მუნდიალის შესარჩევ ციკლში ჩვენს მეტოქეს სპარინგზე უარი სომხებმაც სტკიცეს და აზერბაიჯანელებმაც
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ბელარუსის ნაკრებია. გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი კონდრატიევი ახალგაზრდულ ნაკრებში შესანიშნავი მუშაობისთვის დაინიშნა - გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა.

კონდრატიევი საქმეს შეუდგა და გუნდი საკონტროლო შეხვედრებს მიჯრით ატარებს. თუმცა, რამდენჯერაც კავკასიელებთან მოინდომა თამაში, იმდენჯერ კისერი წაიტეხა.

კონდრატიევი სომხებთან დაუდევრად მოიქცა: თებერვალში ნაკრები ანთალიაში მოსამზადებლად წაიყვანა და ჩვენს მეზობლებს საკონტროლო მატჩის თურქეთში გამართვა შესთავაზა. ამან სომხები გააბრაზა და ტაქტიანად აუხსნეს, რომ თურქებთან საუკუნოვანი მტრობის გამო ანთალიაში თამაშს არ აპირებდნენ.

5 ივნისს კი ბელარუსებმა საკონტროლო შეხვედრა აზერბაიჯანელებთან დაგეგმეს, წინასწარი თანხმობა მიიღეს და შეკრებაც დაგეგმეს, მაგრამ 26 აპრილს აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციისგან უარი მიიღეს.

კიდევ ერთი კურიოზი აქ მოხდა - ბელარუსულმა გამოცემა "პრესბოლმა" აზერბაიჯანელებთან მომხდარ გაუგებრობაზე კომენტარი ბელარუსის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, წარმოშობით სომეხ სერგეი საფარიანს ჩამოართვა.

"აზერბაიჯანელების უარი ჩვენთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ჩვენ ხომ ამხანაგურ შეხვედრაზე ოფიციალურად შევთანხმდით. სხვა რა გზაა, ახალი მეტოქის შერჩევა მოგვიწევს", - განაცხადა საფარიანმა.

ბელარუსებს ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ იმედია, კავკასიელებთან უიღბლობას საქართველოსთანაც გააგრძელებენ.

აქვე საინტერესო დეტალი: ლონდონის ოლიმპიური თამაშები 25 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაგრძელდება. ბელარუსები, მინიმუმ, საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ჩაატარებენ, სადაც ბოლო შეხვედრა 1 აგვისტოს დაუგეგმეს.

საინტერესო კი ისაა, რომ კონდრატიევის ეროვნული ნაკრების ბირთვს სწორედ ახალგაზრდული გუნდის წევრები წარმოადგენენ, რომლებიც ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. საქართველო მათ თბილისში 7 სექტემბერს უმასპინძლებს.

ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის შემდეგ კი ნებისმიერ გუნდს ჩავარდნა ეწყება. ეს კი ჩვენ მცირე უპირატესობასა და იმედს მაინც გვანიჭებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა