ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვებით ქვეყნის ჩემპიონმა "ოლიმპმა" ლიდერის პოზიცია კვლავაც განიმტკიცა: თემურ მახარაძის გუნდმა არცთუ იოლ გამარჯვებას ექს-ჩემპიონ "ვიტ ჯორჯიასთან" მიაღწია...

ოლიმპი 2

ვიტ ჯორჯია 1

15.09. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი

1:0 ქავთარაძე (35), 1:1 ლიპარტია (37. ჯანელიძის პასით), 2:1 ბერიაშვილი (57)

ოლიმპი ვიტ ჯორჯია

4-2-3-1 4-2-3-1

ბედიაშვილი ძაძამია

თ. ღონღაძე ბეჭვაია

ა. კვახაძე ადამაძე

რეხვიაშვილი კასრაძე

ჯაფარიძე ღანიაშვილი

რაზმაძე ვასაძე

ქავთარაძე გურეშიძე

ი. მოდებაძე კლიმიაშვილი

დ. ბოლქვაძე ჯანელიძე

გეწაძე ზაქრაძე

ბერიაშვილი ლიპარტია

ოლიმპი

63. მოდებაძე - დობროვოლსკი

76. ბოლქვაძე - ჭელიძე

84. ჯაფარიძე - ქემოკლიძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ახალკაცი, ხოჭოლავა

ვიტ ჯორჯია

23. ვასაძე - მაისაშვილი

64. ზაქრაძე - ჩიმაკაძე

79. კლიმიაშვილი - კორიფაძე

სათადარიგოები: რეჭია, დვალაშვილი, ჭანკვეტაძე, გოგიაშვილი

გაფრთხილება: ღანიაშვილი (27), ღონღაძე (52), ადამაძე (83), ლიპარტია (87)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)

ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვებით ქვეყნის ჩემპიონმა "ოლიმპმა" ლიდერის პოზიცია კვლავაც განიმტკიცა: თემურ მახარაძის გუნდმა არცთუ იოლ გამარჯვებას ექს-ჩემპიონ "ვიტ ჯორჯიასთან" მიაღწია. ურიგო თამაში ნამდვილად არ ყოფილა: ტემპსაც არა უშავდა, ფეხბურთელებს მონდომებასაც ვერ დავუწუნებდით, მაგრამ აი, საშემსრულებლო ოსტატობის რა მოგახსენოთ. ყოველ შემთხვევაში, ორივე გუნდის ფეხბურთელებს ხშირ ეპიზოდებში ელემენტარული შეცდომები მოსდიოდათ (განსაკუთრებით _ დამაგვირგვინებელ ფაზაში); თუმცა, ყოველივე ეს ხომ ქართული ფეხბურთის არახალი სენია...

...წინა ტურთან შედარებით ორივე გუნდის ძირითადში გარკვეული ცვლილებები ვიხილეთ: მასპინძელთა შორის, როგორც სავარაუდო იყო, დავით ბოლქვაძე გამოჩნდა, აი, სტუმართა გუნდში კი ტრავმირებული არდალიონ მიქაბერიძის ადგილი დებიუნტანტმა მეკარემ გიორგი ძაძამიამ დაიკავა; თუმცა, "ვიტ ჯორჯიას" პრობლემები ამით არ ამოწურულა: პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი ვასაძე.

ამის გამო, სტუმართა თავკაცს მერაბ კოჭლაშვილს თავისი გუნდის სათამაშო სქემის გადაწყობა მოუხდა: მანამდე ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოასპარეზე ჯაბა ლიპარტიამ ოდნავ უკან დაიხია, ხოლო მის ადგილზე ბექა ზაქრაძე გადავიდა, ვინც თავდაპირველად მარცხენა გარემარბის ფუნქციებს ასრულებდა. ეს ყველაფერი 23-ე წუთზე მოხდა, მანამდე კი მოედანზე "ოლიმპი" დომინირებდა და მასპინძლებმა ამ დრომდე, სულ მცირე, 3 სახიფათო მომენტიც შექმნეს მეტოქის კართან: ჯერ ირაკლი მოდებაძე შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა, შემდეგ კი იმავე მოდებაძის პასით გიორგი ბერიაშვილი თავური დარტყმით ცდილობდა ყოფილი თანაკლუბელების დამწუხრებას, მაგრამ გიორგი ძაძამიამ იმარჯვა.

აი, მესამე ეპიზოდში კი "ვიტ ჯორჯიას" მეკარემ საკუთარი გუნდი აშკარა ხიფათს გადაარჩინა: გიორგი ქავთარაძე 30 მეტრიდან ბურთს მეტოქის კარის "ცხრიანში" უმიზნებდა, მაგრამ, მეკარემაც არანაკლებ იყოჩაღა და ჩინებული ნახტომით ეს სახიფათო მომენტი განმუხტა. "ოლიმპის" შეტევები არც ამის მერე შეჩერებულა და "წინა პლანზე" ამჯერად უკვე მასპინძელთა მცველები გამოვიდნენ. თემურ ღონღაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გიორგი რეხვიაშვილი მახვილი კუთხიდან ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ რთული მდგომარეობიდან ბურთი კარში ზუსტად ვერ გაგზავნა.

სამაგიეროდ, ქავთარაძეს დაუფასდა აქტიური და, რაც მთავარია, ერთობ სასარგებლო თამაში: "ოლიმპის" ახალწვეულმა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდის შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა და ამჯერად უკვე გოლითაც გამოირჩა. თანაც, ყველაფერი ეფექტურად შეასრულა: მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან "ერთი შეხებით" ბურთი ზუსტად დაარტყა! მოკლედ, გოლი აშკარად ლოგიკური იყო, თუმცა სტუმრები არ დაბნეულან და პირველივე კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულეს.

ყველაფერი კი ასე მოხდა: "ოლიმპის" მცველების შეცდომის შემდეგ ჯაბა ლიპარტია ბურთიანად სწრაფად დაიძრა, მერე ეფექტური კომბინაცია გაითამაშა დავით ჯანელიძესთან და უკვე მეტოქის საჯარიმოში შესულმა ასევე ყოფილი თანაკლუბელი გრიგოლ ბედიაშვილი უშანსოდ დატოვა. ტაიმის ბოლომდე სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, აი, შეხვედრის მეორე ნახევრში კი მართლაც უამრავი მომენტი ვიხილეთ. ოღონდ, წინდაწინ უნდა ითქვას, რომ აქედან მხოლოდ ერთი იყო შედეგიანი: ჩინებულ ფორმაში მყოფმა გიორგი ბერიაშვილმა ძალისმიერ ბრძოლაში აჯობა მეტოქის მცველს და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

"ოლიმპს" მანამდეც შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ლუკა რაზმაძისა და დავით ბოლქვაძის დარტყმებს სიზუსტე აკლდათ. გატანილი გოლის მერე მასპინძლები, ცოტა არ იყოს, მოდუნდნენ და სტუმართა ახალგაზრდულმა გუნდმა ერთი-ორჯერ მწვავედაც შეუტია: პირველ ეპიზოდში ირაკლი კლიმიაშვილის ჩაწოდების შემდეგ "ოლიმპის" მცველები შეცდნენ და ბოლოს ძლივს განმუხტეს სიტუაცია, მეორე შემთხვევაში კი დავით ჯანელიძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

სხვათა შორის, მასპინძელთა დაცვის ხაზი გუშინდელ მატჩში არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და შეცდომებიც ხშირი იყო; ყოველ შემთხვევაში, სტუმრებს ორი ხელსაყრელი მომენტი კიდევ ჰქონდათ: ბესიკ ჩიმაკაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარსზემოთ დაარტყა, შემდეგ კი ჯანელიძე-ლიპარტიას სახიფათო კომბინაცია გიორგი რეხვიაშვილმა განმუხტა. თუმცა არც მასპინძლები ყოფილან უქმად და გიორგი ბერიაშვილს "დუბლის" შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი მიზანს ააცილა. ორი მომენტი შეექმნა ლუკა რაზმაძესაც, ოღონდ, "ოლიმპის" ნახევარმცველმა ჯერ ბერიაშვილის ფლანგურ გადაცემას ვერ მიუსწრო, შემდეგ კი რევაზ გეწაძის გამჭოლ პასს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება