ფავორიტის პირველი ფიასკო პირველი სესიის მატჩში დაფიქსირდა, რომელშიც გრემ დოტი და ჯო პერი ხვდებოდნენ ერთმანეთს
მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე დღეს შეიძლება სენსაციებისა და განადგურებების დღე ვუწოდოთ.

ფავორიტის პირველი ფიასკო პირველი სესიის მატჩში დაფიქსირდა, რომელშიც გრემ დოტი და ჯო პერი ხვდებოდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, შეხვედრის ფავორიტად ტურნირის მესამე ნომერი, შოტლანდიელი დოტი მიიჩნეოდა, მაგრამ გრემს რაღაც დაემართა. მან ვერცერთი ნორმალური ფრეიმის ჩატარება ვერ შეძლო.

როგორც გუშინ ვწერდით, ერთადერთი პრესტიჟის ფრეიმის მოგება მან მხოლოდ 0:8-ზე მოახერხა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მთელი მატჩის განმავლობაში გამარჯვებულ პერის ერთი "სენჩურიც" არ დაუფიქსირებია და არც განსაკუთრებული სერიები ჰქონია - მხოლოდ ოთხჯერ აიღო 50-ქულიანი ბრეიკი.

დილის სესიის მეორე მატჩში კი ნამდვილი დრამა გათამაშდა. შეხვედრის ფავორიტმა დინ ჯუნჰუმ 9:6-იდან მოახერხა მატჩის წაგება. რაიან დეიმ ჯერ გაათანაბრა ანგარიში, გადამწყვეტ პარტიაში კი გამარჯვება გამოსტაცა ჩინელს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჯუნჰუმ ბოლო ორ ფრეიმში მარტივ ბურთებზე უხეში შეცდომები დაუშვა.

პირველ წრეს უკვე მეორე ჩინელი გამოეთიშა. პირველი იყო ლიან ვენბო, რომელმაც ასევე დათმო გადამწყვეტი მე-19 ფრეიმი ჯონ ჰიგინსთან. სხვათა შორის, დეი მეორე რაუნდში კიდევ ერთ ჩინელს, ცაო იუიპენს შეხვდება.

მეორე სესიაში დაასრულეს თავიანთი მატჩი ჯად ტრამპმა და დომინიკ დეილმა. საინტერესოა, რომ შეხვედრის პირველი ნაწილი დეილმა 5:4 მოიგო, მაგრამ მისთვის დასასრული არც ისე წარმატებული გამოვიდა - მან მხოლოდ ორი ფრეიმის მოგება შეძლო. თუმცა ტრამპს ბოლომდე გარანტირებული არაფერი ჰქონდა და მხოლოდ 7:6-ის შემდეგ აიყვანა თავი ხელში და საქმე მეორე წრის საგზურამდე მიიყვანა.

როგორც ვწერდით, ტრამპი ამ მატჩის წინ მოიწამლა. ახლა მას ორდღიანი დასვენება და შესაბამისად, საკუთარი თავის წესრიგში მოყვანის საშუალება აქვს. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ტრამპს აქვს ამ სეზონში რეიტინგის პირველი ადგილის წართმევის შანსი პირველ ნომერ მარკ სელბისთვის.

ყველაზე სენსაციური კი სელბის წაგება იყო. მან, უბრალოდ, თავი შეირცხვინა ბარი ჰოუკინსთან - 3:10. როგორც შემდეგ გაირკვა, ამის მიზეზი კისრის ტრავმა იყო, რომელიც მას დიდი ხანია აწუხებს და ამის გამო ჩემპიონატის წინ თითქმის არ უვარჯიშია. ამან შედეგი იქონია საბოლოო ანგარიშზე.

ახლა საფრთხე დაემუქრა სელბის რეკორდს - მას ამ სეზონში ყველაზე მეტი "სენჩური" ჰქონდა გაკეთებული და ახლა შეიძლება ნილ რობერტსონმა გაუსწროს, რომელსაც ოთხი "სენჩური" სჭირდება რეკორდის მოსახსნელად.

მაშ ასე, პირველ რაუნდში ტურნირს უკვე გამოეთიშა რვა განთესილი და წინ პირველი წრის კიდევ ორი მატჩია: მარკ უილიამსი-ლიუ ჩუანი და ალი კარტერი-მარკ დევისი. თუმცა აქ ჯერჯერობით ფავორიტები იგებენ. კარტერმა პირველი სესიის შემდეგ 8:1 წაიყვანა ანგარიში და თითქმის გარკვეულია ყველაფერი, მარკ უილიამსს კი ჯერ ისევ მოუწევს ბრძოლა მეორე წრის საგზურისთვის. ცხრა ფრეიმის შემდეგ ის 6:3-ს უგებს ჩინელს.

I წრე

გრემ დოტი (შოტ, 9)-ჯო პერი (ინგ) 1:10

დან ჯუნჰუ (ჩინ, 7)-რაიან დეი (უელ) 9:10

ჯად ტრამპი (ინგ, 4)-დომინიკ დეილი (უელ) 10:7

მარკ სელბი (ინგ, 2)-ბარი ჰოუკინსი (ინგ) 3:10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა