"სკავოლინისთან" შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 12-ჯერ მოხსნა, რაც ტურის საუკეთესო მაჩვენებელია
იტალიაში მოთამაშე ქართველებს წარმატებული დღე ჰქონდათ. გაიმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილისა და ტრავმირებული გიორგი შერმადინის "კანტუმ". ასევე, წარმატებას მიაღწია ვიქტორ სანიკიძის "კანადუიან სოლარმა".

ვიქტორ სანიკიძე სულაც ტურის საუკეთესო მომხსნელი გახდა. "სკავოლინისთან" გამართულ შეხვედრაში მან ფარიდან ასხლეტილი ბურთი 12-ჯერ მოხსნა, რაც ტურის 8-ვე შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სანიკიძეს სეზონის მე-12 ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა. მან 8-იდან 4 ორქულიანი და 2-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4-ივე სამიანი კი ააცილა და 9 ქულას დასჯერდა.

9 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად, სანიკიძეს 2 პასი და 1 დაფარებაც ჰქონდა. ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ ქართველ ფორვარდს თავისიანთაგან საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (16) ჰქონოდა.

რაც მთავარია, სანიკიძეს გარჯა დაუფასდა და მისმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ "სკავოლინის" მოუგო - 73:64. ამ მატჩის შემდეგ ეს 2 გუნდი ცხრილში ქულებით გათანაბრდა. "კანადიან სოლარი" და "სკავოლინი" V-VI ადგილებს იყოფენ.

მეორე ადგილს ინარჩუნებს "ბენეტ ჯანტუ". კანტუელებმა იტალიური სერია "ა"-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბიელასთან" სტუმრად დიდი ბრძოლა გადაიტანეს.

მთელი თამაშის მანძილზე მასპინძლები არ ნებდებოდნენ და უმეტესად ისინი ლიდერობდნენ. კანტუელებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე მოახერხეს. საბოლოო ანგარიშია 77:76.

ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მარკოიშვილმა 4-იდან 1 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მანუჩარს 3 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი კი ერთხელაც ვერ მოხსნა.

ნიკა მეტრეველის გარეშე ითამაშა და გათამაშების ლიდერ "სიენასთან" სტუმრად დამარცხდა "დინამო სასარი". ქართველი ფორვარდი თბილისში 2 დღით ჩამოვიდა. მიზეზი სასიხარულოა - ნიკა მეტრეველი მამა გახდა.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა