ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს
ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს და კარიერას სიამოვნებით განაგრძობდა, მაგალითად, პრემიერლიგაში.

"2 წლის განმავლობაში კიდევ ვიმუშავებდი. მე მომწონს ლონდონი. ასე რომ, პრემიერლიგის კლუბში მუშაობას დავთანხმდებოდი. ადმინისტრაციული სამუშაო არ მაინტერესებს, როგორც ამას იტალიურ გაზეთებში წერენ. მე მუშაობა მინდვრის კიდესთან მიტაცებს და არა კაბინეტში," - განუცხადა "სქაი სპორტსს" 65 წლის სპეციალისტმა.

როსიცკის იდეალური პოზიცია

ტომაშ როსიცკიმ მიმდინარე სეზონი ძალიან სუსტად დაიწყო. ისიც კი იწერებოდა, რომ 31 წლის ჩეხს კლუბი იანვარშივე გაყიდიდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მეორე წრეში ვეტერანი გარდაისახა. ფეხბურთელის თქმით, ის ამას იდეალური პოზიციის მონახვას უკავშირებს.

"ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის ყველაზე წინ ვთამაშობ და დაცვისა და თავდასხმის შეკავშირება მევალება. როცა ბურთს ვფლობთ, ვან პერსისთან ძალიან ახლოს ვთამაშობ. სხვა შემთხვევაში კი სიღრმეში ვიწევ და შეტევის წამოწყებას ვცდილობ.

საერთო ჯამში სეზონით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პირველი თვეების განმავლობაში ორჯერ მივიღე ტრავმა და შემდეგ ფორმაში ჩადგომა გამიჭირდა. ახლა კი ვტკბები იმ რიტმით, რომელიც გუნდში მწვრთნელმა დანერგა," - აცხადებს ფეხბურთელი.

ბრიტანეთი ბრაზილიის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრები 20 ივლისს მიდლსბროს "რივერსაიდზე" ბრაზილიის წინააღმდეგ ჩაატარებს ამხანაგურ შეხვედრას. ახლად შექმნილი გუნდისთვის ეს იქნება პირველი თამაში უკანასკნელი 41 წლის განმავლობაში. ლონდონი 2012-ის საფეხბურთო ტურნირი 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გასტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო