რობერტო მანჩინის გუნდმა მანჩესტერული დერბი ვენსან კომპანის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო
ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მანჩესტერულ დერბიში "სიტიმ" "იუნაიტედი" დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

ახლა ორივე მანჩესტერულ გუნდს 83-83 ქულა აქვს, თუმცა "სიტის" უპირატესობა გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი ბალანსითაა განპირობებული.

30 აპრილს გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. პირველ ტაიმში ვენსან კომპანი გამოირჩა. მთლიანობაში კი თამაში ლამის სახიფათო მომენტების გარეშე წარიმართა. "სიტის" ის ერთადერთი გოლიც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. კომპანიმ კუთხურის გათამაშების შემდეგ შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წინა დერბი რობერტო მანჩინის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:6 დასრულდა.

37-ე ტურში "სიტი" "ნიუკასლს" სტუმრად ეთამაშება, "იუნაიტედი" კი "სუონსის" მიიღებს. ბოლო ტურში "ქალაქელები" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" ეთამაშება, "წითელ ეშმაკებს" კი მეტოქედ "სანდერლენდი" ეყოლება.

თუკი სატურნირო ცხრილში მანჩესტერული გუნდების მეტოქეთა ადგილებით ვიმსჯელებთ, შედარებით იოლი კალენდარი ალექს ფერგიუსონის გუნდს აქვს - ამჟამად "ნიუკასლი" მეოთხეა, კპრ - მე-17, "სანდერლენდი" და "სუონსი" კი, შესაბამისად, მე-11 და მე-12 ადგილებს იკავებენ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVI ტური

მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 (იხილეთ ვიდეო)

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში, კომპანი, ლესკოტი, საბალეტა - ი. ტურე, ბერი - დ. დილვა (82. რიჩარდსი), ნასრი (90+2 მილნერი), ტევესი (68. დე იონგი) - აგუერო

მანჩესტერ იუნაიტედი (4-5-1): დე ხეა - ფ. ჯონსი, ფერდინანდი, სმოლინგი, ევრა - ნანი (83. ე. იანგი), კერიკი, სქოულზი (78. ვალენსია), პარკი (58. უელბეკი), გიგზი - რუნი

გოლები: 1:0 კომპანი (45)

გაფრთხილება: კომპანი, ი. ტურე, დე იონგი - ფ ჯოუნსი, კერიკი

კარში დარტყმა: 7-2(2-0), კუთხური: 8-8, ჯარიმა: 11-15, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 47 259

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სიტი 36 26 5 5 88-27 83

2. იუნაიტედი 36 26 5 5 86-33 83

3. არსენალი 36 20 6 10 68-44 66

4. ტოტენჰემი 35 18 8 9 59-39 62

5. ნიუკასლი 35 18 8 9 53-46 62

6. ჩელსი 35 17 10 8 62-39 61

7. ევერტონი 35 14 9 12 46-38 51

8. ლივერპული 35 13 10 12 43-37 49

9. ფულჰემი 35 12 10 13 45-48 46

10. ვესტ ბრომ. 36 13 7 16 41-47 46

11. სანდერლ. 36 11 12 13 44-43 45

12. სუონსი 36 11 11 14 43-49 44

13. ნორვიჩი 36 11 10 15 47-63 43

14. სტოკ სიტი 35 11 10 14 33-49 43

15. ასტონ ვილა 36 7 16 13 36-50 37

16. უიგანი 36 9 10 17 38-60 37

17. ქუინზ პარკი 36 9 7 20 40-63 34

18. ბოლტონი 35 10 4 21 41-69 34

19. ბლექბერნი 36 8 7 21 47-75 31

20. ვულვზი 36 5 9 22 38-79 24

ბომბარდირები

28 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 26 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 22 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი) იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი)

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა