საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. X ტურის წინათქმა
უმაღლესი ლიგის მორიგი ტური ორ დღედაა გაყოფილი და მედიასა და ქომაგებს მატჩებისთვის თვალის დევნება ნაკლებად გადატვირთულ რეჟიმში მოუწევთ.

პლეი აუტზე 3 მაისს ვისაუბროთ, ახლა კი 2 მაისს გასამართ მატჩებს გადავავლოთ თვალი, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ბევრი სიახლის მოტანა შეუძლიათ.

მანამდე კი გაცნობებთ, რომ მაისში უმაღლესი ლიგის მატჩები 17 საათზე დაიწყება. გამონაკლისია ის შეხვედრები, რომლებიც ხელოვნურ განათებაზე გაიმართება და უფრო გვიან საათებში დაინიშნება.

"ზესტაფონი"-"დინამო" - ეს დაპირისპირება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ტურის ცენტრალური მატჩი. ბოლო წლებში ზესტაფონელთა და დედაქალაქელთა ურთიერთშეხვედრები განსაკუთრებულ სტატუსს ატარებს და ხშირად გადამწყვეტიც კი ყოფილა.

"ზესტაფონისა" და "დინამოს" მატჩებს ინტრიგა არც მიმდინარე სეზონში აკლდა. მათ შორის ჩემპიონატში გამართული სამივე დაპირისპირება საინტერესო გამოდგა. ყველაზე დიდი რეზონანსი კი, რა თქმა უნდა, ზესტაფონში გამართულმა შეხვედრამ გამოიწვია, სადაც "ზესტაფონმა" "დინამო" 5:1 გაანადგურა და თბილისელთა ესპანელი თავკაცის, ალექს გარსიას სკამი კიდევ უფრო შეარყია.

ეროვნულ სტადიონზე ჩატარებული ორივე მატჩი კი ფრედ დასრულდა - 2:2 და 1:1.

ერთი სიტყვით, "დინამოს" ამ სეზონში ფეროელებისთვის არ მოუგია და ვნახოთ, ამას რამაზ მუმლაძის გუნდი თუ შეძლებს. ამოცანა კი მასპინძლებსაც და სტუმრებსაც საკმაოდ რთულად შესასრულებელი აქვთ.

ზედმეტია იმის შეხსენება, თუ რამხელა სატურნირო მოტივაცია ამოძრავებს ორივე გუნდს - "ზესტაფონმა" ლიდერობა წინა ტურში დაკარგა და თუ 2 მაისსაც ხელი მოეცარა, საჩემპიონო შანსებს კიდევ უფრო შეიმცირებს.

"დინამომ" წინა ტურში ნავსი გატეხა და მარტვილში გამარჯვებით რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. თუმცა ეს მესამე საფეხურზე გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ქუთაისის "ტორპედომ" "ზესტაფონის" დამარცხებით ევროპის ლიგის ზონაში ადგილი შეინარჩუნა. ასე რომ, ქულები "დინამოსაც" ზუსტად ისევე სჭირდება, როგორც "ზესტაფონს", რაც უშეღავათო ბრძოლის გარანტიას გვაძლევს.

გალიდერებული "მეტალურგი" მარტვილში ჩადის, სადაც წარმატების მიღწევა ყველასთვის რთულია. საინტერესოა, "დინამოსთან" შინ განცდილი მარცხის შემდეგ "მერანის" ზედიზედ მეორე მარცხის მომსწრენი გავხდებით თუ მალხაზ ჟვანიას გუნდის მორიგი "მსხვერპლი" "მეტალურგი" იქნება. მარტვილური მატჩი, ზესტაფონურის მსგავსად, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ჩვენი ყურადღების ეპიცენტრში.

"ტორპედო" ზედიზედ მეორე საშინაო მატჩს ჩაატარებს და "კოლხეთთან" შეხვედრაში ფავორიტიც იქნება, თუმცა მიმდინარე სეზონში ფოთელთა დამარცხება იოლი არავისთვისაა და მარტივი ამოცანა არც გია გეგუჩაძის გუნდის წინაშე დგას.

"დილას" მესამე ადგილზე გასვლის შანსები კი ტურიდან ტურამდე მცირდება და აქედან გამომდინარე, ამ გუნდსა და "ბაიას" შორის გასამართ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.

საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. X ტური

02.05. მარტვილი. ცენტრალური. 17:00

მერანი-მეტალურგი

02.05. გორი. თ. ბურჯანაძე. 17:00

დილა-ბაია

02.05. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 18:00

ზესტაფონი-დინამო

02.05. ქუთაისი. ტორპედო. 19:00

ტორპედო-კოლხეთი

სატურნირო ცხრილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
რა აზრი აქ ამ მეტალურგს გავა და პახტაკორთან წააგებს)))
irina
პირველი ადგილი - მეტალურგი მეორე ადგილი- ზესტაფონი მესამე ადგილი - ტორპედო აი დინამო მეოთხე თუ მეხუთე ჯერ არ ვიცი
keso
მეტალურგი მაგარია გაიმარჯვეტ
keso
მეტალურგმა უნდა გაიმარჯვოს
zura
რუსთავი,რუსთავი,რუსთავი-მოგება,მოგება,მოგება
lula
მეტალურგი წინნ
lula
მეტალლლლლლლლლლუუუუურგიიიიიიიი წწწწწწწწწიიიიიიიიიიიიიიიიიიინნნნნნნნნნნ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა