ქუთაისის "ტორპედოს" 25 წლის ნახევარმცველმა "ზესტაფონთან" გამარჯვების გოლი გაიტანა
წინა ტურის მთავარი მატჩი ქუთაისში იყო, სადაც "ტორპედომ" "ზესტაფონი" 2:1 დაამარცხა, ლიდერობა დააკარგვინა, თვითონ კი მესამე ადგილზე ყოფნა შეინარჩუნა.

"ტორპედომ" "ზესტაფონს" ბოლო წუთზე მოუგო. ასეთნაირად მიღწეული გამარჯვება კი კიდევ უფრო გემრიელია.

გადამწყვეტი გოლი ნიკა ფირცხალავამ გაიტანა. მას რამდენიმე წუთით ადრეც შეეძლო თავის გამოჩენა, უხერხული პოზიციიდან ეფექტურად ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას...

მეორე ცდაზე კი ფირცხალავამ ყველაფერი უნაკლოდ შეასრულა, ერთი შეხებით დაბალ კუთხეში მოათავსა ბურთი და მატჩის გმირიც გახდა...

ვინ იცის, იქნებ ფირცხალავას ამ გოლმა მხოლოდ "ტორპედოს" კი არა, ჩემპიონის ბედიც განაპირობოს...

- შეცვლაზე რომ შედიოდი, "ტორპედოს" დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ რა დავალება მოგცა?

- შეტევაზეც უნდა იფიქრო და ნახევარდაცვასაც მიეხმაროო - ასეთი იყო მწვრთნელის დავალება. ისიც შემახსენა, ფრეზე არ ვთამაშობთ, მოედანზე მოსაგებად უნდა შეხვიდეო.

- და თამაშის წინ როგორი იყო მწვრთნელის დავალება?

- მოწინააღმდეგისთვის პრესინგი უნდა დაგვეპირისპირებინა, რაც შეიძლება მჭიდროდ ეთამაშეთ მეტოქე ფეხბურთელებსო. ყველამ ვიცით, რომ "ზესტაფონი" ბურთს მშვენივრად აგორებს და სივრცეების შეზღუდვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- საგოლე კომბინაციაზეც ვთქვათ. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე აღმოჩნდი და ისე გაიტანე - ეს დამუშავებული კომბინაცია იყო თუ სიტუაციიდან გამომდინარე მოხდა?

- მოედნის ცენტრში ბურთი ნიკა საბანაძემ ჩაჭრა, გიორგი ფანცულაიას გადააწოდა, იმან კი - მე. ასეთ დროს საბანაძის, ანუ ცენტრფორვარდის პოზიციაზე არავინ იყო და მეც ეს ზონა შევავსე.

ეს კომბინაცია ვარჯიშზე დამუშავებული არ ყოფილა, თუმცა, ზოგადად, ზონების შევსებაზე გეგუჩაძე განსაკუთრებულად აკეთებს აქცენტს და ამ კონკრეტულ ეპიზოდში, როგორც კი გაჩნდა ამის საჭიროება, ეს გაკეთდა კიდეც. ასე ვთქვათ, საფეხბურთო ეპიზოდი იყო, რაც კარგად გამოვიყენეთ.

- ამ ეტაპზე უფრო შეცვლებზე გიწევს თამაში. მწვრთნელის დავალება, შენი ამპლუის მიხედვით, ყოველთვის ერთი და იგივეა?

- არა, დავალება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კეთდება, გააჩნია, რას გვიკარნახებს თამაშის მსვლელობა.

- "ტორპედო" მესამე ადგილზეა. როგორც ვიცით, ამ სეზონში კატეგორიულად დასახული მიზანი გუნდს არ ჰქონია, თუმცა უკვე ჩემპიონატის ბოლოა და, ალბათ, მიზანიც მკაფიოდ ჩანს...

- სანამ თეორიული შანსი არსებობს, რაც შეიძლება უფრო მაღალი ადგილისთვის ვიბრძვით - ასეთია ჩვენი პრინციპი. ევროპის ლიგის საგზური კი ძალიან მნიშვნელოვანია "ტორპედოსათვის" და ამ დროისთვის მიზანიც ეს არის - ჩვენ ხომ მაქსიმალისტები ვართ. მესამე ადგილზე ვიმყოფებით, სეზონის დასრულებას ხუთი ტური უკლია და თუ მაქსიმუმს გავიღებთ, მიზნის შესრულებას წინ არაფერი დაუდგება.

- თქმა რად უნდა, ამ მიზნისთვის ბრძოლაში "ზესტაფონთან" გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო - "ზესტაფონი" წლობით ნამუშევარი მექანიზმია და ასეთი მეტოქე რომ დაამარცხეთ, ეს, ალბათ, უფრო მონდომების ხარჯზე მოხდა...

- ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით. ფეხბურთელებმა მწვრთნელის დავალება კარგად შევასრულეთ და ამას დაემატა დიდი მონდომება. ასე რომ, მხოლოდ შეუპოვრობით "ზესტაფონს" ვერ დავამარცხებდით...

- "ტორპედომდე" "დინამო თბილისის" ფეხბურთელი იყავი. რა მოხდა, რატომ მოგიწია "დინამოსთან" განშორება?

- მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი დასრულებულიც კი არ იყო, "დინამოდან" წასასვლელი რომ გავხდი. არავის არაფერი აუხსნია, ისე გამომიშვეს. სავარაუდოდ, მწვრთნელის სქემაში ვერ ვჯდებოდი.

- შუა სეზონი იყო და "დინამოში" ვარჯიშის გაგრძელებაც არ შემოუთავაზებიათ?

- არა, თუმცა ამის საშუალება რომც მოეცათ, იქ მაინც არ დავრჩებოდი. სანამ ტორპედოელი გავხდებოდი, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა