ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნიკა ცქიტიშვილი: NBA-ში 2002 წელს არ უნდა წავსულიყავი

ნიკა ცქიტიშვილი: NBA-ში 2002 წელს არ უნდა წავსულიყავი

ირანული "მაჰრამის" ქართველი კალათბურთელი საკუთარ კარიერასა და ნაკრებზე საუბრობს
2002 წელს ნიკოლოზ ცქიტიშვილი NBA-ს დრაფტზე "დენვერ ნაგეტსმა" მეხუთე ნომრად აირჩია.

ამერიკელები ასეთ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად ვერ მიიღებდნენ, 18 წლის კალათბურთელში დიდ პოტენციალს ხედავდნენ. თუმცა მას მერე ათი წელი გავიდა და "სკიტას" კარიერას ერთი "მაგრამ" ბოლომდე გაჰყვა: ...მაგრამ 215 სმ სიმაღლის მოქნილმა ქართველმა შესაძლებლობები სრულად ვერცერთ კლუბში გამოავლინა.

არადა, მისი ყოფილი გუნდების ჩამოთვლისთვის ორი ხელიც არ არის საკმარისი: "კოლხა", "სლოვანი", "ბენეტონი", "დენვერი", "გოლდენ სტეიტი", "მინესოტა", "ფინიქსი", "ნიუ იორკი", "კახასოლი", "ტერამო", "ფუენლაბრადა", "პანიონიოსი", "ლაგუნ არო"...

მიმდინარე სეზონში იგი ირანული "მაჰრამის" ღირსებას იცავს (საშუალოდ, 17.2 ქულა, 9.9 მოხსნა) და რჩება შთაბეჭდილება, რომ იპოვა ის, რაც აქამდე აკლდა. რა? ამ კითხვაზე თავად ნიკა გვიპასუხებს, რომელსაც თეირანში ველაპარაკეთ.

- გასულ კვირას დასავლეთ აზიის თასი მოიგე. თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად ლიბანური "ალ რიადის" დასამარცხებლად ხუთი მატჩის ჩატარება დაგჭირდათ...

- ლიბანელებთან სერიაში 2:1 დავწინაურდით. მეოთხე შეხვედრაშიც ყველა ჩვენს გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ დავმარცხდით. წაგების ორ მიზეზს დავასახელებ - მეტოქე სწრაფ კალათბურთს თამაშობს და სამქულიანებზეა ორიენტირებული.

ასეთებთან მოგება ყოველთვის გვიჭირს. მეორე მიზეზი ჩემი და პაპე სოუს ავადმყოფობა იყო. მოედანზე კი არ დავრბოდით, დავდიოდით. მეხუთე, გადამწყვეტი მატჩის წინ ჩვენც ოდნავ მოვმჯობინდით და სავსე ტრიბუნების წინაშე დამსახურებულად გავიმარჯვეთ. საინტერესოა, რომ "მაჰრამის" დარბაზი 2 ათას გულშემატკივარს იტევს. ფინალს კი 5 ათასი კაცი ესწრებოდა, ხოლო 3500 გარეთ გველოდა. ირანში კალათბურთი ძალიან უყვართ.

- ავადმყოფობის მიზეზი რა იყო?

- ვირუსი შემხვდა და ჩემ გვერდით მცხოვრებ პაპეს გადაედო. მაღალი სიცხეები გვქონდა. რომ არ გვეთამაშა, არ შეიძლებოდა. ამიტომ მოღონიერების მიზნით მატჩის წინა დღეს საავადმყოფოში გადასხმები ჩაგვიტარეს.

- ტურნირის დასრულების შემდეგ ინდივიდუალური ჯილდო ხომ არ მიგიღია?

- სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი. ჩემთან ერთად ხუთეულში ორი მაჰრამელი შეიყვანეს - კამრანი და სამადი. ისინი ირანის ნაკრების კალათბურთელები არიან. ამ ქვეყნის გუნდი კი აზიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- სპარსეთის ჩემპიონატშიც პირველობისკენ მიიწევთ...

- მეოთხედფინალური ეტაპი იოლად დავძლიეთ, ნახევარფინალში კი "აზადთან" 2:0 დავწინაურდით. სერია სამ მოგებამდეა. ფინალში "პეტროჩიმისა" და "მაჰანს" შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდებით. მგონია, მაჰანელები შეგვხვდებიან.

- თუმცა "პეტროჩიმის" მაღალი დონის ლეგიონერები ჰყავს...

- მართალია. გუნდში ფორტე და აკინდელე ირიცხებიან. მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კალათბურთელები არიან. ფორტე ვლადიმერ ბოისასთან ერთად იტალიურ "მონტეპასკიში" ირჯებოდა. თუმცა მხოლოდ გვარები თამაშს ვერ მოიგებენ. "პეტროჩიმიში" სეზონის მსვლელობისას ბევრი ცვლილება განხორციელდა, რაც გუნდის შეთამაშებაზე დადებითად ვერ აისახებოდა.

როგორც საქართველოში

- ირანის ჩემპიონატს როგორ დაახასიათებ?

- ლეგიონერების მკაცრი ლიმიტია. თითო გუნდს ორი უცხოელის დამატების უფლება აქვს. ამის მიუხედავად, ირანის ლიგა დასავლეთ აზიაში საუკეთესოა. ნიჭიერი ადგილობრივი კალათბურთელები ჰყავთ, მაგრამ საქართველოს მსგავსად, მათი სათანადოდ განვითარება ვერ ხერხდება. მაგალითად, ჩემი გუნდი ირანული კალათბურთის ფლაგმანია, მაგრამ მწვრთნელები საერთოდ არ უთმობენ დროს ახალგაზრდების გამოწვრთნას. ამბობენ, კალათბურთელი თამაშში უნდა გაიზარდოსო. ვარჯიშის შემდეგ, როცა მცალია, ჩემს უმცროს თანაგუნდელებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ.

- საქართველოს ხსენება შესაძლოა, ზოგს გულზე მოხვდეს...

- სიმართლე არ უნდა დაიმალოს. ბოლო დროს სიტუაცია ნელ-ნელა სწორდება, მანამდე კი ქართველი ახალგაზრდა სრულფასოვან კალათბურთელად 20 წლამდე ვერ ყალიბდებოდა. ამას შესაძლოა, ობიექტური მიზეზებიც ჰქონდეს, მაგალითად, პირობების არქონა, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. ისევე, როგორც ირანში, საქართველოშიც სხვა ვითარება იქნებოდა, მეტი უცხოელი მწვრთნელი რომ ჩამოდიოდეს, ხშირად ტარდებოდეს კემპები, მწვრთნელ-მოთამაშეები ევროპულ გამოცდილებას ეზიარებოდნენ.

ჩამოყალიბებულ საკალათბურთო ქვეყნებში, მაგალითად, სერბეთში, ყველაზე სერიოზულად 10-იდან 16 წლამდე ასაკის კალათბურთელებს ეკიდებიან. სწორი ვარჯიშით ისინი 17-18 წლისანი უკვე სრულფასოვან კალათბურთელებად ყალიბდებიან.

- ირანში ცხოვრებას როგორ შეეგუე?

- ვიდრე აქ ჩამოხვალ, გგონია, რომ ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდაა. ბარსელონას და მადრიდს ვერ შევადარებ, მაგრამ სადაც ვყოფილვარ, თეირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. აქ ყველაფერია. ხალხიც ძალიან მომწონს. ცუდ სიტყვას ვერ გაიგებ, ზრდილობიანები არიან.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ირანში კარიერას მომავალ სეზონშიც სიამოვნებით გააგრძელებდი...

- მეც ამას ვფიქრობ. 40 წლამდე თამაში რომ შემეძლოს, ირანში დავრჩებოდი. დავიწყოთ იქიდან, რომ აქ ხელფასი წუთითაც არ დაუგვიანებიათ. ევროპაში კი ახლაც არის ორი კლუბი, რომელსაც ჩემი დავალიანება აქვს. მათ შორის - ესპანეთში. გარდა პირობებისა, აქ მწვრთნელი ბოლომდე მენდობა, შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მაძლევს და რაც მთავარია - თამაში სიამოვნებას მანიჭებს.

კარიერაში პირველად მიწევს საკუთარი ზურგით ამა თუ იმ ტიტულის მოგება. აქამდე მხოლოდ იტალიურ "ბენეტონთან" ერთად მივაღწიე ჩემპიონობას. მაშინაც ძალიან ცოტას ვთამაშობდი. NBA-შიც ნაადრევად მომიწია წასვლა (ამ თემას ამავე გვერდზე ვრცლად შევეხებით)...

ნაკრები

- კლუბში კარგი გამოსვლა ყოველთვის აისახება ამა თუ იმ კალათბურთელის სანაკრებო შედეგებზე...

- შარშან, ევროპის ჩემპიონატზეც, კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ ისეთში არა, როგორშიც ახლა ვარ. "მაჰრამში" ფიზიკურად ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ. გარდა ამისა, მაქვს საკმარისი სათამაშო პრაქტიკა, მოვაგროვე გამოცდილება და მგონია, რომ სანაკრებო მატჩებისას წლეულს უკეთეს ფორმაში ვიქნები. ერთი სული მაქვს, ეროვნულ გუნდს როდის შევუერთდები.

- 2013 წლის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში იმართება, სადაც ევროპული კარიერა დაიწყე...

- ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, მენატრება. ლუბლიანა მშვენიერი ქალაქია. იქ კიდევ ერთხელ მოხვედრის შანსი ჩემთვის დამატებითი სტიმული იქნება. სხვათა შორის, სლოვენიელებსაც ძალიან უყვართ ქართველები. ეს 2000-იანი წლების დასაწყისშიც იგრძნობოდა, როცა "სლოვანში" მე, კეიდია, უგრეხელიძე და ტუღუში ვთამაშობდით.

- ექვსი ქვეჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველ-მეორეადგილოსნები და საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი გავა...

- სლოვენიაში მოხვედრის რეალური შანსი გვაქვს. ჰოლანდიაზე, ლატვიასა და რუმინეთზე მაღლა ვდგავართ. ვფიქრობ, გასულ ევრობასკეტზე მიღებული გამოცდილების შემდეგ კიდევ უფრო შთამბეჭდავად ვითამაშებთ. ბოსნია კარგი ნაკრებია, მაგრამ მათზე წინ წასვლაც შეგვიძლია.

ვიცნობ მათ ლიდერ ტელეტოვიჩს, რომელიც მაღალი დონის მოთამაშეა. ჰოლანდიის ნაკრებში კი ორთან ძალიან ახლოს ვარ - გაძურიჩსა და ელსონთან. ამ უკანასკნელთან ერთად "დენვერში" არაერთი სეზონი გავატარე. როცა სიტყვა "გამოცდილებას" ვახსენებ, იმასაც ვგულისხმობ, რომ უკვე ვისწავლეთ: ნებისმიერ მეტოქეს ისე უნდა მიუდგე, როგორც ფავორიტს. გარკვეული მიზნის მიღწევისთვის ყველა მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება და სტაბილურობაა საჭირო.

- ნაკრებში მუშაობას აგრძელებს იგორ კოკოშკოვი...

- მუშაობის პროცესში შეიძლება იყოს გარკვეული პრეტენზია, მაგრამ იგორ კოკოშკოვის შრომა ზოგადად რომ შევაფასოთ, მისდამი არ შეიძლება ვინმეს სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს. საქართველოს ნაკრებს ხომ საუკეთესო შედეგი სწორედ მის ხელში აქვს. მზარდი სპეციალისტია.

დაკარგულივით...

მართალია, ირანის ჩემპიონატი ესპანეთისას ვერ შეედრება, მაგრამ როგორც თავად ნიკა ამბობს, სწორედ სპარსეთში იპოვა ის, რასაც აქამდე ეძებდა - სათამაშო პრაქტიკა და თვითრწმენა.

- აქ 30-35 წუთს ვთამაშობ. სწორედ ეს მჭირდებოდა, რომ თავდაჯერება შემმატებოდა. როცა კალათბურთელი 10-15 წუთს თამაშობს, საკუთარ შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოავლენს. ეს ფსიქოლოგიაზეც ვერ იმოქმედებს დადებითად.

ამას წინათ დავინტერესდი და კარიერის ყველა მატჩს გადავხედე. აღმოჩნდა, რომ სადაც 25-ზე მეტი წუთი მაქვს მოედანზე გატარებული, ყოველთვის კარგად ვითამაშე.

ყველაფერი 2002 წლიდან დაიწყო...

ორი-სამი წელი კიდევ ევროპაში რომ დავრჩენილიყავი, მეტი სათამაშო პრაქტიკა მქონოდა და ამერიკაში მერე წავსულიყავი, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. NBA-დან დაწყებული, თავდაჯერება ვერ მოვიპოვე. ახალგაზრდულ ასაკში თავიდანვე დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ბევრს ითხოვდნენ, ჯერ ნოვიცკის მადარებდნენ, შემდეგ გასოლს. მე კი შესაძლებლობების გამოსავლენად მეტი ყურადღება მჭირდებოდა, დაკარგულივით ვიყავი.

კლუბის ხელმძღვანელი რომ ვყოფილიყავი, ახალბედას ცალკე მწვრთნელს დავუქირავებდი, ინდივიდუალურად მოვამზადებდი. სამწუხაროდ, ყველაფერს გვიან მივხვდი. ამერიკაში საკუთარ თავს შენ უნდა მიხედო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ