საქართველოს ნაკრების 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი საუცხოო ფორმაში შედის
ადრეც ვწერდით, რომ უკრაინული ინტერნეტ-გაზეთი "უა-ფუტბოლი" დეტალურად განიხილავს იმ ფეხბურთელთა თამაშებსა და მდგომარეობას, რომლებმაც, შესაძლოა, ევრო-2012-ზე უკრაინის ნაკრებში ითამაშონ.

ბოლო წერილი მცველებს შეეხებოდა და სიმფეროპოლის "ტავრიას" მცველის, ვლადიმერ ეზერსკის დახასიათებაში ისეთი ინფორმაცია აღმოვაჩინეთ, ნამდვილად იმსახურებდა აღნიშვნას.

წერილიდან შვიტყვეთ, რომ უკრაინის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრებში ჯაბა კანკავამ რეკორდი დაამყარა: "უა-ფუტბოლს" აქვს ნომინაცია "ბურთის ართმევა" და "ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებები". აღმოჩნდა, რომ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ბურთის ართმევაში ეზერსკი საუკეთესოთა შორის არის და მხოლოდ კანკავას ჩამორჩება.

მართალია, უკრაინის პრემიერლიგის ბოლო, 28-ე ტურის მატჩში კრივოი როგის "კრივბასი" დონეცკის "მეტალურგთან" 1:2 დამარცხდა, მაგრამ კანკავა მოედანზე საუკეთესო იყო: კრივოიროგელებმა ერთადერთი გოლი მისი გადაცემით გაიტანეს.

გარდა ამისა, კანკავამ ბურთის ართმევაში გამოიჩინა თავი და მეტოქეს შეტევა 15-ჯერ (?!) ჩაუშალა, როდესაც ეზერსკიმ ეს 13-ჯერ მოახერხა. პლუს ამას, ზოგად ტექნიკურ-ტაქტიკურ მოქმედებებში საქართველოს ნაკრების წევრმა 134 ქულა დააგროვა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი საუცხოო ფორმაში შედის და ხანგრძლივი ტრავმიანობით გამოწვეული ჩავარდნა დასძლია.

უჩვეულო ბრძოლისუნარიანობისა და თავდადების გამო კანკავას უკრაინაში გადასვლისთანავე მშვენიერი რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ალექსანდრე ზავაროვი დარწმუნებული იყო, რომ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე უკრაინის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ კანკავა გახლდათ.

იმ პერიოდში კანკავას გადაყვანით კიევის "დინამოც" დაინტერესდა, მაგრამ შემდეგ ფეხი ორჯერ მოიტეხა, დრო გაუცდა და ჩვეულად ათამაშება მხოლოდ მიმდინარე სეზონში მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა