31 წლის ქართველის "ჰოვერლა-ზაკარპატიე" 68 ქულით უკრაინის პირველი ლიგის ლიდერია
24 მარტს ლაშა ჯაკობიას "ჰოვერლა-ზაკარპატიემ" ვინიცას "ნივასთან" 2:0 მოიგო. იმ დღეს ლაშამ შეცვლაზე ითამაშა, ვინიცელებს გოლი გაუტანა და მას შემდეგ ერთი თვე მოედანზე არ გამოჩენილა.

31 წლის ჯაკობია იმ პერიოდისთვის მშვენიერ ფორმაში იყო: საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს 18 ტურში 8 გოლი ჰქონდა გატანილი და უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფდა. თუმცა ამის შემდეგ ჯაკობია მუხლის ტკივილმა შეაწუხა და სამი კვირა მკურნალობდა.

27 აპრილს "ოდესასთან" 28-ე ტურის მატჩში ლაშამ უჟგოროდელთა რიგებში დაბრუნება დუბლით აღნიშნა და 10 გოლით კვლავ ბომბარდირთა დავას შეუერთდა: პირველ ადგილზე მისი თანაგუნდელი ალექსანდრე კოსირინია, რომელსაც 3 ბურთით ჩამორჩება.

"უკვე თავს კარგად ვგრძნობ, ვარჯიშიც განვაახლე და გოლები გავიტანე. სამწუხაროდ, ჯერ არასაკმარისი მომზადების, მერე კი ტრავმის გამო ბევრი თამაში გამოვტოვე.

სტატისტიკას თუ გადახედავთ, საქართველოდან ახალჩამოსული, სანამ ფორმას აღვიდგენდი, 6-7 თამაში შეცვლაზე შევდიოდი და 15-25 წუთს თუ ვთამაშობდი.

პირველი ლიგის ბომბარდირს, ჩემს თანაგუნდელ კოსირინს რვა თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მაგრამ ამის მიუხედავად, სამ ბურთზე მეტით ვერ მისწრებს. ახლა კვლავ ფორმაში შევდივარ და სეზონის ბოლომდე მისი გადასწრებისა და ბომბარდირობის შანსი ჯერ კიდევ მაქვს", - ამბობს ჯაკობია.

28 ტურის შემდეგ უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიე" 68 ქულით უკრაინის პირველი ლიგის ლიდერია. კარპატელები უახლოეს მდევარს, ზაპოროჟიეს "მეტალურგს" 1 ქულით უსწრებენ, მესამეადგილოსან "სევასტოპოლს" კი - 8 ქულით. თუ დარჩენილ ექვს ტურში სასწაული არ მოხდა და კარპატელებმა ეს უპირატესობა არ გაანიავეს, პრემიერლიგას ჯაკობიასთან ერთად დაუბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio77
საგოლ ჯაკობ ეგრე გააგრძელე...
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა