ნახევარფინალის ოთხ წყვილში ქართველ მორაგბეთა სამმა ფრანგულმა გუნდმა იასპარეზა და ფინალში მხოლოდ ერთმა, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" გააღწია
ევროპის სათასო ბატალიები დასასრულს მიუახლოვდა. ნახევარფინალის ოთხ წყვილში ქართველ მორაგბეთა სამმა ფრანგულმა გუნდმა იასპარეზა და ფინალში მხოლოდ ერთმა, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" გააღწია.

დრამატული გამოდგა დაპირისპირება ყველაზე პრესტიჟული, "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ნახევარფინალში, რომელშიც დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" ირლანდიურ "ლენსტერს" უმასპინძლა და 15:19 დამარცხდა.

"ვულკანებმა" პირველ ნახევარში ბევრად უკეთ ითამაშა, ვიდრე მეორეში და ტაიმი ექვსი ქულის სხვაობით 12:6 მოიგო.

შესვენების შემდეგ ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. ირლანდიურმა გუნდმა ლეგენდარული შუამარბის, ბრაიან ოდრისკოლის მეთაურობით, ინიციატივა მთლიანად ხელთ იგდო და ანგარიშში დაწინაურებაც შეძლო. მასპინძლები მეტოქის დაცვის ხაზს ვეღარაფერს უხერხებდნენ.

თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე გამარჯვების მოპოვება მაინც შეეძლოთ. საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან დაწყებული შეტევის შედეგად კლერმონელები სტუმართა ლელოს მჭიდროდ მიუახლოვდნენ. ჩათვლის მოედნამდე სანტიმეტრებიღა რჩებოდა. ცხრა ნომერმა მორგან პარამ რაკიდან ბურთი შუამარბ ვესლი ფოფანას გაუტანა, რომელმაც ლელოში კი შეაღწია, მაგრამ ბურთი ხელიდან გაუვარდა.

ყოველივე ამით არ დამთავრებულა. ამ ეპიზოდის შემდეგ შერკინება დაინიშნა ირლანდიელთა სასარგებლოდ, თუმცა დაჯარიმდნენ და ბურთი ისევ "კლერმონს" გადაეცა. მორკინალთა რამდენიმე მიძალების შემდეგ რაკში თამაშისას ისინიც დაჯარიმდნენ და თამაშიც დამთავრდა.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. "ლენსტერი" კი ფინალში, "თვიქნემზე", კიდევ ერთ ირლანდიურ კლუბს, "ალსტერს" დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში შინ დაამარცხა შოტლანდიური "ედინბურგი" - 22:19.

ჰაინეკენის თასი

ნახევარფინალი

კლერმონი-ლენსტერი 15:19, ალსტერი-ედინბურგი 22:19

ფინალი

ლენსტერი-ალსტერი

ემლინ ჩელენჯ კაპის გათამაშების ნახევარფინალში ორმა "ქართულმა გუნდმა" ითამაშა. დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შინ დაძაბულ, საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა პარიზული "სტად ფრანსე" - 32:29.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 60 წუთის განმავლობაში უპირატესობას პარიზელები ფლობდნენ. პირველი ტაიმი მათ თერთმეტი ქულის სხვაობით, 19:8 მოიგეს. ტულონელებმა ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე შეძლეს - 26:26. თამაშის დასრულებას ერთი წუთი აკლდა, ანგარიში საყაიმო 29:29 იყო, როცა ინგლისელმა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა არეკნით თავისიანები ფინალში გაიყვანა - 32:29.

ვილკინსონმა ჩვეული ფეხჩუბინობით გამოიჩინა თავი. მან შვიდი საჯარიმო და ორი არეკნი გაიტანა (27 ქულა). ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

"ტულონი" ფინალში ასევე ფრანგულ "ბიარიცს" დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში შინ დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" - 19:0.

ბრიველები საფრანგეთის ჩემპიონატში ელიტური, პირველი დივიზიონიდან გავარდნის პირას არიან და, როგორც ჩანს, ძალები დაზოგეს. ნატრიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 56-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი და ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ჩელენჯ კაპი

ნახევარფინალი

ტულონი-სტად ფრანსე 32:29, ბიარიცი-ბრივი 19:0

ფინალი

ტულონი-ბიარიცი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ბოლოსწინა, 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. უკვე ვწერდით, რომ გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" პირველი ადგილი რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა და პირველი დივიზიონის საგზური მოიპოვა.

მეორე საგზურისთვის კი პლეი ოფში გასული ოთხი გუნდი იბრძოლებს. ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პომ" შინ მოუგო "ოიონაქსს" და პლე ოფში თამაშის უფლება ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ჩვენებურთა ამ გუნდს ახლა 83 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მოუგო თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოს" - 32:26.

ზიბზიბაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 47-ე და 58-ე წუთებზე ორი ლელო გაიტანა; თავიდან ბოლომდე ითამაშა მარგველაშვილმაც; მაგრაქველიძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო; მირცხულავა განაცხადში არ იყო; დადუნაშვილი დისკვალიფიცირებულია.

ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკმა" სტუმრად წააგო "ბეზიესთან" - 20:28. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და 33-ე წუთზე ლელო გაიტანა, ნაცარაშვილი 42-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილმა მოედანზე 16 წუთით მეტი დაჰყო.

II დივიზიონი

XXIX ტური

ბურგუენი-ალბი 47:18, მონ დე მარსანი-ოში 8:3, ბეზიე-ორიაკი 28:20, ექსი-ლა როშელი 31:17, კარკასონი-ნარბონი 6:12, პო-ოიონაქსი 28:12, ტარბი-პერიგო 32:26, დაქსი-გრენობლი 21:6

სატურნირო მდგომარეობა

1. გრენობლი - 105 ქულა, 2. დაქსი - 84, 3. პო - 83, 4. ლა როშელი - 81, 5. მონ დე მარსანი - 79, 6. კარკასონი - 77, 7. ალბი - 67, 8. ოიონაქსი - 64, 9. ოში - 64, 10. ექსი - 62, 11. ტარბი - 60, 12. ნარბონი - 59, 13. ბურგუენი - 57, 14. ორიაკი - 54, 15. ბეზიე - 45, 16. პერიგო - 37.

XXX ტური

პერიგო-ექსი, კარკასონი-ბეზიე, ბურგუენი-დაქსი, ოიონაქსი-გრენობლი, ორიაკი-ლა როშელი, მონ დე მარსანი-ნარბონი, ოში-პო, ალბი-ტარბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ