ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას სახლების სახურავებზე "მიწა-ჰაერის" კლასის საზენიტო რაკეტების განთავსებას აპირებს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას სახლების სახურავებზე "მიწა-ჰაერის" კლასის საზენიტო რაკეტების განთავსებას აპირებს.

ამავე სახურავებზე მუდმივად ჯარისკაცები იმორიგევებენ. ასე მაგალითად, ერთ-ერთი შენობის მცხოვრებლებმა მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათი სახლის სახურავზე რაკეტას დაამონტაჟებენ. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ უახლოეს პერიოდში ოლიმპიურ პარკთან ახლოს სასწავლო წვრთნა ჩატარდება.

ადრე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 13 500 სამხედრო მოსამსახურეს გამოიყვანენ. ამ რიცხვში არ შედიან პოლიციელები და დაცვის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

ბრიტანელ სპორტსმენებს - დუეინ ჩემბერსსა და დევიდ მილარს ნება დართეს, იბრძოლონ ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად, - იტყობინება სააგენტო AP.

ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა მძლეოსნისა და ველომრბოლის თხოვნა და გააუქმა ბრიტანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ შემოღებული წესი, რომლის მიხედვითაც, ერთხელ დოპინგის მიღებაში გამოჭერილ სპორტსმენს არ აქვს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბრიტანელების წესი არ შეესაბამება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსს.

ამასობაში გაირკვა, რომ ოლიმპიადის გახსნის დღეს, 27 ივლისს, ოლიმპიურ სტადიონზე გასამართ კონცერტში ოთხი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას - ისინი გაერთიანებული სამეფოს ოთხ ნაწილს წარმოადგენენ: Duran Duran ინგლისს, Stereophonics - უელსს, პაოლო ნუტინი - შოტლანდიას და Snow Patrol - ჩრდილოეთ ირლანდიას.

ადრე აცხადებდნენ, რომ ოლიმპიადის გახსნის დღეს ორი ლეგენდარული შემსრულებელი - პოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი იმღერებდა.

მეორე ოლიმპიური კონცერტი კი თამაშების დახურვას მიეძღვნება - ის ჰაიდ-პარკზე 12 აგვისტოს ჩატარდება და პუბლიკის წინაშე წარდგებიან შემდეგი ჯგუფები - Blur, New Order და The Specials.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა