16-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩში "აკადემიამ" მეტოქე 60:50 დაამარცხა
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 16-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს "აკადემია" და "სოხუმი" დაუპირისპირდნენ.

დაძაბულ შეხვედრაში "აკადემიამ" იმარჯვა, რომელმაც მეტოქე 60:50 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

აკადემიელებმა მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყეს და პერიოდში 18:14 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით, 31:25 გავიდნენ. საინტერესო გამოდგა მესამე მეოთხედი, რომლის დასაწყისშიც სოხუმის გუნდმა დაწინაურება მოახერხა და წინ 32:31 გავიდა.

ამის შემდეგ გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. პერიოდის შუაწელამდე ევრცერთმა გუნდმა მოახერხა კალათში ბურთის მოთავსება და კარგახანს ანგარიშიც უცვლელი დარჩა. აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე 5:06 წუთით ადრე აკადემია მინიმალური სხვაობით, 33:32 გავიდა წინ და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. მიუხედავად ამისა, აკადემიელებმა შეძლეს მეტოქის გასწრება და მესამე პერიოდის დასრულებამდე 45 წამით ადრე თავიანთ სასარგებლოდ 6-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს – 43:37.

დასკვნითი მეოთხედი აკადემიამ ძალიან მობილიზებულად ჩაატარა და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. სოხუმელები კი მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ. გადამწყვეტი პერიოდის ბოლო წუთზე აკადემიამ 10-ქულიან უპირატესობას უწია და 58:48 გავიდა წინ, მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალურ სერიაში მეტოქეს გაუთანაბრდა.

აკადემიის შემადგენლობაში 16-16 ქულა თემურ პეტრიაშვილმა და რატი ნონიკაშვილმა მიითვალეს, ხოლო ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა აგრეთვე ლევან მასხულიამ, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და ამდენივე მოხსნაა.

რაც შეეხება "სოხუმს", მის რიგებში ყველაზე მეტი 18 ქულა სოსო მაჭავარიანმა დააგროვა, რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთდერთი მოხსნა დააკლდა.

მატჩის დასრულების შემდეგ მოგებული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ტომარაძეს გავესაუბრეთ, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა.

ირაკლი ტომარაძე (აკადემიის მწვრთნელი): "ძალიან საინტერესო მატჩი იყო. ნახევარფინალურ სერიაში 0:1 ვმარცხდებოდით და ახლა ანგარიში გავათანაბრეთ.

წინა თამაშზე ბიჭები ძალიან დაძაბულები და დათრგუნულნი იყვნენ, მაგრამ დღეს მაქსიმალურად მობილიზებულნი იყვნენ და დიდი შემართებითა და მონდომებით იასპარეზეს. წინა შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ერთად გავაანალიზეთ. აკადემიელებმა კარგად დაინახეს თავიანთი შეცდომები და დღეს მაქსიმალურად ეცადნენ ხარვეზების გამოსწორებას, რაც გამოუვიდათ კიდეც.

ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა მოხსნებში გვქონდა, თუმცა დღეს ფარი მოვიგეთ. აქცენტიც ამაზე გვქონდა გაკეთებული. ბიჭებმა დიდი თავდადებით ითამაშეს და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ვინაიდან სერიაში ანგარიში გათანაბრდა, ვფიქრობ, ფსიქოლოგიური მომენტი იქნება. რომელი გუნდიც მეტ სიმტკიცეს გამოიჩენს, წარმატებაც მის მხარეზე იქნება.

დღეს უშეცდომოდ ნამდვილად არ გვითამაშია. ამიტომ კიდევ ერთხელ განვიხილავთ თამაშს და ხარვეზების გამოსწორებას ვეცდებით. შორეულ ტყორცნებში შედარებით გვიჭირს და სამომავლოდ სწორედ ამ კომპონენტის დახვეწაზე ვიმუშავებთ".

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი "სოხუმსა" და "აკადემიას" შორის 29 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.

www.u-16.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა