სპეციალისტმა ორშაბათს "უემბლიზე" დასკვნითი მოლაპარაკება გამართა ასოციაციის ოთხკაციან ბორდთან და ყველა საკითხი შეათანხმა
გუშინ, ბრიტანეთის დროით 16 საათზე, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "უემბლიზე" საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც საჯაროდ გამოცხადდა - ინგლისის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს, როი ჰოჯსონი.

64 წლის სპეციალისტმა ორშაბათს "უემბლიზე" დასკვნითი მოლაპარაკება გამართა ასოციაციის ოთხკაციან ბორდთან და ყველა საკითხი შეათანხმა. როცა ის "უემბლიდან" გადიოდა, ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ხელთ ინგლისის ნაკრების ევრო 2012-ის მეგზური ეჭირა. აი, ის კვარტეტიც, ვინც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ასოციაციაში და ფაბიო კაპელოს მემკვიდრე დაასახელა: დევიდ ბერნსტეინი, გენერალური მდივანი ალექს ჰორნი, სერ ტრევორ ბრუკინგი და ადრიან ბევინგტონი.

მას მერე, რაც იტალიელი კაპელო პროტესტის ნიშნად წავიდა ინგლისის ნაკრების მწვრთნელობიდან (მან ვერ აიტანა, რომ მისი ნებართვის გარეშე ჯონ ტერის კაპიტნობა ჩამოართვეს), თითქმის სამი თვე გავიდა.

თავიდან ფავორიტი ჰარი რედნაპი იყო, მაგრამ საბოლოოდ ასოციაციამ გადაწყვიტა, "ტოტენჰემის" თავკაცისთვის სამუშაო არ შეეთავაზებინა.

როი ჰოჯსონის კონტრაქტი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" 30 ივნისს სრულდება. ის ინგლისის ნაკრების თავკაცი ევრო 2016-ის ჩათვლით იქნება. "ვესტ ბრომვიჩს" გამოცდილი თავკაცი ბოლო ორ მატჩშიც დაეხმარება. ამ გუნდს გავარდნა არ ემუქრება - 46 ქულით მე-10 ადგილზეა.

დოსიე

როი ჰოჯსონი

64 წლის

ფეხბურთელობისას მცველი

კარიერა

1963-66 - კრისტალ პალასი

1966-69 - ტობრიჯი

1969-71 - გრეივსენდი

1971-72 - მეიდსტონი

1972-73 - ეშფორდი

1973-74 - ბერეა

1974-76 - კარშელტონი

სამწვრთნელო კარიერა

1976-80 - ჰალმსტადი (შვედეთი)

1982 - ბრისტოლი

1983-84 - იორებრო (შვედეთი)

1985-89 - მალმიო (შვედეთი)

1990-92 - ქსამაქსი (შვეიცარია)

1992-95 - შვეიცარიის ნაკრები

1995-97 - ინტერი (იტალია)

1997-98 - ბლექბერნი

1999 - ინტერი (იტალია)

1999-2000 - გრასჰოპერი (შვეიცარია)

2000-01 - კოპენჰაგენი (დანია)

2001 - უდინეზე (იტალია)

2002-04 - არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრები

2004-05 - ვიკინგი (ნორვეგია)

2006-07 - ფინეთის ნაკრები

2007-10 - ფულჰემი

2010-11 - ლივერპული

2011-12 - ვესტ ბრომვიჩი

2012-იდან - ინგლისის ნაკრები

ტიტულები

შვედეთის 9-გზის ჩემპიონი

შვედეთის თასის 2-გზის მფლობელი

დანიის ჩემპიონი

ინგლისის 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელი

ევროპალიგის (უეფას თასი) 2-გზის ფინალისტი: 1997, 2010

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა