ფიფას ყოველწლიურ კონგრესზე ორგანიზაციის თანამდებობის პირებისთვის ასაკობრივი ცენზის შემოღების საკითხებზე იმსჯელებენ
ფიფას ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც 24-25 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება, ორგანიზაციის თანამდებობის პირებისთვის ასაკობრივი ცენზის შემოღების საკითხებზე იმსჯელებენ და თანაც, ეს ყველა რგოლს შეეხება, დაწყებული პრეზიდენტიდან.

მაქსიმალური ასაკი ამიერიდან 72 წელი უნდა გახდეს. თუმცა კურიოზული ის არის, რომ მხოლოდ იმსჯელებენ, კენჭისყრა კი, ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაიმართება.

ინიციატივა უმაღლეს საფეხბურთო წრეებში კორუფციის აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა. სხვა აქტუალურ საკითხებს რაც შეეხება, ფიფა ეთიკის კომისიის უფლებების გაზრდას აპირებს. ის ორ ნაწილად გაიყოფა: ერთს გამოძიების ფუნქცია დაეკისრება, მეორეს - ეჭვმიტანილ პირებზე სანქციის დაწესების.

კონგრესზე კენჭისყრაზე დადგება საკითხი აღმასკომის წევრთა 24-იდან 25-ამდე გაზრდის შესახებ. დამატებითი ერთი ადგილი ქალთა ფეხბურთის წარმომადგენლებს მიეცემათ. იგეგმება კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. დღის წესრიგშია შეტანილი საკითხი, რომ ფიფას პრეზიდენტს ამიერიდან ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდეს 4 წლით თანამდებობის დაკავების უფლება.

ცვლილება შეეხება აღმასკომის წევრებსაც. მათ ზედიზედ მხოლოდ 3 ვადით შეეძლებათ მუშაობა.

დაბოლოს, გეტყვით, რომ ბუდაპეშტში გასამართი ღონისძიების დევიზი იქნება "უარვყოფთ და ვგმობთ კორუფციის ნებისმიერ ფორმას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა