პირველივე ფრეიმებიდან სნუკერისტებმა არანორმალური ტემპი აკრიფეს: ერთი შეცდომა მათ პარტიის წაგებად უჯდებოდათ
სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატს ახალი გამარჯვებული ეყოლება. მერვედფინალში ერთი გამორჩეული წყვილი იყო: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯონ ჰიგინსი სტივენ ჰენდრის წინააღმდეგ.

ისინი ოცდამეთექვსმეტედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჯონს მცირე უპირატესობა ჰქონდა - 18:17. რთული იყო 36-ე დუელის წინ ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება.

რა თქმა უნდა, ბოლო დროს ჰიგინსი უკეთ გამოდის, მაგრამ ამ ჩემპიონატზე მან დიდი გაჭირვებით გაიარა პირველი ბარიერი - 9:9-ზე მოიგო გადამწყვეტი ფრეიმი. შოტლანდიელმა აღიარა, რომ თავად არ იცის, როგორ გადარჩა იმ მატჩში. ჰენდრიმ კი პირიქით, შესანიშნავი სნუკერი აჩვენა სტიუარტ ბინემთან პირველი წრის შეხვედრაში.

სხვათა შორის, პირველი წრის მატჩებში ორივეს ერთგვარი იუბილე ჰქონდა: ჰენდრიმ კარიერაში 775-ე ასიანი ბრეიკი გააკეთა, ჯონმა კი უფრო ადრე მე-500 “სენჩური” დააფიქსირა.

პირველივე ფრეიმებიდან სნუკერისტებმა არანორმალური ტემპი აკრიფეს: ერთი შეცდომა მათ პარტიის წაგებად უჯდებოდათ.

ტაქტიკური ბრძოლისა და ნერვული დასასრულის მოყვარულებმა დიდად ვერ ისიამოვნეს, რადგან ფრეიმების უმრავლესობა მაგიდასთან ერთი მისვლით სრულდებოდა. პირველი სესია ჰენდრის გამარჯვებით დასრულდა - 5:3. ორივე სნუკერისტს ბრწყინვალე მაჩვენებელი ჰქონდა: შედეგიანობის 94 და 93 პროცენტი.

მეორე სესია ჰენდრის ბენეფისად იქცა. მან გააგრძელა, პრაქტიკულად, იდეალური სნუკერის დემონსტრირება - სწორედ ისეთის, რამაც მას მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ტიტული მოუპოვა და რითაც 90-იან წლებში, პრაქტიკულად, დაუმარცხებელი იყო. მოქმედმა ჩემპიონმა მხოლოდ ერთი ფრეიმი აიღო, ჰენდრიმ - შვიდი და მესამე სესიის წინ 12:4 დაფიქსირდა.

თამაში მეორე დღეს განახლდა და ჰენდრიმ გამარჯვების მომტანი მე-13 ფრეიმი აიღო და მეოთხედფინალში გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა