წლევანდელი მსოფლიოს თასის ეტაპებზე ნინო სალუქვაძემ პირველი მედალი და ამასთან, მსოფლიოს სუპერთასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. ეს ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს თასის ბოლო - მეოთხე ეტაპზე მოხდა, სადაც ჩვენებურმა გუშინ სპორტული პისტოლეტით ისროლა...

წლევანდელი მსოფლიოს თასის ეტაპებზე ნინო სალუქვაძემ პირველი მედალი და ამასთან, მსოფლიოს სუპერთასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. ეს ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს თასის ბოლო - მეოთხე ეტაპზე მოხდა, სადაც ჩვენებურმა გუშინ სპორტული პისტოლეტით ისროლა და ბრინჯაოს "გაარტყა". მართალია, სუპერფინალის ლიცენზიას მხოლოდ პირველ-მეორე ადგილებზე გასულები იღებენ, მაგრამ ტურნირის გამარჯვებულს, ბულგარელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მარია გროზდევას და ფრანგ ვერცხლის მედალოსან სელინ გობერვილეს იგი მოპოვებული ჰქონდათ და, წესისამებრ, ამოქმედდა ადგილმონაცვლეობის პრინციპი.

ბელგრადული შეჯიბრება ჩვენმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა სტაბილურად ჩაატარა - შესარჩევი ეტაპიც მესამე ადგილზე დაასრულა, ფინალური სერიაც და მთლიანად ტურნირიც.

შესარჩევში სალუქვაძემ უფრო ძლიერად პირველი ნახევარი ჩაატარა, სწრაფ სროლებში კი ოდნავ გააურესა შედეგი. ტურნირი კი მართლაც მშვენივრად დაიწყო და რომ არა ერთი ნავსიანი 9-იანი პირველივე სერიაში, ასპროცენტიანი შედეგი ექნებოდა, ისე კი 99 ქულა დააგროვა. სამწუხაროდ, მომდევნო სერიებში ოდნავ მოუკლო შედეგიანობას - 97 და 98 დააგროვა და ეს ნახევარი 294 ქულით დაამთავრა. სწრაფ სროლებში 96, 97 და 99 გააკეთა, ეს სერია 292-ით დაამთავრა და ჯამში 586 ქულა მოუგროვდა. ამდენივე აღმოაჩნდა ბულგარელ ანტოანეტა ბონევას, მაგრამ მან დამატებით სროლებში ერთი ქულით აჯობა ჩვენებურს და მეორეზეც გავიდა, სალუქვაძე კი მესამეზე დარჩა.

საკვალიფიკაციო 588 ქულით გამარჯვება გობერვილემ მოიპოვა, ჩვენებურს კი 585 ქულით კვალში ნაკლებად ცნობილი იაპონელი იუკარი მორი და პოლონელი სლავომირა სცეპეკი ჩაუდგნენ. 584 ქულით მეექვსე სერბი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი იასნა სეკარიჩი იყო, ყველა ტურნირის ფავორიტი გროზდევა კი ამდენივე ქულით მხოლოდ მეშვიდეზე `თვლემდა~. ფინალურ ოქტეტს წლევანდელ მსოფლიოს თასებზე თავგამოჩენილი ყაზახი ზაურეშ ბაიბუსინოვა კეტავდა.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გროზდევამ ფინალში გამოიღვიძა და 206,7-ით პირველ ადგილზე ისკუპა. ფინალში მეორე შედეგი ფრანგს აღმოაჩნდა - 202,6, მესამე კი სალუქვაძეს - 202,3. საბოლოოდ, გროზდევამ ჯამში 790,7 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. გობერვილეს 790,6 ჰქონდა, რითაც დუბლის გაკეთების შანსი დაკარგა - პირველიდან მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. სალუქვაძემ ჯამში 788,3 მოაგროვა და ბრინჯაოსთან ერთად სუპერფინალის საგზური მიიღო. მეოთხეზე სეკარიჩი გავიდა 786.0-ით, მეხუთე კი ბონევა იყო 785,8-ით.

სალუქვაძე ფინალში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაშიც გავიდა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო - 481,7-ით მერვე ადგილზე გავიდა. აქ ჩემპიონი გობერვილე გახდა - 487,5, ვერცხლი ბონევამ მოიპოვა 487,4-ით, ბრინჯაო კი უკრაინელმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა ირგუნა 487,3-ით.

ბელგრადში პნევმატური იარაღიდან ლევან ქადაგიძემაც ისროლა. მან საკუთარი რეკორდი ვერც ახლა გაიმეორა, მაგრამ ადრინდელივით სტაბილური შედეგი ჰქონდა. მეტიც - ახლა ცოტა უკეთ ისროლა, ვიდრე წინა ანალოგიურ ტურნირზე ამერიკულ ფორტ ბენინგში და მაშინდელი მაჩვენებელი სამი ქულით გააუმჯობესა - 568 ქულა დააგროვა. ასეთივე შედეგი მსროლელთა დიდ ჯგუფს აღმოაჩნდა, თუმცა ქადაგიძე მათთან დამატებით სერიაში დამარცხდა და საბოლოოდ 84 მონაწილეს შორის 63-ე ადგილზე გავიდა.

წლევანდელი მსოფლიოს თასები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ტურნირებია. მისასალმებელია, რომ ასეთი დიდი შეჯიბრების წინ სალუქვაძემ მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობა ამ სახეობაში ოლიმპიური პრინციპით - ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და წესისამებრ, მუდამ სალიცენზიოა. გამონაკლისი არც წლევანდელი ჩემპიონატი იქნება, რომელიც აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე მიუნხენში გაიმართება. ცოტა მოგვიანებით - ოქტომბრის ბოლო კვირაში იგივე ქალაქი მსოფლიოს თასის ფინალურ ტურნირსაც უმასპინძლებს.

ირაკლი თავაძე

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის