"თბილისობას" გულშემატკივრები დიდ საფეხბურთო ზეიმსაც ელიან. საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა გარდა, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებებიც მიიღებენ მონაწილეობას...

"თბილისობას" გულშემატკივრები დიდ საფეხბურთო ზეიმსაც ელიან. საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა გარდა, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებებიც მიიღებენ მონაწილეობას, სწორედ "თბილისობის" დღეს უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ იგეგმება თვით პელეს ჩამოსვლაც. "ფეხბურთის მეფემ" ოთხთა ტურნირის გამარჯვებულს მისივე სახელობის თასი უნდა გადასცეს...

თუმცა, სამწუხაროდ, ის არის, ამ ტურნირის საკითხი ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული. არადა, სამხრეთამერიკული მხარე ნიკო პატარქალიშვილს კონტრაქტების გაფორმებას სთხოვს...

დიეგო მარადონას ჩამომყვანმა პატარქალიშვილმა გუშინ კიდევ ერთი პრესკონფერენცია გამართა და სიახლეებზე ისაუბრა. მასმედიასთან შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო "ძველ მეტეხში" გაიმართა, პატარქალიშვილმა ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ერთი ახალი წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი წარგვიდგინა.

"საორგანიზაციო კომიტეტს კიდევ ერთი ახალი წევრი, ყველასათვის კარგად ცნობილი, გელა კეტაშვილი დაემატა. ის ფეხბურთიდან ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია. ასეთი ადამიანები დღეს ჩვენს ფეხბურთს სჭირდება და სიამოვნებით ამოგვიდგა მხარში", - აღნიშნა ნიკო პატარქალიშვილმა და ტურნირის შესახებ ისაუბრა.

"ზაფხულში ქვეყნის პრეზიდენტს წერილი გავუგზავნეთ, რომელშიც ვთხოვეთ, ეს საერთაშორისო ოთხთა ტურნირი მისი პატრონაჟით ჩატარებულიყო. უკვე ვიცით, რომ ჩემი ეს წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა და იმედია, მინისტრთან მალე გვექნება შეხვედრა. დრო არ ითმენს, არგენტინული მხარე კონტრაქტის გაფორმებას ითხოვს, რისთვისაც ამ ტურნირის ორგანიზებისთვის საჭირო თანხიდან. გარკვეული ფინანსებია საჭირო. ქვეყნის პირველმა პირმა ფეხბურთი პრიორიტეტად გამოაცხადა და იმედი გვაქვს ის საჩუქარს გაუკეთებს ქართველ ხალხს, და თბილისობის დღესასწაულზე ლამაზ საფეხბურთო ზეიმს გვაჩუქებს. თბილისის მერიასაც მივმართეთ დახმარების თხოვნით, პასუხი ჯერ არ მიგვიღია და იმედი გვაქვს მხარში დაგვიდგებიან. ეს საფეხბურთო კვირეული იქნება, რომელიც არა მარტო ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ავტორიტეტს გაზრდის. მიმზიდველ გარემოს შექმნის ტურიზმის, კულტურისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარებას. სულ ამ ტურნირის ორგანიზებისთვის 800 ათასამდე დოლარია საჭირო. იმედია ხელისუფლება მწვანე შუქს აგვინთებს და კომპანიებიც მხარში დაგვიდგებიან, რადგან მათი პროდუქციის რეკლამისთვის ეს ტურნირი საუკეთესო საშუალება იქნება. ყავა "პელეს" მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლობა ჩაერთვება ამ პროექტში და მათ სხვა ფირმებიც მიბაძავენ".

როგორც ნიკო პატარქალიშვილმა აღნიშნა ეს ტურნირი სხვა კეთილ საქმეებსაც არგებს და ახალი პროექტების წინაპირობა გახდება.

"საპატრიარქოში მამა დავითთან მქონდა შეხვდრა. ამ ტურნირის ჩატარებით გვინდა გარკვეული წვლილი შევიტანოთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც მახათას მთაზე მიმდინარეობს. ეს გათამაშება სხვა კეთილ საქმესაც მოემსახურება - ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას. ტურნირის სლოგანი ასეთი იქნება - ფეხბურთი ნარკომანიის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ პარალელურად, ახალ პროექტზე ვიმუშაოთ. ქართულ-არგენტინული საფეხბურთო აკადემია გვინდა გავხსნათ, რომელსაც გელა კეტაშვილი უხელმძღვანელებს. ამ აკადემიაში ქართველი და არგენტინელი მწვრთნელები იმუშავებენ. არგენტინელ სპეციალისტებს თავად სეზარ ლუის მენოტი გამოგვიგზავნის. აკადემიის მთავარი ოფისი თბილისში იქნება. რეგიონებში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და თელავში ფილიალებს გავხსნით. სხვათა შორის, 2005 წელს თელავის "კახეთის" მთავარ მწვრთნელად სერხიო ბატისტას ჩამოყვანაზე სერიოზული მოლაპარაკება გავმართეთ, პირობებზეც შევთანხმდით, მაგრამ ფინანსური საკითხი ვერ მოგვარდა და ეს გარიგება არ შედგა. დღეს სერხიო ბატისტა ნაკრების თავკაცია. არა და იყო შანსი მას თელავში ემუშავა".

ტურნირის მნიშვნელობაზე კეტაშვილმაც ილაპარაკა: "ეს ტურნირი ჩვენი ფეხბურთისა და მთლიანად ქვეყნისთვის, სხვადასხვა ასპექტში დიდად სასარგებო იქნება. ნიკო პატარქალიშვილმა ყველაფერი გააკეთა რაც მას ევალებოდა. ყველაფერი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და შეთანხმებული. ახლა მთავარია ეს შეთანხმება ქაღალდზე გადავიდეს, რისთვისაც ფინანსები და გარანტიებია საჭირო. არა და ამ ტურნირის ორგანიზებისა და პელეს სტუმრობისთვის 800 ათასი დიდი კი არა, პირიქით მისაღები თანხაა. ოთხთა ტურნირი 6 მატჩს მოიცავს და გონიერი მენეჯმენტის შემთხვევაში დახარჯულ თანხაზე მეტი შემოვა გათამაშების მატჩებიდან. ასე რომ, პროექტი წამგებიანი არ არის, თანაც სხვა კეთილ საქმეებს, სხვა ახალი პროექტებისა და ინიციატივების საფუძველი გახდება. დრო არ ითმენს და იმედი გვაქვს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე