პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფორმულა 1-ის გუნდებმა სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარებაზე მოილაპარაკეს
პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფორმულა 1-ის გუნდებმა სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარებაზე მოილაპარაკეს.

ზამთარში საჯინიბოებმა 12 დღე იმუშავეს, დარჩენილი სამი დღე კი ბაჰრეინისა და ესპანეთის ეტაპებს შორის პერიოდში გადაიტანეს. ყველა გუნდმა (HRT-ის გარდა) გუშინ მუჯელოს ტრასაზე გაიყვანა საკუთარი მანქანა.

ნისლიანი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ტესტების პირველი დღე დროულად დაიწყო - პილოტებმა საშუალედო საბურავებით დატოვეს ბოქსები. თუმცა ამინდი მაინც უშლიდა ხელს გუნდების მუშაობას. არადა, ინჟინრებს პირველად მიეცათ არასარბოლო უქმეების რეჟიმში ტექნიკური სიახლეების შემოწმების საშუალება.

პირველ დღეს ბევრმა გუნდმა სარეზერვო პილოტი მიიწვია - "ლოტუსმა" ჟერომ დ'ამბროზიო, "უილიამსმა" ვალტერი ბოტასი, "ფორს ინდიამ" ჟიულ ბიანკი, "კატერჰემმა" როდოლფო გონსალესი... ორი გუნდის პილოტებმა გაიყვეს პროგრამა - "მერსედესში" დილით ნიკო როსბერგი მუშაობდა, შესვენების შემდეგ მიხაელ შუმახერი; "მაკლარენში" ოლივერ ტერვიმ დღის მეორე ნახევარში ბოლიდი გერი პაფეტს დაუთმო.

იტალიური პუბლიკა მხურვალედ მიესალმებოდა ტრასაზე ფერნანდო ალონსოს ყოველ გამოჩენას. ცუდი ამინდის მიუხედავად, მაყურებელი საკმაოდ მრავლად იყო და ბოქსებში ხუმრობდნენ კიდეც - აქ მაყურებელი უფრო მეტია, ვიდრე ბაჰრეინის გრანპრიზეო.

დილით წითელი დროშების გამოფენა გახდა საჭირო - თავიდან ვერნი გაჩერდა მეოთხე მოსახვევში, შემდეგ კი პრობლემები შეექმნათ ალონსოსა და როსბერგს. დილის სესიის ბოლოს, როგორც იქნა, მზემ გამოანათა, ტრასა გაშრა და გუნდები "სლიკებზე" გადავიდნენ.

მაგრამ სესიებს შორის შესვენებისას ნამდვილი თავსხმა წამოვიდა და გუნდები დიდხანს ელოდნენ გამოდარებას. ბოლოს ტრასა მაინც გახსნეს და პირველი მიხაელ შუმახერი გამოვიდა. მან ერთი წრე გაიარა და ბოქსებში დაბრუნდა - წვიმა ისევ გაძლიერდა. გერმანელს ალონსო მიჰყვა, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ მაყურებელი გაეხარებინა - პუბლიკა დაშლას არ აპირებდა.

პირველი დღე

1. ფ. ალონსო (ფერარი) 1:22.444 (46)

2. მ. უებერი (რედ ბული) +1.204 (24)

3. ჟ. ვერნი (ტორო როსო) +1.447 (32)

4. ჟ. დ'ამბროზიო (ლოტუსი) +1.604 (40)

5. ნ. როსბერგი (მერსედესი) +1.656 (49)

6. კ. კობაიაში (ზაუბერი) +2.292 (48)

7. ო. ტერვი (მაკლარენი) +2.859 (30)

8. ჟ. ბიანკი (ფორს ინდია) +3.031 (18)

9. რ. გონსალესი (კატერჰემი) +4.753 (35)

10. შ. პიკი (მარუსია) +4.915 (45)

11. ვ. ბოტასი (უილიამსი) +6.735 (28)

12 გ. პაფეტი (მაკლარენი) +28.454 (4)

13. მ. შუმახერი (მერსედესი) - (5)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა