნაიტედში" დე ხეა და ლინდეგორი მოვიდნენ (ამოსიც პროგრესირებს), კუშჩაკს, პრაქტიკულად, აღარ აქვს შანსი. სამწუხაროა, მაგრამ ჯობს, წავიდეს.

ფედერიკო მაკედა

როცა 3 წლის წინ ფედერიკო მაკედამ თავისი ლამაზი გოლით "მანჩესტერ იუნაიტედს" "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში (3:2) გამარჯვება მოაპოვებინა, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მისი პროგრესი შეჩერდა და ამის გამო "ქუინზ პარკში" იჯარით გაუშვეს.

პირდაპირ ვთქვათ, ამ ეტაპზე მაკედა გუნდის მე-6 ფორვარდია. ელოდნენ, რომ ის ახალ გუნდში დაიბრუნებდა ფორმას, მაგრამ მან დასარჩენად მებრძოლ გუნდშიც ვერ შეძლო ძირითადში დამკვიდრება.

დაიწერა, რომ "ეშმაკებს" "ბენფიკადან" გაიტანის შეძენა სურს და მზად არის, პორტუგალიელებს იტალიელი დაუთმოს. მისთვის ეს იდეალური ვარიანტი უნდა იყოს.

ბებე

შესაძლოა, ეს არის ყველაზე გაუგებარი ტრანსფერი, რაც სერ ალექს ფერგიუსონს ოდესმე გაუკეთებია. 2010 წელს პორტუგალიელში 7,4 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

როცა ბებეს თამაში რეზერვისტების მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ნახა, თქვა, რომ პორტუგალიელი მისი გუნდის სათადარიგოთა შორისაც კი ვერ მოხვდებოდა. ახლა ის არენდით "ბეშიქთაშშია" და ურჩევნია, რომ "იუნაიტედში" დაბრუნებაზე არც იფიქროს. მის ადგილზე მე მშობლიურ პორტუგალიას დავუბრუნდებოდი.

მაიკლ ოუენი

ოუენი ყოველთვის მომწონდა, მაშინაც კი, როცა ის "ლივერპულში" თამაშობდა. მაიკლი, ვინც ოდესღაც ევროპის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნეოდა, უკვე დიდი ხანია, ძველი მაიკლი აღარ არის. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა 2 წლის წინ ის ჩვენთან გადმოვიდა.

ერთი მხრივ იმიტომ, რომ სკაუზერებს "ცხვირი მოვხოცეთ"; მეორე მხრივ კი, მესამე ან მეოთხე ფორვარდის როლისთვის ის იდეალური კანდიდატურა იყო. თუმცა მას არაფერიც არ გამოუვიდა. მისგან გმირობას არ ვითხოვთ, მაგრამ ნამდვილად მეტი ეკუთვნის, ვიდრე 2-3 კვირაში ერთხელ 15 წუთით თამაშია.

დიმიტარ ბერბატოვი

ჩვენი რეიტინგის ყველაზე არაერთგვაროვანი ფეხბურთელი. შეიძლება, არ დამეთანხმოთ, მაგრამ თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ბერბატოვი უმაღლესი კლასის თავდამსხმელია და გარემოებებს ხელი რომ შეეწყო, შეძლებდა თამაშს "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში.

მან ამ სეზონშიც კი მოახერხა იმის დემონსტრირება, რომ თავისი საუკეთესო თვისებები არ დაუკარგავს და ჰეთ თრიკი შეასრულა (26.12.2011. "იუნაიტედი"-"უიგანი" 5:0. რედ). თუმცა მას უჭირს გუნდის ძირითად თავდამსხმელებთან კონკურენცია. რუნი, უელბეკი და ერნანდესი ბრწყინვალედ გამოიყურებიან და გუნდი მე-20 საჩემპიონო ტიტულისკენ მიჰყავთ.

ბერბა კი მეტისმეტად კარგია მე-4 თავდამსხმელის როლისთვის. სწორედ ამიტომ დადის ხმები, რომ მას წასვლა უნდა. იყო ლაპარაკი, რომ მისით "შალკე" იყო დაინტერესებული. ეს გუნდი კი მომდევნო სეზონში, ალბათ, ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა