მომავალი წლიდან ზეპური რაგბის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ზე 14-ის გათამაშება მთლიანად სახეცვლილი იქნება. სანზარ-ის ახალმა პრეზიდენტმა გრეგ პიტერსმა ახალი ტურნირის პრეზენტაციაზე შეჯიბრების ახალი სახელი და ემბლემა წარადგინა...

მომავალი წლიდან ზეპური რაგბის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ზე 14-ის გათამაშება მთლიანად სახეცვლილი იქნება. სანზარ-ის ახალმა პრეზიდენტმა გრეგ პიტერსმა ახალი ტურნირის პრეზენტაციაზე შეჯიბრების ახალი სახელი და ემბლემა წარადგინა. ტურნირის დასახელებიდან ამოღებულია მონაწილე გუნდების რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვი და შეჯიბრებას უბრალოდ "ზე რაგბი" ჰქვია.

"ზეპური რაგბი თვისებრივად ახალ სახეს შეიძენს. გუნდების რაოდენობა თხუთმეტამდე გაიზრდება. ისინი სამ კონფერენციაში განაწილდებიან და შინ და გარეთ ორ-ორჯერ ითამაშებენ (რვა თაამში). თითოეულ გუნდს საშუალება ექნება, სხვა კონფერენციის ოთხ გუნდს გაეჯობროს ასევე ორ წრედ (რვა თამაში). პლეი ოფში ზე რაგბის გამარჯვებულის გამოსავლენად ექვსი გუნდი ითამაშებს", - თქვა მან.

ახალი ფორმატით შეჯიბრება თებერვალში დაიწყება. სამ კონფერენციაში: სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ხუთ-ხუთი გუნდი ორ წრედ დაუპირისპირდება ერთმანეთს. მერე თითოეულ გუნდს საშუალება ექნება, სხვა ორი კონფერენციის ოთხ გუნდს გაეჯიბროს ასევე ორ წრედ.

კონფერენციებში პირველ ადგილზე გასული სამი გუნდი პლეიოფში პირდაპირ ხვდება. მათი მეტოქეები საუკეთესო მაჩვენებლის მქონე დანარჩენი სამი გუნდი იქნება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ექნება, რომელი ადგილი დაიკავა ამა თუ იმ გუნდმა კონფერენციაში. ანუ, მაგალითად, ავსტრალიის კონფერენციიდან პლეი ოფში შეიძლება მოხვდეს როგორც მეორე, ისე მესამე ადგილზე გასული გუნდი, თუ ამ უკანასკნელს სხვა კონფერენციებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.

პლეი ოფში სამი პირველადგილოსნიდან ორი საუკეთესო პირდაპირ ნახევარფინალში გადის. მესამე კი სპლეიოფო ექვსეულში ყველაზე უარესს, ანუ მეექვსე გუნდს ხვდება ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში. შესარჩევ ეტაპს გაივლიან და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მე-4 და მე-5 გუნდები.

ყოველივე ამის შედეგად მატჩების რაოდენობა 94-დან 125-მდე იზრდება. ტურნირი 16 კვირის ნაცვლად 24 კვირას გასტანს. ყველა გუნდი რეგულარული გათამაშების 16 მატჩიდან 12-ს სამშობლოში გამართავს და მხოლოდ ოთხ მატჩს ითამაშებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ტურნირის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ახალი სისტემა რაგბის ქომაგების რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის, რაგბიც განვითარდება და ხაზინაც შეივსება.

ზე რაგბი

I ტური

18 თებერვალი.

ჰარიკენზი-ჰაილენდერზი, რებლზი-ვორათაზი

19 თებერვალი

ბლუზი-კრუსეიდერზი, ბრამბიზი-ჩიფსი, ნატალ შარქსი-ჩიტაზი, ლაიონზი-ბლუ ბულზი, ისვენებს: სტორმერზი

II ტური

25 თებერვალი

ჰაილენდერზი-ჩიფსი, რებლზი-ბრამბიზი, ჩიტაზი-ბლუ ბულზი

26 თებერვალი

ჰარიკენზი-კრუსეიდერზი, ვორათაზი-რედსი, ნატალ შარქსი-ბლუზი, სტორმერზი-ლაიონზი; ისვენებს: ფორსი

III ტური

4 მარტი

კრუსეიდრზი-ვორათაზი, ლაიონზი-ბლუზი

5 მარტი

ჩიფსი-რებლზი, ბრამბიზი-რედსი, ფორსი-ნატალ შარქსი, სტორმერზი-ჩიტაზი, ბლუ ბულზი-ჰაილენდერზი. ისვენებს: ჰარიკენზი.

IV ტური

11 მარტი

კრუსეიდერზი-ბრამბიზი, რებლზი-ნატალ შარქსი, სტორმერზი-ჰაილენდერზი.

12 მარტი

ჰარიკენზი-ჩიტაზი, ფორსი-ბლუზი,

ისვენებენ: ბლუ ბულზი, რედსი და ვორათაზი

V ტური

18 მარტი

ჩიფსი-ნატალ შარქსი, რედსი-რებლზი

19 მარტი

ჰაილენდერზი-კრუსეიდერზი, ბლუზი-ჰარიკენზი, ვორათაზი-ჩიტაზი, ლაიონზი-ფორსი, ბლუ ბულზი-სტორმერზი. ისვენებს: ბრამბზი.

VI ტური

25 მარტი

კრუსეიდერზი-ნატალ შარქსი, რებლზი-ჰარიკენზი.

26 მარტი

რედსი-ჩიტაზი, ჩიფსი-ბლუზი, ბრამბიზი-ვორათაზი, სტორმერზი-ფორსი, ბლუ ბულზი-ლაიონზი. ისვენებს: ჰაილენდერზი.

VII ტური

1 პრილი

ჰაილენდერზი-ბრამბიზი, ვორათაზი-ჩიფსი

2 აპრილი

ბლუზი-ჩიტაზი, ჰარიკენზი-ბლუ ბულზი, ფორსი-რებლზი, ლაიონზი-რედსი, ნატალ შარქსი-სტორმერზი. ისვენებს: კრუსეიდერზი.

VIII ტური

8 აპრილი

ჰაილენდერზი-ჩიტაზი

9 აპრილი

კრუსეიდერზი-ბლუ ბულზი, ბრამბიზი-ჰარიკენზი, ფორსი-ვორათაზი, სტორმერზი-რედსი, ნატალ შარქსი-ლაიონზი. ისვენებენ: ბლუზი, ჩიფსი და რებლზი.

IX ტური

15 აპრილი

ჩიფსი-კრუსეიდერზი, რებლზი-ჰაილენდერზი, ბლუზი-ვორათაზი, რედსი-ბლუ ბულზი, ლაიონზი-სტორმერზი, ჩიტაზი-ჰარიკენზი, ბრამბიზი-ფორსი. ისვენებს: ნატალ შარქსი.

X ტური

22 აპრილი

ბლუზი-რებლზი

23 აპრილი

კრუსეიდერზი-ჰაილენდერზი, რედსი-ვორათაზი, ფორსი-ბლუ ბულზი, ნატალ შარქსი-ჰარიკენზი, ლაიონზი-ჩიფსი. ისვენებენ: ბრამბიზი, ჩიტაზი და სტორმერზი.

XI ტური

29 აპრილი

ჰაილენდერზი-ბლუზი

30 აპრილი

ჰარიკენზი-რედსი, ვორათაზი-რებლზი, ფორსი-კრუსეიდერზი, ჩიტაზი-ბრამბიზი, ბლუ ბულზი-ჩიფსი, სტორმერზი-ნატალ შარქსი. ისვენებს: ლაიონზი.

XII ტური

6 მაისი

ჰარიკენზი-ბლუზი, რებლზი-რედსი, ლიონზი-ჩიტაზი

7 მაისი

ჩიფსი-ჰაილენდერზი, ვორათაზი-ფორსი, სტორმერზი-კრუსეიდერზი, ნატალ შარქსი-ბრამბიზი. ისვენებს: ბლუ ბულზი

XIII ტური

13 მაისი

ჰაილენდერზი-ჰარიკენზი, რედსი-ბლუზი

14 მაისი

ჩიფსი-სტორმერზი, ბრამბიზი-ლაიონზი, ბლუ ბულზი-რებლზი, ჩიტაზი-კრუსეიდერზი. ისვენებენ: ფორსი, ნატალ შარქსი და ვორათაზი.

XIV ტური

20 მაისი

ბლუზი-სტორმერზი

21 მაისი

კრუსეიდერზი-ჩიფსი, ვორათაზი-ლაიონზი, ფორსი-ბრამბიზი, ჩიტაზი-რებლზი, ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი. ისვენებენ: ჰარიკენზი, ჰაილენდრზი და რედსი.

XV ტური

27 მაისი

ჰარიკენზი-ფორსი

28 მაისი

ჰაილენდერზი-ლაიონზი, ბრამბიზი-სტორმერზი, ნატალ შარქსი-ვორათაზი, ბლუ ბულზი-ჩიტაზი, რედსი-კრუსეიდერზი. ისვენებენ: ბლუზი, ჩიფსი და რებლზი.

XVI ტური

3 ივნისი

ჰაილენდერზი-ფორსი, რებლზი-სტორმერზი, ბლუ ბულზი-ვორათაზი.

4 ივნისი

ჰარიკენზი-ლაიონზი, ბლუზი-ჩიფსი, რედსი-ბრამბზი, ჩიტაზი-ნატალ შარქსი. ისვენებს: კრუსეიდერზი.

XVII ტური

10 ივნისი

ჩიფსი-ჰარიკენზი, ბრამბიზი-რებლზი.

11 ივნისი

კრუსეიდერზი-ბლუზი, ვორათაზი-ჰაილენდერზი, ფორსი-რედსი, ლაიონზი-ნატალ შარქსი, სტორმერზი-ბლუ ბულზი. ისვენებს: ჩიტაზი.

XVIII ტური

17 ივნისი

ბლუზი-ჰაილენდერზი, რებლზი-ფორსი.

18 ივნისი

კრუსეიდერზი-ჰარიკენზი, ჩიფსი-რედსი, ვორათაზი-ბრამბიზი, ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი, ჩიტაზი-სტორმერზი. ისვენებს: ლაიონზი.

პლეი ოფი

24-25 ივნისი, ნახევარფინალის შესარჩევი

2 ივლისი, ნახევარფინალი

9 ივლისი, ფინალი

15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...