მანჩესტერული დერბი ვერ გამოდგა კარგი სანახავი. ამაში თავიდან ბოლომდე "იუნაიტედია" დამნაშავე
არ გამართლდა რევანშისტთა მოლოდინი - "ოლდ ტრეფორდზე" სამაგალითო მარცხისთვის სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა "სიტი ოფ მანჩესტერ სტედიუმზე" შური ვერ იძიეს.

მეტიც, იქაც წააგეს და ტიტული, ფაქტობრივად, გადაულოცეს თანაქალაქელებს. მანჩესტერული დერბი კი ვერ გამოდგა კარგი სანახავი. ამაში თავიდან ბოლომდე "იუნაიტედია" დამნაშავე.

სტუმრებმა ჯო ჰარტის კარში ერთხელაც ვერ დაარტყეს ზუსტად და, აბა, რა შედეგს ელოდნენ? ვერც "სიტი" ბრწყინავდა, მაგრამ ვენსან კომპანის თავური 3 ქულას ეყო. რობერტო მანჩინის გუნდი ქულებით გაუტოლდა კონკურენტს, ხოლო ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით (+61 "იუნაიტედი" +53-ის წინააღმდეგ) გალიდერდა.

გამარჯვების გოლი ასე გავიდა: პირველი ტაიმის 45 წუთი უკვე გასული იყო, როცა კუთხური დავიდ სილვამ მოაწოდა. "სიტის" ბელგიელმა კაპიტანმა კრის სმოლინგს აჯობა საჰაერო დუელში და ანგარიში გახსნა - 1:0. სხვათა შორის, 26 წლის კომპანიმ პრემიერლიგის ამ სეზონში მესამე გოლი გაიტანა და მესამე - თავით. ამ თავურს მაინც განსაკუთრებული ფასი აქვს - "მანჩესტერ სიტი" 44-წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან ახლოსაა ტიტულთან.

წინა სამ თამაშში "სიტიმ" 12 გოლი გაიტანა და მანჩინი გამარჯვებულ შემადგენლობას რატომ გამოცვლიდა? ამიტომაც სერხიო აგუეროს თავდასხმაში კარლოს ტევესი შეუწყვილდა და არგენტინელმაც ყოფილ გუნდს შეუტია. მათ დავიდ სილვა და სამირ ნასრი ეხმარებოდნენ.

სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში მოულოდნელად ვერ ვიხილეთ ანტონიო ვალენსია. შუახაზში პარკ ჯი-სუნმა და რაიან გიგზმა ითამაშეს. წინ ეული ფორვარდი უეინ რუნი იყო. ტრავმირებული ჯონი ევანსი დაცვის ცენტრში კრის სმოლინგმა შეცვალა.

ყველაზე სახიფათო, რაც "იუნაიტედმა" შექმნა, მაიკლ კერიკის დარტყმა იყო, რომელსაც კომპანი გადაეღობა, სტუმართა ფეხბურთელების აზრით - ხელით, მაგრამ რეფერი ანდრე მარინერმა არ ჩასტვინა. პირველი ტაიმის განმავლობაში "სიტი" უკეთ ფლობდა ბურთს, მაგრამ ამას ხეირი არ მოჰქონდა... ბოლო წუთამდე.

მეორე ტაიმში თუკი რამ დაგვამახსოვრდა, ეს ფეგიუსონისა და მანჩინის ხმამაღალი შეკამათება იყო. როგორც შემდეგ შოტლანდიელმა აღნიშნა, იტალიელი მუდამ თავს ესხმოდა მსაჯებს. მან კი ამის აღკვეთა სცადა, რადგან "სიტის" სასაყვედურო მსაჯების მიმართ არ უნდა ჰქონოდაო. და მაინც, "სიტის" უფრო შეეძლო გატანა - გაელ კლიშის დავიდ დე ხეამ აჯობა და ვერც ნასრიმ ივარგა.

რობერტო მანჩინი (სიტი): "ვფიქრობ, ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. მეტოქეს გოლის გატანის შანსიც კი არ ჰქონია. ჩვენ კი კარგად ვითამაშეთ, თუმცა გაგვიჭირდა, რადგან მეტოქე უმაღლესი კლასისაა.

გოლი ძალიან დროულად გავიტანეთ. ახლა ძალიან გახარებულები ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ წინაა ტიტულისთვის ბრძოლა - კვირას კიდევ ერთი რთული მატჩი გველის "ნიუკასლთან", მაშინ, როცა "იუნაიტედს" იოლი გასეირნება აქვს "სუონსისთან" შეხვედრაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში მეტოქე მაინც ოდნავ წინაა".

ალექს ფერგიუსონი (იუნაიტედი): "ახლა ყველაფერი "სიტის" ხელშია. მას მხოლოდ ორი დარჩენილი მატჩის მოგება მართებს, მაგრამ ჯერ ყველა იმედი არ გადაგვიწურავს. არადა, ერთნაირი ქულები გვაქვს და მეტოქე მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით გვჯობნის, -8-ის გამოსწორება ბოლო 2 ტურში შეუძლებელია.

თამაში ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდი. საგოლე შანსები არც მახსენდება. ვფიქრობ, დე ხეამ მატჩის ერთადერთი სეივი გააკეთა. ჩვენი ბრალია ყველაფერი, სტანდარტული მდგომარეობის დროს მოდუნება ასეთ დონეზე როგორ შეიძლება".

"სიტის" დარჩენილი მატჩები

6 მაისი

ნიუკასლი-სიტი

13 მაისი

სიტი-ქპრ

"იუნაიტედის" დარჩენილი მატჩები

6 მაისი

იუნაიტედი-სუონსი

13 მაისი

სანდერლენდი-იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის