ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლადო ვარძელაშვილი: ოლიმპიადაზე ძიუდოს კარგი შედეგი ექნება

ლადო ვარძელაშვილი: ოლიმპიადაზე ძიუდოს კარგი შედეგი ექნება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ევროპის პირველობიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა
ევროპის პირველობიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს 1 მაისს ძიუდოს აკადემიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი შეხვდა, რომელიც სპორტსმენებს ორშაბათს აეროპორტში მოუცლელობის გამო ვერ დახვდა.

შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა ევროპის ახალ ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანს (90) მიმართა და შეაქო რუს მეტოქეებთან ორი გადამწყვეტი შეხვედრის მოგებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანმა ჯერ პირად ტურნირში ფინალში მოუგო მასპინძელ გრიგორი სულემინს, მერე კი გუნდურში, როცა ასევე გადამწყვეტ შეხვედრაში რუსებს დაუპირისპირდნენ. კირილ ვოპროსოვთან მისი ორთაბრძოლა გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან იმ მოგებით ნაკრებს ვადამდელი გამარჯვება მოუტანა.

მინისტრმა წარმატება მთელ გუნდს მიულოცა. მერე კი შეხვედრა მედიისთვის დახურა და 15 წუთის განმავლობაში სპორტსმენებს, ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელობას დაკეტილ კარს მიღმა ესაუბრა. ვარძელაშვილმა მედიისთვის კომენტარი მისი დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ევროპის ეს ჩემპიონატი ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო და, ამავდროულად - ორმაგად დატვირთულიც, რადგან რუსეთში ტარდებოდა. ისე მოხდა, რომ ჩვენთვის ორივე გადამწყვეტ შეხვედრაში რუსებს მოვუგეთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებსაც და მწვრთნელებსაც, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ სპორტსმენები სათანადო ფიზიკურ ფორმაში ყოფილიყვნენ. ოლიმპიადამდე მცირე დრო დარჩა და მზადების ბოლო ეტაპზე გადავდივართ, რის შემდეგაც ოლიმპიადაზე არსებული კონტიგენტიდან არჩეული საუკეთესო ფალავნები გაემგზავრებიან.

ვფიქრობ, ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდო ის ერთ-ერთი სახეობა იქნება, რომელიც გაახარებს მთელ ერს და კარგი შედეგი ექნება".

დასასრულს ისევ ლიპარტელიანზე გეტყვით, რომელიც წუხელ შუაღამისას ვენაში გაფრინდებოდა მენისკიანი მუხლის სამკურნალოდ.

ეს ძველი ტრავმის ნარჩენია, რაც არასწორმა შეხორცებამ გამოიწვია და მუხლის მოძრაობას გარკვეულწილად ზღუდავს. თუმცა არც საგანგაშო ტრავმაა და არც საოპერაციოა. მხოლოდ ლაზერით გაფხეკენ და დაამუშავებენ.

ამ პრობლემის გამო ლიპარტელიანი არ გაჰყვება ნაკრებს ალჟირში საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაგეგმილ ხუთდღიან საწვრთნელ კემპში.

ახალი თაოსნობა

ძიუდოისტებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრმა სამინისტროს ახალი ინიციატივა გააჟღერა, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდასა და ანტინიკოტინური კამპანიის დაწყებას უკავშირდება. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ანტინიკოტინურ კამპანიას სწორედ 1 მაისიდან დაიწყებს.

რაღა რჩება ლონდონამდე

ნაკრების ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი ჩელიაბინსკში გამართული ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ავსტრიაში გაფრინდა, სადაც ფეხის ტრავმის გამოსაკვლევად ლიპარტელიანიც უნდა წაეყვანა, თუმცა მან გეგმები შეცვალა და ვენაში მოგვიანებით გაფრინდება. მწვრთნელი კი მარტო გაემგზავრა მშობლიურ ქალაქში.

ამიტომ გუნდის გამოსვლასა და ოლიმპიადისთვის მზადებაზე ალექსიძეს დავეკითხეთ. აი, რა გვითხრა მან: "ნაკრები ოლიმპიადისთვის მიზანმიმართულ მზადებას ორ დღეში დაიწყებს, როცა ალჟირში გაემგზავრებიან საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწყობილ საწვრთნელ ცენტრში.

ესაა ხუთდღიანი კემპი, რომლის დასრულების შემდეგაც გუნდი თბილისში დაბრუნდება, მერე კი იაპონია-კორეაში გაემგზავრება. იქ ერთი კვირით იაპონიაში ივარჯიშებენ, მერე ამდენივე ხნით - კორეაში, ბოლოს კი ისევ იაპონიაში დაბრუნდებიან 10-დღიან შეკრებაზე. ოღონდ სამივე ეტაპს სხვადასხვა კლუბში გაივლიან.

აზიიდან ნაკრები ისევ თბილისში ჩამოვა, მერე კი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრება ტურნირებში საჭიდაოდ - 9-10 ივნისს რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადზე" იასპარეზებენ, იქიდან კი არგენტინაში გადავლენ და 16-17 ივნისს ბუენოს აირესში მსოფლიოს თასზე გამოვლენ.

ამის შემდეგ ერთი კვირით ისევ თბილისში ჩამოვლენ. მერე კი იგეგმება ევროპული ფედერაციის ორ კემპში მონაწილეობა ჩეხეთსა და ესპანეთში. მზადების ბოლო ეტაპს - ორკვირიან შეკრებას ისევ საქართველოში, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლიან და ლონდონშიც აქედან გავემგზავრებით. ოღონდ ყველა ზემოჩამოთვლილ ღონისძიებაზე წავლენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც სალიცენზიო 22-კაციან ზონაში მოხვდნენ. სადაც 2-2 ლიცენზია გვაქვს, იქ ორივე კანდიდატს წავიყვანთ.

ევროპის ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლას რაც შეეხება, ბიჭები სხვანაირად ჭიდაობენ - ბოლო წამებზე იგებენ, ბოლომდე იბრძვიან, საჭირო მომენტში დროც გაჰყავთ. ერთი სიტყვით, უკვე პრაქტიკულად ჭიდაობენ. მაგალითად, ტატალაშვილი გუნდურში 40-იოდე წამით ადრე იუკოს აგებდა რუსთან, მაგრამ ნერვიულობის მიუხედავად, მაინც დაინახა მეტოქის შეცდომა და ილეთიც გააკეთა.

იქით პაპინაშვილმა მახრჩობელა ილეთით მოიგო, როცა მუხლს არ აკარებდა ტატამს. ლიპარტელიანზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ის შეხვედრას იწყებდა და ამთავრებდა გეგმით. ადრე თუ თავიდან დადგებოდა ხოლმე, ახლა პირდაპირ მიდიოდა შეტევაზე და პირდაპირ უღებდა ჩავლებას. თქვენც ნახეთ, გუნდურის ფინალში რუსი ვოპროსოვი, ვისთანაც წაგებული ჰქონდა, არც გააქანა, ისე მოუგო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე