რატომ არ სურს საქართველოს ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს სამშობლოში თამაში
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, 31 წლის მალხაზ ასათიანმა, მას შემდეგ, რაც 2010 წლის მიწურულს კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო მოსკოვის "ლოკომოტივი" დატოვა, ფაქტობრივად, ფეხბურთელის კარიერაც დაასრულა.

ამ ხნის განმავლობაში უგუნდოდ მყოფი ასათიანის მომავალს არაერთ რუსულ თუ ქართულ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა და, როგორც ჩანს, ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გახმოვანება გადაწყვიტა.

მშობლიურ ქუთაისში მყოფ მალხაზს რუსული "სოვეტსკი სპორტი" დაუკავშირდა და ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

- რუსული ენა ნელ-ნელა მავიწყდება, - აღიარა ასათიანმა, რომელიც წელიწადზე მეტია, ქუთაისში იმყოფება. - მშობლიურ ქალაქში ყოფნით ვხარობ. გაზაფხული დაგვიდგა, ვსეირნობ, ვერთობი...

- თქვენი ოჯახური მდგომარეობა ხომ არ შეიცვალა?

- როგორც ადრე, ახლაც დასაოჯახებელი ვარ.

- აფსუს, რა "ჯიგიტი" ცდება!

- საქმე სტატისტიკაშია. სტატისტიკურად, ვიღაც მარტოხელა ხომ უნდა იყოს...

- ფორმას ინარჩუნებთ?

- ზოგჯერ დავრბივარ, ბურთს ვაგორებ...

- ზედმეტი რამდენი კილოგრამი მოგემატათ?

- რაღაც საოცრება მოხდა. ეს ერთი წელია, შესამჩნევად გავხდი. არადა, როდესაც "ლოკომოტივში" ვთამაშობდი, ზედმეტ წონასთან ბრძოლა მიწევდა. ახლა კი ეს პრობლემა აღარ მაქვს.

- თქვენი ვერსიით, რა არის ამის მიზეზი?

- ალბათ, საკვები პროდუქტების ხარისხმა იმოქმედა. ქუთაისში ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. აქ ვერ ნახავთ პროდუქტებს სპეციალური დანამატებით, რომელიც შემდეგ ცხიმად გარდაიქმნება.

- კარიერის დასრულების შესახებ გამოცხადებისთვის ხომ არ ემზადებით?

- ალბათ, კი. ამის ალბათობა - 90-95%-ია. თამაში რომც დავიწყო, ის ტოპ-დონის მაინც ვეღარ იქნება, რადგან უფეხბურთოდ უკვე წელიწადზე მეტი გავატარე. უწინდელი ფორმის დაბრუნება ურთულესი იქნება.

- რა უნდა მოხდეს, რომ მოედანზე დაბრუნება გადაწყვიტოთ?

- ამბიციურმა კლუბმა ჩემ მიმართ დაინტერესება უნდა გამოთქვას, რომ მეც დავინტერესდე. თუმცა აქამდე ასეთი წინადადებით არავის მოუმართავს და ამიტომ აღარც მოედნისკენ მიმიწევს გული.

- "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ გუნდის მოძიება რატომ გაგიჭირდათ?

- მინდა აღვნიშნო, რომ "ლოკომოტივს" კარგად დავშორდი. ეს 2010 წლის ბოლოს იყო. კონტრაქტი დამიმთავრდა და გუნდში ყველას დავემშვიდობე.

მეგონა, რომ რუსეთის ამბიციური კლუბებიდან შემოთავაზებები მექნებოდა. რუსეთის საზღვრებს გარეთ ან პირველ ლიგაში თამაშზე კატეგორიულ უარს ვამბობდი და ალბათ, სულ ტყუილად.

ვიცადე, ვიცადე, მაგრამ პრემიერლიგიდან სასურველი ვარიანტი არ გამოჩნდა და დროც გაილია. ძნელია ლეგიონერად ყოფნა...

- საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე არ გიფიქრიათ?

- ფეხბურთელებს აქვთ ლამაზი ტრადიცია - კარიერის შინ დასრულება, მაგრამ საქართველოში თამაშისთვის მე მზად არ ვარ - არ მაქვს ამის სურვილი. ეგებ უფრო ძლიერ ჩემპიონატში მიმიწვიონ?

ადგილობრივი კლუბები, რა თქმა უნდა, ინტერესდებიან ჩემით, მაგრამ მათ ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის - ფინანსური.

- მიგაჩნიათ, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება?

- უკვე ვუგებთ ხორვატიას, შოტლანდიას და სხვა მსგავსი დონის გუნდებს. თუმცა ეპიზოდებში მაინც ფეხი გვიცდება. სპეციალისტები კი შემდეგ ასკვნიან: არ გვყოფნის გამძლეობა, სტაბილურობაო...

სამაგიეროდ, საქართველოში ტალანტების მთელი პლეადაა. მათ შორის - ჯანო ანანიძე "სპარტაკიდან". ის მართლაც ნიჭიერია და შესაძლოა, რუსეთის ჩემპიონატში ნებისმიერ დროს გაისროლოს. მაგრამ ისიც ისეთივე არასტაბილურია, როგორც საქართველოს ნაკრები.

ტიფოზი
ნაკრებში თამაშის დროს შენი ბურთან შეხება საკმარისი იყო, რომ ეგრევე ჩანდა ერთი თავით მაღლა იდექი დანარჩენ ფეხბურთელებზე.დაგვიბრუნდი მახო, რა დროს თავის დანებებაა..
eka
vinc cotati mainc icnobs malxaz asatians dametanxmeba ro ampartavneba misgan dzalian shorsaa, es aris didi sulis adamiani, romelic kvelas uangarot exmareba rogorc sheudzlia, da misi gadasackvetia namdvilad ras gaaketebs da rogor.
თემური
ასეთი საფეხბურთო ნიჭის პატრონს ძალიან დიდი ამბიციების ნიჭიც აღმოგაჩნდა, მაგრამ ჭკუა არა... იმაზე მეტი სისულელე რაც შენ გააკეთე შენი თავისთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ძნელი მოსაფიქრებელია... უამრავი სიახრულის მოტანა შეგეძლო და ერთი სიხარულით დაამთავრე კარიერა...ეს არ არის ვაჟკაცური საქციელი... გრცხვენოდეს...
dato
ragindat xalxno kactan misi gadasackvetia itamshebs sakartveloshi tu ara... aska kvelaze magari adaminaia ar vicnob magram xalxisgan gamigia.. me piradad carmatebebs vusruveb am adamians da mjera rom ik itamashebs adre tu gvian sadac tviton inebebs...
vasiko basiladze
ეს სტატია მე არ მგონია იყოს მართალი,თუ სიმართლეა და მართლაც ანებებს თავს ასკა ფეფბურთს ეს მისი საქმეა,სიმართლე ისაა რომ საქართველომ დაკარგა საუკეთესო ფეხბურთელი ძალიან სამწუხაროა,ეხ ასკა ესე არ უნდა წასულიყავი დაგემტკიცებია შენი სიძლიერე ყველასთვის და შემდგომ წასულიყავი,ძალიან მწყდება გული
kuTaiseli
ღმერთმა ნიჭი გიბოძა და და შენ ეს ნიჭი გაანიავე... ეგ მომადლებული ნიჭი შენი კარიერითვის, წარმატებებისთვის, წარმატებებბით მიღწეული მეტი შედგებისთვის და მიღებული შედეგების ქვეყნის საკეთილდღეოდ და საკუთარი საქმის გასანვიტარებლად უნდა გამოგეყენებინა... ამპარტავნება ხომ არ მოგძალებია მალხაზ ბატონო?.....
temo
ასკა ძალიან მიყვარხარ, მაგრამ შენს საქციელს სისულელე და იდიოტიზმი ქვია...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა