ანაკლიაში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სისტემით სხვადასხვა კუთხის 12 წარმომადგენელი მონაწილეობს
ანაკლიაში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სისტემით სხვადასხვა კუთხის 12 წარმომადგენელი მონაწილეობს. საპატიო მიზეზით შეჯიბრებას თავი აარიდეს ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ხურციძემ.

უკვე გათამაშდა ორი ტური. გაუწყებთ მათ შედეგებს: I ტური. მერი არაბიძე - ნაზი პაიკიძე 1:0, სოფიკო გვეტაძე - ნინო ბაციაშვილი 1:0, მადონა ბოკუჩავა - მაია ლომინეიშვილი 0,5:0,5, სალომე მელია - ბელა ხოტენაშვილი, ინგა ხურცილავა - სოფიკო ხუხაშვილი 0:1, ინგა ჭარხალაშვილი - სოფიკო გურამიშვილი 0,5:0,5.

პირველ ტურში განსაკუთრებით მოულოდნელი იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ლომინეიშვილის ყაიმი ბოკუჩავასთან. ყველაზე საინტერესო გამოდგა გვეტაძისა და ბაციაშვილის პარტია ეფექტური დასასრულით.

II ტური. ნაზი პაიკიძე - სოფიკო გურამიშვილი 1:0, სოფიკო ხუხაშვილი - ინგა ჭარხალაშვილი 1:0, ბელა ხოტენაშვილი - ინგა ხურცილავა 1:0, მაია ლომინეიშვილი - სალომე მელია 0,5:0,5, ნინო ბაციაშვილი - მადონა ბოკუჩავა 1:0, მერი არაბიძე - სოფიო გვეტაძე 1:0.

გუშინდელ პაექრობებში თეთრებმა ექვსიდან ხუთ შეხვედრაში იმარჯვეს, ერთი კი ყაიმით დაამთავრეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 18-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონმა ქუთაისელმა მერი არაბიძემ (მწვრთნელი ალეკო არსენიშვილი) პირველ ტურში პაიკიძეს, მეორეში კი გვეტაძეს სძლია და 2 ქულით ხუხაშვილთან ერთად დაწინაურდა.

ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ხოტენაშვილს. შემდეგ მოდიან: მელია, გვეტაძე, ლომინეიშვილი, ბაციაშვილი, პაიკიძე - 1-1, ბოკუჩავა, ჭარხალაშვილი, გურამიშვილი - 0,5-0,5 ქულა. ხურცილავამ ორივე პარტია წააგო.

30 აპრილს მე-3 ტურში ითამაშებენ: გვეტაძე - პაიკიძე, ბოკუჩავა - არაბიძე, მელია - ბაციაშვილი, ხურცილავა - ლომინეიშვილი, ჭარხალაშვილი - ხოტენაშვილი, გურამიშვილი - ხუხაშვილი.

ჩემპიონები მსოფლიოზე, ვიცეები-ევროპაზე

ნინო ხომერიკმა წლეულს 14-წლამდელთა საქართველოს პირველობა მოიგო, შაბათს კი მეორედ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ამჯერად - თექვსმეტწლიანებში.

ბოლო ტურში მან მარიამ ჭოლაძეს მოუგო, 9 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა და მეორე ოქროს მედალი დაიმსახურა. ანა შამათავა დაუზავდა ადა კაკუტიას, 6,5 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილზე გავიდა. მართალია, თეკლა მაჭარაშვილის ძლევით ქულათა მარაგი ნატო იმნაძემაც 6,5-ამდე გაზარდა, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მას ბრინჯაოს მედალი ხვდა.

ვაჟებში ბოლო ტურის შეხვედრები ასე დამთავრდა: ირაკლი ბერაძე - გიორგი ბოსიკაშვილი 1:0, გიგლა ბენიძე - ნიკა ღვამბერია 1:0, ვასილ დოთიაშვილი - ნიკოლოზ ქუმსიაშვილი 0:1. 7,5 ქულით ჩემპიონობა ბერაძემ მოიპოვა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩა ბენიძე. 6,5 ქულით ქუმსიაშვილმა მე-3 ადგილი დაიკავა.

10-წლიანებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

გოგონები. 1. თამარ ესაძე (8), 2. ანასტასია სიდამონიძე (7), 3. თინათინ ცაგურია (7). ბიჭები. 1. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (7,5), 2. ანტონ ნადირაძე (7), 3. დიმიტრი ჯიბუტი (6,5 ქულა).

ჩემპიონები - ესაძე, პეტრიაშვილი, ხომერიკი და ბერაძე მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებენ, ხოლო მეორეადგილოსნები - სიდამონიძე, ნადირაძე, შამათავა და ბენიძე ევროპელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

სამნი ნახჭევანში

რვა ქვეყნის 47 წარმომადგენელი, მათ შორის - 19 დიდოსტატი, მონაწილეობს აზერბაიჯანულ ნახჭევანში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში.

საპრიზო ადგილებისთვის სამი ქართველიც იბრძვის. პირველ ტურში კონსტანტინე შანავამ და შოთა აზალაძემ, შესაბამისად, ხაიალა აბდულას და ანარ ალიაკბაროვს (ორივე - აზერბაიჯანი) სძლიეს, ზურაბ ჯავახაძე კი ურფან სევდიმალიევს (აზერბაიჯანი) დაუზავდა. მეორე ტურში შანავამ ტურკან ჰასანოვა, ჯავახაძემ კი ფარვანა ისმაილოვა (ორივე - აზერბაიჯანი) დაამარცხეს, აზალაძემ კი უზბეკ დიდოსტატ ანტონ ფილიპოვთან გაიყო ქულა.

ტურნირის რეიტინგფავორიტია რუსი ბორის გრაჩევი (2705), რომელმაც 2 ტურში 1,5 ქულა მოაგროვა. 2-2 ქულით შანავასთან ერთად სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი), ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა), გადირ გუსეინოვი, ვუგარ რასულოვი (ორივე - აზერბაიჯანი) და ალექსეი ალექსანდროვი (ბელარუსი) დაწინაურდნენ.

30 აპრილს, მე-3 ტურში, შანავა შავი ფიგურებით იორდაჩესკუს შეხვდება, ჯავახაძე - ბორის გრაჩევს, აზალაძე კი ფიდეს ვერსიით 1999-2000 წლების მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრ ხალიფმანს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cisko
"18-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონმა ქუთაისელმა მერი არაბიძემ (მწვრთნელი ალეკო არსენიშვილი) პირველ ტურში პაიკიძეს, მეორეში კი გვეტაძეს სძლია და 2 ქულით ხუხაშვილთან ერთად დაწინაურდა." ბატონო ვაჟა ანაკლიაში მას პერსონალურად დიდოსტაი ლაშა ჯანჯღავა ეხმარება
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა