ანაკლიაში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 69-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის პარტიები გაიმართა
ანაკლიაში გრძელდება საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 69-ე ეროვნული ჩემპიონატი (ტურნირის დირექტორი დათო კოდუა, მთავარი მსაჯი საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი), რომელშიც 12 მანდილოსანი წრიული სისტემით ხვდება ერთმანეთს (საპრიზო ფონდია 13 500 ლარი. I ადგილი - 4000, II - 3500, III - 3000, IV - 2000, V - 1000 ლარი).

30 აპრილს მე-3 ტურის პაექრობები გაიმართა. ექვსიდან ხუთი ორთაბრძოლა ზავით დასრულდა. მშვიდობიანი დღის მყუდროება მხოლოდ საერთაშორისო ოსტატმა ინგა ხურცილავამ (რომელსაც წინა ორი პარტია წაგებული ჰქონდა) დაარღვია. თეთრი ფიგურებით მან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, დიდოსტატი მაია ლომინეიშვილი დაამარცხა.

ყაიმზე შეთანხმდნენ: სოფიო გვეტაძე - ნაზი პაიკიძე, მადონა ბოკუჩავა - მერი არაბიძე, სალომე მელია - ნინო ბაციაშვილი, ინგა ჭარხალაშვილი - ბელა ხოტენაშვილი, სოფიკო გურამიშვილი - სოფიკო ხუხაშვილი.

სამი ტურის შემდეგ: არაბიძე, ხუხაშვილი - 2,5-2,5, ხოტენაშვილი - 2, გვეტაძე, მელია, ბაციაშვილი, პაიკიძე - 1,5-1,5, გურამიშვილი, ჭარხალაშვილი, ლომინეიშვილი, ხურცილავა - 1 ქულა.

- "ანაკლიაში" მოჭადრაკეებს შესანიშნავი პირობები აქვთ შექმნილი შეჯიბრებისა და აქტიური დასვენებისთვის, - გვითხრა იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე არსენიძემ, რომელიც თავის შეგირდს - მერი არაბიძეს ახლავს ჩემპიონატზე. - განსაკუთრებით ზუგდიდის გამგებლის, ამავე ქალაქის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის - ალექსანდრე ქობალიას შეჯიბრების მონაწილეებისადმი ყურადღება და გულისხმიერი დამოკიდებულება მინდა აღვნიშნო.

ჩემპიონატზე პირველი ორი ტური უშეღავათო იყო. დღეს კი მოჭადრაკეებმა, რომლებსაც წინ რვატურიანი მარათონი ელით, საკუთარ თავს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. მთავარი ორთაბრძოლები წინ არის. მჯერა, რომ ქომაგები და სპეციალისტები ტურნირზე არაერთ ლამაზ პარტიას იხილავენ"...

1 მაისს მე-4 ტურში ითამაშებენ: პაიკიძე - ხუხაშვილი, ხოტენაშვილი - გურამიშვილი, ლომინეიშვილი - ჭარხალაშვილი, ბაციაშვილი - ხურცილავა, არაბიძე - მელია, გვეტაძე - ბოკუჩავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე