ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა თბილისის "დინამოს" შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთა
"ლელოს" 30 აპრილის ნომერში თბილისის "დინამოს" მეპატრონესთან, რომან ფიფიასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს (იხილეთ ვრცლად), როგორც მოსალოდნელი იყო, შესაბამისი აჟიოტაჟი მოჰყვა.

უფრო ზუსტად, იმ საკითხს, "დინამოს" მომავალ მთავარ მწვრთნელს რომ ეხებოდა. კლუბის მეპატრონის სიტყვებით, მომავალი სეზონიდან "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სავარაუდოდ, ქართველი სპეციალისტი იმუშავებს და კონკრეტული გვარიც დასახელდა - კახა ცხადაძე.

ამ უკანასკნელს 30 აპრილს, გვიან ღამით, ბაქოში შევეხმიანეთ და "დინამოსთან" დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"დინამოსთან" მოლაპარაკებას რომ ვაწარმოებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია".

ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს ბაქოს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს (ამ სეზონის ბოლომდე) და აზერბაიჯანის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი უპრინციპულესი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

ასე რომ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irina
ჩემო ნეგრედო, დინამოს სიყვარულში ნუ შემეჯიბრები, დარწმუნებული ვარ როცა მე სტადიონზე დავდიოდი "რუპორით " ხელში შენ მაშინ ძალიან პატარა იყავი. დინამოზე ისე შემდტკივა გული როგორც ჩემს საკუთარ შვილზე და ამიტომაც ვწერ ამ ყველაფერს, რომან ფიფია უსამართლოდ მოექცა ადამიანებს და ეს ყველაფერი ეხლა ისახება დინამოზე,არც მე არ მიხარია ეს,მაგრამ სანამ ბატონი რომანი თვალს არ აახელს მანამდე საშველი არ იქნება და რამდენი ხანი უნდა გავიდეს იმსათვის რომ თავს მხოლოდ იმიტომ უკრავენ და ეთანხმებიან ყველა მის საქციელს რომ მისი ფინანსური მხარე ადარდებთ. მე კიდე ვამბობ ფულით ყველას და ყველაფერს ვერ იყიდა !!! და უკაცრავად თუ გაღიზიანდით ....
დევიდ აირონს
ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება... და გთხოვთ მანდილოსანს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას...
negredo
ნუ იგესლები რა irina,და ნუ შეჭამე ტვინი ამ გესლიანი კომენტარებით..უკვე ყველამ გავიგეთ რომ ფიფია არ მოგწონს..ეჭვი მაქ არც დინამოს გულშემატკივარი იქნები
irina
ძალიან დიდი სურვილი მაქვს,გამომდინარე იქიდან რომ კახი ცხადაძეს მატივს ვცემ,რომ შეცდომა არ დაუშვას და არ დაიღუპოს კარიერა,დინამოში ჩამოსვლით, რომან ფიფია ყველას კოშკებს უგებს და უცბად თუ გადაიტრიალდა ტვინი ისე მოისვრის ადამიანს უკან არ მოიხედავს... გარანტირებული აქვს კახის წინამორბედების ბედი... ასე რომ მე ვაფრთხილებ თუ ჩემს ამ გაფრთხილებას გაითვალისწინებს გამიხარდება !
nika
ინტერი ამათ იტალია გონიათ, აუხსენით სიჭინავას ეს აზერბაიჯანია
nika
კახა შენი ჭირიმე დინამოს შეეშვი, დარჩი იქ სადაცა ხარ, ექსპერიმენტები აღარ გვინდა. დავიღალეთ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა